ნაცუ ბაშო. IV დღე: ოთხიდან ოთხი! ერთი ნაბიჯით წინ ოძეკობისკენ [VIDEO]

AutoSharing Option
15 მაისს, ნაცუ ბაშოს მეოთხე საშეჯიბრო დღეს, ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა და ბალანსი უკვე 4:0-ზე აქვს.

ქართველი მებრძოლის მეტოქე ტამავაში იყო, რომელიც ტოჩინოშინმა დოჰიოდან იორიკირით გადაიყვანა.

აქამდე ისინი ერთმანეთს 22-ჯერ დაუპირისპირდნენ - 15-ჯერ გამარჯვება გორგაძეს დარჩა, 7-ჯერ კი მის მეტოქეს.

ლევანმა ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო და კიდევ 6 გამარჯვება სჭირდება, რათა ოძეკის ტიტული დაიბრუნოს.

ტოჩინოშინის შემდეგი მეტოქე აღმოსავლეთის პირველი მაეგაშირა ჰოკუტოფუჯი იქნება,  რომელთანაც ქართველს ბალანსი 2:3-ზე აქვს.

ჯურიო დივიზიონში კი გამარჯვება კიდევ ერთმა
ქართველმა რიკიშიმ - გაგამარუმ მოიპოვა. მან კოტოიუკის სძლია და ბალანსი 3:1-ზე გაუხდა.

16 მაისს მისი მეტოქე სოკოკურაი იქნება, რომელსაც 1 გამარჯვება და 3 მარცხი აქვს.
მკითხველის კომენტარები / 13 /
დღეს ზედიზედ მეხუთე სიხარული გვინდა ტოჩი და აბა შენ იცი!
ბარკა
16 მაისი 2019 08:24
0
ორ დღეში ერთხელ მაინ დადეთ ახალი სტატია, ერთი თვის წინანდელები რომ გიდევთ ბილო ფეიჯებზე, ტოჩის გაუმატჯოს ღმერთმა და ნაცუ ბაშო რომ არ დაწყებულიყო ალბათ დაიხურებოდა ეს საიტი სტატიების არქონის გამო.
Bayern
16 მაისი 2019 08:17
0
საამაყო ქართველები.გაგაც და ტოჩიც შემართებით არიან ამ ბაშოზე და წარმატებები ბიჭებს. ღმერთი თქვენსკენ ლომებო
გ.კ.
15 მაისი 2019 17:12
0
ტამავაში საკმაოდ რთული მეტოქეა და დღეს ლევანმა მნიშვნელოვანი ბრძოლა მოიგო, ხვალ ჰოკუტოფუჯისთანაც დაძაბული შეხვედრა იქნება.
სასიხარულოა, რომ ლევანის საფირმო იორიკირი ამუშავდა, როცა საკუთარ ჩავლებას იღებს, ლევანის მძლეველი არავინაა, ამაზე ჰაკუჰოც კი დაგვემოწმება.
გულშემატკივარი
15 მაისი 2019 16:01
0
ტიტანი ხარ დევ კაცი ხარ მგელი ხარ სამაგალითო ხარ შენ გენაცვალე ჯიშში და ჯილაგში, ადრეც ვთქვი და ვიმეორებ შენი ყოველთვის მეჯერა და მჯერავს, შენ ჩემპიონი ხარ
ჯონათან
15 მაისი 2019 13:58
1
ყოჩაღ, ლევან! მძიმე ბრძოლა იყო!
მერაბი
15 მაისი 2019 13:22
1
მოკლედ თუ ჩაავლო ჰოკაიდოსაც გადააადგილებს :))) ტიჩი უბერე მაგარროოო!!!!
Irakli Apkhaidze
15 მაისი 2019 13:01
0
მართალი ხარ, ზიპინ, ეგრეა.
ბიძგვინა
16 მაისი 2019 00:21
0
ლევანი არის სამაგალითო სპორტსმენი და საამაყო ქართველი. ასეთმა კაცმა ყველა ქართველ სპორტსმენს უნდა ჩაუტაროს ლექციები ფროფესიონალიზმის შესახებ.
ქ.გ.
15 მაისი 2019 13:00
0
თუ შეიძლება ცხრილიც რო დადოთ ვის რამდენი მოგება და წაგება აქვს
irakli
15 მაისი 2019 12:54
0
http://www.japan-sumo.ru/?q=results
aburjga
15 მაისი 2019 14:32
0
ყოჩაღ ბიჭებო!! არ უნდა გაგებრაზებინათ ეს დინჯი ადამიანი! წარმატებები ორივეს! მაგრად მახარებთ რა! სულ თქვენი კარგი ამბები გამეგოს!!
asaqsdasa
15 მაისი 2019 12:48
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული