ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი, ჰარუ ბაშოს მე-12 საშეჯიბრო დღეს ჩიომარუს დაუპირისპირდა და მეტოქესთან ცუკიოტოშის ილეთით დამარცხდა.
ლევანმა ბრძოლის საწყის ეტაპზევე მოწინააღმდეგისაგან სახეში ძლიერი დარტყმები მიიღო და ბრძოლის სასურველად წარმართვა ვერ მოახერხა.
აღნიშნული მარცხის შემდეგ ტოჩინოშინს ბალანსი 5:7-ზე აქვს და დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად 3-ვე დარჩენილი ბრძოლის მოგება სჭირდება.