დღეს, ჰარუ ბაშოს მე-13 დღეს, ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) კარიბაიამას დაუპირისპირდა. ტოჩინოშინმა ჰენკა გააკეთა, მეტოქე ხელში აიყვანა და ნავარასთან წააქცია.
ამრიგად, გორგაძეს 6 გამარჯვება და 7 მარცხი აქვს. ქართველი მომდევნო შეხვედრას მე-15 მაეგაშირა ჰიდენოუმისთან გამართავს.