ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი, ჰარუ ბაშოს მე-13 დღეს კოტოშოგიკუს დაუპირისპირდა და იორიკირის ილეთით დამარცხდა.
ტავარასთან მიმწყვდეული ტოჩინოშინი მეტოქის მიძალებას ლამის 1 ფეხით ეწინააღმდეგებოდა, ჩანდა, რომ მეორე ფეხს ძალას ვერ ატანდა და ბოლოს დანებდა.
სამწუხაროდ, ეს მარცხი ტოჩისთვის მე-8 იყო და უარყოფითი ბალანსი (მაკე კოში) გაიფორმა. თუმცა, 5 მოგება სუმოს უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად ტოჩინოშინისთვის საკმარისი იქნება და დარჩენილი 2 ბრძოლაც რომ დათმოს, მაკუუჩის დივიზიონში ადგილს მაინც შეინარჩუნებს.