15 მაისს, ნაცუ ბაშოს მეოთხე საშეჯიბრო დღეს, ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა და ბალანსი უკვე 4:0-ზე აქვს.
ქართველი მებრძოლის მეტოქე ტამავაში იყო, რომელიც ტოჩინოშინმა დოჰიოდან იორიკირით გადაიყვანა.
აქამდე ისინი ერთმანეთს 22-ჯერ დაუპირისპირდნენ - 15-ჯერ გამარჯვება გორგაძეს დარჩა, 7-ჯერ კი მის მეტოქეს.
ტოჩინოშინის შემდეგი მეტოქე აღმოსავლეთის პირველი მაეგაშირა ჰოკუტოფუჯი იქნება, რომელთანაც ქართველს ბალანსი 2:3-ზე აქვს.
ჯურიო დივიზიონში კი გამარჯვება კიდევ ერთმა
ქართველმა რიკიშიმ - გაგამარუმ მოიპოვა. მან კოტოიუკის სძლია და ბალანსი 3:1-ზე გაუხდა.
16 მაისს მისი მეტოქე სოკოკურაი იქნება, რომელსაც 1 გამარჯვება და 3 მარცხი აქვს.
სასიხარულოა, რომ ლევანის საფირმო იორიკირი ამუშავდა, როცა საკუთარ ჩავლებას იღებს, ლევანის მძლეველი არავინაა, ამაზე ჰაკუჰოც კი დაგვემოწმება.