17 სექტემბერს, აკი ბაშოს მე-10 საშეჯიბრო დღეს, გაგამარუმ მორიგი მარცხი განიცადა.
თეიმურაზ ჯუღელმა ასაგიოკუსეინთან იორიკირის ილეთით წააგო.
ეს ჯუღელისთვის ჯურიო ლიგაში რიგით მე-7 მარცხია. ქართველ ფალავანს აუცილებლად სჭირდება 5 მოგება, რათა დადებით ბალანსს მიაღწიოს. სხვა შემთხვევაში შესაძლოა ჯურიო ლიგიდან გავარდეს.
გაგამარუს მომდევნო მეტოქე ჯერჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინი დაახლოებით 12:30 საათზე იასპარეზებს.