ტოჩინოშინის მეტოქე მესამე მაეგაშირა ნიშიგიკი იყო, რომელთანაც ქართველს დადებითი ბალანსი 2:1-ზე ჰქონდა. თავიდან ნიშიგიკიმ შეუტია. ის ცდილობდა, მავაშში ჩაევლო ხელი, თუმცა ტოჩინოშინი კარგად უმკლავდებოდა, შემდეგ წონასწორობა დააკარგვინა და დოჰიოდან იორიკირით გააძევა.
შეგახსენებთ, ბაშოს პირველ დღეს ტოჩინოშინმა თავისი ორთაბრძოლა მონღოლ ტამავაშისთან დათმო.
რაც შეეხება გაგამარუს, ის დღეს ისვენებდა, ხოლო გუშინდელ შეხვედრაში ის ტომოკაძესთან დამარცხდა.
ლევან გორგაძის მეტოქე ხვალ პირველი მაეგაშირა მიოგორიუ იქნება, რომელთანაც ქართველს დადებითი ბალანსი 11:7-ზე აქვს.
კიუშუ ბაშო. I დღე: ქართველებს სტარტი წარუმატებელი გამოუვიდათ [VIDEO]