აკი ბაშო. I დღე: ტოჩინოშინმა დაიწყო - პირველი ბრძოლა, პირველი გამარჯვება! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 9 სექტემბერს იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში ოფიციალურად გაიხსნა აკი ბაშო და ტოჩინოშინმა გამარჯვებით დაიწყო. 

ბაშო ტოჩინოშინმა იაპონელ ჩიოტარიუსთან დაპირისპირებით გახსნა, რომელთანაც ურთიერთშეხვედრების ბალანსი 4:2-ზე ჰქონდა. ქართველმა ფალავანმა ცუპატებით შეუტია, შემდეგ მავაშში დაიჭირა და მეტოქე ცურიდაშით გადაიყვანა დოჰიოდან.

შეგახსენებთ ქართველი ფალავანი კადობანშია ჩაყენებული და მას აუცილებლად მართებს დადებითი ბალანსის დაფიქსირება, წინააღმდეგ შემთხვევაში ოძეკობას დაკარგავს.

რაც შეეხება გაგამარუს მისი მეტოქე ჯურიო ლიგის მე-12 ნომერი, იაპონელი ჰაკუიოძანი იყო. რომელთანაც ქართველი სუმოისტი იორიკირით დამარცხდა.

  • წინა ბაშოს გამარჯვებულმა მიტაკეუმმა პირველი ბრძოლა მესამე მაეგაშირა შოდაისთან გამართა, რომელიც
    ოშიდაშით დაამარცხა.
  • ოძეკმა ტაკაიასუმ მეორე მაეგაშირა იოტაკაიამა იორიკირით დაამარცხა.
  • ოძეკი გოეიდო პირველ მაეგაშირა კაისეისთან მოულოდნელად იორიკირით დამარცხდა.
  • ახლახანს დაბრუნებულმა იოკუძუნა კისენასატომ პირველ ბრძოლაში პირველ მაეგაშირა იკიოის იორიკირით სძლია.
  • იოკუძუნა ჰაკუჰომ კომოსუბ ტამავაშის იორიკირით სძლია.
  • კომოსუბი ტაკაკეიშო იოკუძუნა კაკურიუმ ოშიტაოშით დაამარცხა .

ხვალ, ტოჩინოშინის მეტოქე იაპონელი იუტაკაიამა იქნება, რომელსაც ერთადერთხელ მაისში ნაცუ ბაშოზე შეხვდა და ცუკიოტოშის ილეთით დაამარცხა.

altნაცუ ბაშო. VI დღე: მძიმე ბრძოლა - ტოჩინოშინმა მეტოქე აცრემლებული გაუშვა [VIDEO]


altაკი ბაშომდე ერთი დღით ადრე - ტოჩინიშინისა და გაგამარუს ამბები



მკითხველის კომენტარები / 7 /
მიდიიიი ტოჩიიიიიიიიიი ლომი ხარ
ირაკლი
12:38 09-09-2018
0
მიდი ტოჩი, შენ გენაცვალე, გადაანაწილე ძალები, თორემ შენზე ძლიერი სუმოისტი დღეს არავინაა, მთავარია ტრავმა, სხვა არაფერი!
ტოჩი
14:23 09-09-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული