ქართველი ფალავანი ტოჩინოშინი ბაშოსთვის აქტიურად ემზადება. მზადების პროცესს ვიდეოში იხილავთ. ის ამ ბაშოზე კადობანშია ჩაყენებული და თუ დადებით ბალანსს არ აჩვენებს, ოძეკის ტიტულს კვლავ დაკარგავს.
ამავდროულად, ტოჩინოშინს ტრავმა აწუხებს და მისი მიზანი უფრო რთულად განსახორციელებელი ხდება.
ქართველმა ოძეკმა იაპონელ ჟურნალისტებთან მისი მდგომარეობის შესახებ ისაუბრა:
"მარჯვენა ფეხზე კვლავ ვერ ვჩერდები, ძლიერია, მაგრამ მას ბოლომდე ვერ ვეყრდნობი. მარცხენა მხარი უკეთეს მდგომარეობაშია, უკვე ვახერხებ ხელის გამოყენებას. წინა ბაშოს შემდეგ ჩემი მდგომარეობა უმჯობესდება. ახლა თავს უკეთ ვგრძნობ, სრულებით არა, მაგრამ მცირედით".
ახალი ბანძუკე (რეიტინგი) გამოქვეყნდა - ცვლილებები ქართველ სუმოისტებსაც შეეხოთ
მთავარია ლევან შენ იყო კარგად!!!...
თუ ბოლომდე სრულყოფილად ვერ გამოჯანმრთელდები,გთხოვ, არ გამოხვიდე ბაშოზე!!!...