ქართველი სუმოისტი თეიმურაზ ჯუღელი, იგივე გაგამარუ, ჰაცუ ბაშოს ნაადრევად გამოეთიშა. ამის მიზეზი კი ტრავმაა, რომელსაც გაგამარუ უკვე რამდენიმე ბაშოა ებრძვის.
აღსანიშნავია, რომ 14-წლიანი კარიერის განმავლობაში გაგამარუს არათუ ბაშო, ერთი შეხვედრაც არ გამოუტოვებია, ხოლო ბოლო სამ თვეში ზედიზედ ორი ბაშოს გამოტოვება მოუწია ტრავმის გამო.
რას აპირებს თეიმურაზ ჯუღელი, გეგმავს თუ არა კარიერის დასრულებას? ამის შესახებ ქართველ სუმოისტს ექსკლუზიურად გაზეთი "კვირის პალიტრა" ესაუბრა.
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
- წლების განმავლობაში ტრავმა ერთხელაც არ მიგიღია, ბოლო თვეებში კი ორივე მუხლმა გიმტყუნა...
- დღესაც ძლივს
- შეძლებ დაბრუნებას თუ მართლაც გადაწყვიტე კარიერის დასრულება?
- კარიერის დასრულებას შარშანაც ვაპირებდი, მაგრამ... იანვარის ბაშოზე, როცა მაკუშიტაში (სუმოს რანგით მესამე დივიზიონი. - რ.შ.) ორჯერ დავმარცხდი, ვფიქრობდი, ამათთან როგორ ვაგებ-მეთქი?! ეს შეგრძნება დღემდე მომყვება, მაგრამ ჯერ არ ვიცი, როგორ მოვიქცევი. კლუბის პრეზიდენტიც მეუბნება, იმდენი წელიწადია სუმოში ხარ, გადაწყვეტილება თვითონ უნდა მიიღოო... თუ მუხლების ტრავმას რამე მოვუხერხე, ალბათ, გავაგრძელებ კარიერას. ყოველ შემთხვევაში, ამის სურვილი მაქვს და ვნახოთ... ასე ერთი ხელის მოსმით ვერ დავასრულებ იმას, რასაც ამდენი წელია, ვაკეთებ. ფსიქოლოგიურადაც უნდა მოვემზადო, რომ ყოველდღე აღარ ვივარჯიშებ, დოჰიოზე აღარ გავალ და ა.შ.
- ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიგიღია, მაგრამ ალბათ, უკვე იმაზეც ფიქრობ, რას გააკეთებ კარიერის დასრულების შემდეგ. იაპონიაში დარჩები?
- ამაზე უკვე რამდენიმე წელიწადია, ვფიქრობ...
- ამაზე უკვე რამდენიმე წელიწადია, ვფიქრობ...
ჩემს სამშობლოში ჩამოსვლა როგორ არ მინდა, მაგრამ აქვე ჩნდება კითხვა - რის გაკეთებას შევძლებ საქართველოში, როცა ამდენი წელიწადია ვცხოვრობ იაპონიაში, აქ მყავს მეგობრები, რომლებსაც სახელიც აქვთ და სიტყვაც ეთქმით... საქართველოში ჩამოსვლას და დაჯდომას ყველაზე კარგ ადგილას - თამადად, სჯობს, იაპონიაში ვაკეთო ქართული საქმე...
26 წელიწადია, რაც სპორტში ვარ და წარმოიდგინეთ, რა რთულია, შეუდგე ახალ საქმეს, რომელშიც ჯერ არაფერი იცი. სპორტი ან გამოგდის, ან - არა, მაგრამ როცა ბიზნესს ან სხვა ახალ საქმეს იწყებ, რთულია, რადგან ბევრი რამ არ იცი და 33 წლის ასაკში გიწევს თავიდან დაწყება...
იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია kvirispalitra.ge-ზე