20 სექტემბერს, აკი ბაშოს მე-13 საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინმა მეტად მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
ლევან გორგაძე მაეგაშირა რიუდენს შეხვდა და იორიკირის ილეთით დაამარცხა. ამ გამარჯვების შემდეგ ტოჩინოშინს ტურნირზე ბალანსი 6:7-ზე გაუხდა და კიდევ ორი გამარჯვება სჭირდება, რათა ოძეკის ტიტული შეინარჩუნოს.
ქართველი ფალავნის მომდევნო მეტოქე მაეგაშირა მიოგირიუ იქნება, ვისთანაც პირადი ბალანსი 12:9-ზე აქვს.