ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა

AutoSharing Option
უიღბლო გამოდგა საიუბილეო (მე-100) ბაშო და მისი მე-4 დღე ლევან გორგაძისთვის. ქართველ ფალავანს კოტოშოჰოსთან გუშინდელი ორთაბრძოლისას მარცხენა მხარი ამოუვარდა და ტურნირის ნაადრევად შეწყვეტა მოუწია.

მართალია, ექიმებმა უმალვე ჩაუსვეს ამოვარდნილი მხარი ტოჩინოშინს, თუმცა შემდგომმა გამოკვლევებმა არცთუ მსუბუქი დაზიანება აჩვენა და სულ მცირე, 2-კვირიანი დასვენება გამოუწერეს ლევანს.

ამავდროულად (ვიცით რა ტოჩის შეუპოვარი ხასიათი), ნურც იმას გამოვრიცხავთ, რომ ბაშოს ბოლოსკენ დაბრუნდეს ჩვენი გოლიათი ტურნირზე და უმაღლეს დივიზიონში დასარჩენად იბრძოლოს.

წყარო: ქართული სუმოს ქომაგები
მკითხველის კომენტარები / 2 /
სუმოში მეტი აღარავინ გვრჩება, მაგრამ პოტენციალი გვაქვს: ნიკა სიმონიშვილი (საიას თავმჯდომარე).
მართალი ხართ,
12 იანვარი 2023 23:28
5
ძალიან სამწუხარო იქნება,თუ კარიერის შეწყვეტა მოუხდება!რეკორდი,მგონი 102 ბაშოა და ამ წელიწადშივე გახდებოდა, რეკორდსმენი.ეგეც არ იყოს,ქართველები აღარავინ გვრჩება სუმოში.
სოსო
12 იანვარი 2023 19:22
1

სიახლეები პოპულარული