დღეს, 11 მარტს, ჰარუ ბაშოს მეორე საშეჯიბრო დღე გაიმართა, რომელიც წარუმატებელი გამოდგა ქართველი ოძეკისთვის, ლევან გორგაძისთვის.
ტოჩინოშინი მაეგაშირა მიოგირიუს შეხვდა და ოშიდაშის ილეთით წააგო. ამ მარცხის შემდეგ ქართველ ფალავანს ამ კონკრეტულ სუმოისტთან ბალანსი 12:9-ზე გაუხდა, ხოლო ჰარუ ბაშოზე ბალანსი 1:1-ზე აქვს.
ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე კომუსუბი ჰოკუტოფუჯი იქნება, ვისთანაც ბალანსი 2:2-ზე აქვს.
რაც შეეხება მეორე ქართველ ფალავანს, სამწუხაროდ, გაგამარუ, იგივე თეიმურაზ ჯუღელი აზუმარუსთან შიტატენაგეს ილეთით დამარცხდა. ეს გაგამარუს რიგით მეორე მარცხია ჯურიო ლიგაში (რანგით მეორე დივიზიონი).
ჯუღელის მომდევნო მეტოქე ცურუგიშო იქნება, ვისთანაც 3:5-ზე აქვს ბალანსი.