ქართველი სუმოისტი მეტოქეს ჯერ მოროზაშიშიდან (ხელებით იღლიის ქვეშ შემოვლება) დაუძვრა, ამის შემდეგ კეკაში (ფეხის გამოსმა) სცადა, საბოლოოდ კი დოჰიოზე გააკრა. დაპირისპირება 43 წამს გაგრძელდა.
ლევანის ბალანსი 7:6 გახდა, რაც 2:6-ის შემდეგ თითქოს წარმოუდგენელი ჩანდა. ის ტურნირის დასრულებამდე 2 დღით ადრე კაჩი კოშისთან (დადებითი ბალანსი) ერთ ნაბიჯშია.
ტოჩინოშინის (მე-12 მაეგაშირა) მომდევნო მეტოქე მე-2 მაეგაშირა კირიბაიამა იქნება.
ეს უნდა ნახოთ - ხანგრძლივი ბრძოლა და ფორმაში შესული ტოჩინოშინი [VIDEO]