ტოჩინოშინი დოჰიოდან მეტოქესთან ერთად გაფრინდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი, ნაგოია ბაშოს მე-12 საშეჯიბრო დღეს შოჰოძანს დაუპირისპირდა და 2 ბრძოლის შედეგად დაამარცხა მეტოქე.

პირველი დაპირისპირების დროს ქართველი გოლიათი მოწინააღმდეგესთან ერთად გადაეშვა დოჰიოდან. გიოჯიმ გამარჯვება შოჰოძანს მიანიჭა, თუმცა მონოი შედგა და გადაწყდა, რომ განმეორებითი ბრძოლა, ანუ ტორინაოში უნდა გამართულიყო, რადგან გამარჯვებულის გამოვლენა შეუძლებელი გახლდათ.

მეორე რაუნდში კი ტოჩიმ შოჰოძანს ჰატაკიკომის ილეთით აჯობა და მე-7 გამარჯვება მოიპოვა.

ამგვარად, ქართველ სუმოისტს კაჩი-კოშის (დადებითი ბალანსის) დაფიქსირებამდე 1 გამარჯვება აკლია. ხვალ, 31 ივლისს, ტოჩი ჩიომარუს შეხვდება.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
ყოჩაღ ლევან.ფეხი აშკარად ეტკინა,მაგრამ მაინც თავისი გაიტანა.დიდი იმედი მაქვს,რომ 9 ბრძოლას მაინც მოიგებს.
სოსო
30 ივლისი 2020 14:53
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული