ჰარუ ბაშო. VIII დღე:ტოჩინოშინის და გაგამარუს გამარჯვებები - ქართველების წარმატებული დღე

AutoSharing Option
17 მარტს ჰარუ ბაშოს მე-8 საშეჯიბრო დღე გაიმართა.

ტოჩინოშინი, იგივე ლევან გორგაძე მაეგაშირა იჩინოჯოს შეხვდა და იორიკის ილეთით დაამარცხა. ამ მარცხის შემდეგ გორგაძის ბალანსი ტურნირზე 5:3-ზე გახდა.

ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე მაეგაშირა შოდაი იქნება, რომელიც მიმდინარე ბაშოზე ყველაზე სუსტი რიკიშია, მან 8-ვე შეხვედრა წააგო.

რაც შეეხება მეორე ქართველ ფალავანს, გაგამარუ, იგივე თეიმურაზ ჯუღელი ჯურიო ლიგაში კიოკუშუჰოს შეხვდა და ოშიდაშის ილეთით დაამარცხა. ეს ჯუღელის მეოთხე გამარჯვებაა ბაშოზე. მისი მომდევნო მეტოქე ტაკანაშო იქნება.

altჰარუ ბაშო. VII დღე: ტოჩინოშინი დოჰიოზე მძიმედ დაეცა, გაგამარუმ მოიგო

[VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 2 /
კვირას არ დებენ ვიდეოებს იაპონელები, თუ რაშია საქმე?:)
Alex
21:48 17-03-2019
0
"ტოჩინოშინი, იგივე ლევან გორგაძე მაეგაშირა იჩინოჯოს შეხვდა და იორიკის ილეთით დაამარცხა. ამ მარცხის შემდეგ გორგაძის ბალანსი ტურნირზე 5:3-ზე გახდა."
სანამ სტატიას გამოაქვეყნებ, ერთხელ მაინც გადაიკითხე შე დალოცვილო))
გიო
23:13 17-03-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული