ქართველის მეტოქე ჩიოშომა იყო, რომელმაც ქართველს ჰენკა გაუკეთა. ჰეკნა ერთგვარი ილეთია, როცა მეტოქე სუმოისტი მოწინააღმდეგეს პირველ შეტევას წინ არ ხვდება და იცილებს. სუმოში მსგავსს ილეთს თითქმის ყველა სუმოისტი იყენებს, თუმცა ბრძოლისგან თავის არიდებას ნიშნავს.
დღევანდელის დღის შემდეგ გაგამარუს ბალანსი 1:5-ზეა და ვითარება გართულებულია, რასაც ტრავმაც ემატება, მას ფეხის თითი აქვს მოტეხილი.
აღსანიშნავია, რომ ქართველი ფალავანი 5 მარცხიდან 3 შემთხვევაში ჰენკათი დამარცხდა.
ტურნირს მხრისა და მუხლის ტრავმის გამო უკვე გამოეთიშა ტოჩინოშინი, რომელიც მომდევნო ტურნირში ე.წ "კადობანში" ჩადგება.