თეიმურაზ ჯუღელი, ანუ გაგამარუი აკი ბაშოს მე-9 საშეჯიბრო დღეს ჯიუროს 11 ნომერს, 22 წლის კოტონოვაკას დაუპირისპირდა და იორიკირით დამარცხდა.
გაგასთვის ეს მე-6 მარცხი იყო 3 გამარჯვების წილ და ძალიან რთულ სიტუაციაშია, რადგან ჯიუროს დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად დარჩენილი 6 ბრძოლიდან 5 უნდა მოიგოს.
მეორე ქართველი, ტოჩინოშინი, დაახლოებით, 12:40 საათზე გამოვა დოჰიოზე და კომოსუბ შოთა ენდოს დაუპირისპირდება.