ზაგრებში ჭიდაობაში კადეტთა მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს.
4 ივლისს თავისუფალ ჭიდაობაში რამდენიმე წონაში ფინალური ბლოკის ჭიდაობები გაიმართა. ორი ქართველი მედლებისთვის ჭიდაობდა. 71 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბაგრატ გაგნიძემ ფინალში იჭიდავა, სადაც ინდოელი ბალიან გურავი დაამარცხა.
92-ში გიორგი ჩანქსელიანმა ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავა, მაგრამ, სამწუხაროდ, დამარცხდა და მე-5 ადგილს დასჯერდა.
ასე რომ, თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე ორი მედალი მოვიპოვეთ, ევროპის ჩემპიონმა ბაგრატ გაგნიძემ მსოფლიოც დაიპყრო, ხოლო წინა დღით ბრინჯაო გიორგი გეგელაშვილმა (48) მოიპოვა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"