ქართველმა სუმოისტმა თეიმურაზ ჯუღელმა, იგივე გაგამარუმ, აკი ბაშოს მე-11 დღეს ჯურიოს მე-13 ნომერი იროდორი ჰატაკიკომის ილეთით დაამარცხა და ბალანსი 4:7-ზე გაუხდა.
ჯურიოში ადგილის შესანარჩუნებლად გაგამარუს დარჩენილი 4-ვე ბრძოლის მოგება სჭირდება.
მეორე ქართველი, ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი, დოჰიოზე, დაახლოებით, 12:40 საათზე გამოვა და სეკივაკე ტაკაკეიშოს დაუპირისპირდება, რომელთან ბრძოლაშიც 3 ბაშოს წინ ოძეკის წოდება დაკარგა.
ტოჩის ოძეკის რანგის შენარჩუნებისათვის დარჩენილ 5 ბრძოლაში მინიმუმ 3 გამარჯვება სჭირდება.