აკი ბაშო. II დღე: ტოჩინოშინი სრული სვლით - ქართველის მორიგი გამარჯვება! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 10 სექტემბერს აკი ბაშოს მეორე საშეჯიბრო დღე ქართველებისთვის წარმატებული გამოდგა.

ტოჩინოშინის მეტოქე იაპონელი იუტაკაიამა იყო, რომელსაც ერთადერთხელ მაისში ნაცუ ბაშოზე შეხვდა და ცუკიოტოშის ილეთით დაამარცხა.

ქართველი სეკიტორი თავიდანვე მავაშზე წავიდა, იაპონელი კი ხელის ჩავლების საშუალებას არ აძლევდა, თუმცა ტოჩინოშინმა მაინც დაიჭირა და დოჰიოდან იორიკირით გადაიყვანა.

ლევან გორგაძეს დღეისთვის ორივე შეხვედრა აქვს მოგებული.

რაც შეეხება მეორე ლიგას, სადაც გაგამარუ ასპარეზობს, ქართველი სეკიტორის მეტოქე მეთოთხმეტე ნომერი იაპონელი აკუა იყო, რომელიც ოშიდაშით დაამარცხა. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს ამ ორ სუმოისტს შორის პირველი
შეხვედრა იყო. ქართველს ამ ბაშოზე ბალანსი 1:1-ზე აქვს.

მნიშვნელოვანი ბრძოლები:

  • წინა ბაშოს ტრიუმფატორმა მიტაკეუმმა მეორე მეგაშირა ჩიოტარიუ ოშიდაშით დაამარცხა და ბაშოს ბალანსი 2:0 გაუხდა.
  • ოძეკმა გოეიდომ კომოსუბ ტამავაშის დაუპირისპირდა და იორიკირით დაამარცხა. შეგახსენებთ ის პირველ ბრძოლაში კაისეისთნ დამარცხდა.
  • ოძეკმა ტაკაიასუმ მეორე ბრძოლაც მოიგო, მან ამჯერად სეკივაკე იჩინოჯო დაამარცხა
  • მორიგი გამარჯვება იზეიმა იოკუძუნა კაკურიუმაც , რომელმაც ბრაზილიელი კაისეი ოკურიდაშით დაამარცხა.
  • მეორე დღეც წარმატებული გამოდგა იოკუძუნა კისენასოტოსთვის, ცუკიოტოშის ილეთით კომოსუბი ტაკაკეიშო დაამარცხა.

ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე იაპონელი კომოსუბი ტაკაკეიშო იქნება, რომელთანაც ჩვენებურს ასპარეზობა უჭირს და უარყოფითი ბალანსი 1:3-ზე აქვს. ტაკაკეიშოსა და ტოჩინოშინის ბოლო შეხვედრა ჰარუ ბაშოზე შედგა, სადაც ლევან გორგაძე ჰატაკიკომით დამარცხდა.

altჰარუ ბაშო. IV დღე: ტოჩინოშინმა იბრძოლა, თუმცა... [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 6 /
ეს ორი!!! ასე გააგრძელე!!!
0
ყოჩაღ ლევან!.
სოსო
12:37 10-09-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული