ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი კიუშუ ბაშოს ბოლო, მე-15 დღეს სეკივაკე ტაკანოშოს დაუპირისპირდა და მეტოქე ჰატაკიკომის ილეთით დაამარცხა.
ტოჩიმ მეტოქეს გასაქანი არ მისცა და საკმაოდ იოლად შეძლო მისი დოჰიოზე წაქცევა.
ლევანმა ბაშო 9:6-ზე ბალანსით დაამთავრა და დიდი ალბათობით, მომდევნო ბაშოზე მე-4 მაეგაშირა იქნება.