მაისის ბაშოს მე-11 დღეს ტოჩინოშინი აზუმარიუს დაუპირისპირდა და გაიმარჯვა.
სუმოისტები ერთმანეთს მაგრად დაეჯახნენ, ჩვენებურმა უპირატესობა მოიპოვა და მოწინააღმდეგე დოჰიოდან გადაიყვანა.
ლევანს 7 მოგება და 4 წაგება აქვს, მე-12 საშეჯიბრო დღეს კი მიოჯირიუს დაუპირისპირდება. აღსანიშნავია, რომ ლევანს ამ ბაშოზე საშინელი სტარტი გამოუვიდა, ქართველმა სუმოისტმა მიჯრით 3 შეხვედრა დათმო, შემდეგ კი ბრწყინვალე ფორმა აკრიფა და 8 დაპირისპირებიდან 7-ში გამარჯვება იზეიმა.