ყველაფერი დამთავრდა... - ტოჩინოშინი კიუშუ ბაშოზე ვეღარ გამოვა

AutoSharing Option
დღეს, 13 ნოემბერს, კიუშუ ბაშოზე ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი დაამარცხა და სამწუხაროდ, ბრძოლის დროს ტრავმა მიიღო.

როგორც ცნობილია, ქართველმა ფალავანმა ნეკნი გაიტეხა და ის ნოემბრის ტურნირს გამოეთიშა. ლევანს 10 გამარჯვება ესაჭიროებოდა ოძეკის წოდების დასაბრუნებლად, ახლა კი სეკივაკეს წოდებასაც დაკარგავს.

ეს იმას ნიშნავს, რომ ქართველი სეკიტორი კვლავ რიგითი მაეგაშირა გახდება. ხოლო როდის შეძლებს ის დოჰიოზე დაბრუნებას, ჯერჯერობით უცნობია.

აღსანიშნავია ისიც, რომ ტოჩინოშინი კიუშუ ბაშოზე მუხლის ტრავმით ასპარეზობდა, თუმცა, ტკივილის მიუხედავად, ლევანი იმედიანად იყო განწყობილი, რომ ოძეკის წოდებას დაიბრუნებდა.

altკიუშუ ბაშო. IV დღე: ტოჩინოშინმა

ბრწყინვალე ილეთით მაყურებლის ოვაცია დაიმსახურა! [VIDEO]



მკითხველის კომენტარები / 6 /
'ყველაფერი დამთავდა...' - ალბათ თვით დიდ გალაქტიონსაც არ დაესიზმრებოდა ასეთ გენიალურად 2 სიტყვაში ჩატეული ამხელა განცდა და განსაცდელი :))) გალა რულზ
odala
21:31 13-11-2019
0
უსამართლობაა. არ არის სამართლიანი. ტრამვის გამო გამოთიშვა საპატიო მიზეზად უნდა ითვლებოდეს და იგივე წოდებაში უნდა დარჩეს. თუმცა ტოჩის წოდებას დიდი მნიშვნელობა არა აქვს, ძალა ძალაა ის მაინც გაიმარჯვებს და ბალიშებს დააყრეინებს ვიღაცებს.
Zviadi.
22:37 13-11-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული