კიუშუ ბაშო. I დღე: ქართველებს სტარტი წარუმატებელი გამოუვიდათ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, ფუკოაკოში კიუშუ ბაშოს პირველი საშეჯიბრო დღე გაიმართა და ქართველებს წარუმატებელი სტარტი გამოუვიდათ.

ქართველი სეკიტორის მეტოქე მონღოლი მეორე მაეგაშირა ტამავაში იყო, რომელთანაც ლევანს დადებითი ბალანსი 16:8-ზე ჰქონდა. ტოჩინოშინის მცდელობა მეტოქე მავაშში დაეჭირა წარუმატებელი გამოდგა, რითიც მონღოლმა სპორტსმენმა ისარგებლა და ქართველი დოჰიოდან ოშიდაშით განდევნა.

რაც შეეხება გაგამარუს, რომელიც მესამე დივიზიონში დაქვეითდა, მიუხედავად ამისა დღეს დანაკლისის გამო თავისი ბრძოლა ჯურიო ლიგაში გამართა და ლიგის მე-14 ნომერ ტომოკაძესთან ჰატაკიკომის ილეთით დამარცხდა.

ქართველი ოძეკი ხვალ მესამე მაეგაშირა ნიშიგიკის დაუპირისპირდება, რომელთანაც ჩვენებურს დადებითი ბალანსი 2:1-ზე
აქვს. 

altხვალ კიუშუ ბაშო იწყება - ტოჩინოშინი ბაშოს მოგების მთავარი პრეტენდენტია

მკითხველის კომენტარები / 6 /
დაიქოქება!!! ამ ბაშოზე ჩემპიონი გახდება!
მიშა
21:51 11-11-2018
1
წინა ბაშოს დროს ვწერდი სანამ ჩვენი ტოში მავაშშ ეძებს მანამ პოზიციას აგებს და, თუ ვერ მოასწრო ხელის ჩავლება მერე აუცილებლად მარცხდება! ამას მე თუ ვხედავ სუმოს მაყურებელი მოწინააღმდეგის სკოლებიც (მწვრთნელებიც) ხედავენ. ასე გაუჭირდება, მე მგონი კარგი იქნება სილის გაწვნით ან ყელში ხელის ტაკებით დაიწყოს, ხან გაეცალოს კიდეც (კ ჩორტუ) და როცა მეტოქე პირველაჩქარებას დაკარგავს მერე ეცადოს იმ მავშში ხელის ჩავლებას! იმედია არ მაგინებთ. სამი თვეა ველი ამ ბაშოს და ახლაც იმედი მაქვს, რომ ტოჩი გაიმარჯვებს!
aburjga
19:43 11-11-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული