ჯამბულატ თედეევი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოზე - არავითარი პოლიტიკა, იქ იყო უბრალოდ ძმობა

AutoSharing Option
თავისუფალი სტილით ჭიდაობაში რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტის წევრი ჯამბულატ თედეევი ქართველ სპორტსმენებთან ერთად გადაღებულ ფოტოსთან დაკავშირებით პირველ არხთან კომენტარს აკეთებს.

„ვითარება მარტივია. ქართველ ბიჭებთან, მოჭიდავეებთან ყოველთვის ახლო მეგობრობა გვაკავშირებდა და ასე იქნება ყოველთვის. არ გვინდა, რომ ჩვენი წმინდა ურთიერთობები პოლიტიკამ ჩააშხამოს. იქ არავითარი პოლიტიკა არ იყო, იქ იყო უბრალოდ ძმობა. არანაირი პოლიტიკა არ შეგვიშლის ხელს, რომ ვიმეგობროთ, ურთიერთობა გვქონდეს და ამ ურთიერთობებს გავუფრთხილდეთ. ნუთუ არ გვეყოფა ნეგატივი, რომელიც არსებობს“, – განუცხადა თედეევმა "პირველ არხს".

სოციალურ ქსელში გავრცელდა
ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ საქართველოს ნაკრების მოჭიდავეები და გუნდის მთავარი მწვრთნელი რუსეთისდროშისფერებიან მაისურში თედეევთან ერთად დგანან. საქართველოს ჭიდაობის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი იანტბელიძემ "პირველ არხთან" საუბრისას დაადასტურა, რომ ფოტოზე თავად არის მოჭიდავეებთან ერთად. იანტბელიძე აცხადებს, რომ ჯამბულატ თედეევი საქართველოშია დაბადებული, მათი მეგობარია და სწორედ მის მხარდასაჭერად ჩაიცვეს აღნიშნული მაისურები.

1tv.ge

altჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი: ჩვენი ბიჭები მაისურებს ჩაიცვამენ თუ არა, ეს არავის საქმე არ არის

მკითხველის კომენტარები / 8 /
რუსულ(რუსეთის)გუნდში, მოთამაშე უკრაინელმა სპორტსმენმა, რომრლსაც ფულს უხდის რუსეთი, რუსული დროშა და ჰიმნი,ფეხებზე დაიკიდა.http://resonancedaily.com/index.php?id_rub=4&id_artc=54256

ზურაბი
20 აგვისტო 2018 00:24
0
ველოდები ოცი ოქტომბრის მსოფლიო ჩემპიონატს და დარწმუნებული ვარ ეს ბიჭები კიდევ ძალიან ბევრჯერ გვასახელებენ! წარმატებები ჩვენ ლომებს!!!
gurami
18 აგვისტო 2018 11:39
4
ბარემ მივიღოთ კანონი და თეთრ-ლურჯ-წითელი ფერების შეხამება ავკრძალოთ - ვინ იცის რამდენი ტანსაცმელია ამ ფერებში მაღაზიებსა და ბაზრობებზე. მოჭიდავეებს რომ ამ მაისურების ჩაცმით რუსეთუმეობა და მათთვის მხარდაჭერა არ გამოუხატავთ, ხომ ყველამ იცის, მაგრამ ყველა საინფორმაციო გადაცემა ამით იწყება, ან მთავრდება; ვისაც არ ეზარება ყველა მათ ლანძღავს. ამ თვითგამოცხადებულ პოლიტიკოსებს და ჟურნალისტებს ენის ჭარტალის გარდა ერთი რა გაგიკეთებიათ ქვეყნისთვის გენო პეტრიაშვილის ან სხვის გაკეთებულის ფასი
მერაბ გ.
18 აგვისტო 2018 10:12
3
გეთანხმები და ერთს დავამატებ: თვითგამოცხადებულ პოლიტიკოსებს ცოცხიანებს თუ უცოცხოებს, გაჟურნალისტებულ პოლიტიკოსებს, თუ გაპოლიტიკოსებულ ჟურნალისტებს, რა გაგიკეთებიათ ქვეყნისთვის ენის ჭარტალისა და ბიუჯეტით გავა-წელის გასუქების გარდა, ან ვაჟკაცებს პატრიოტობას რომ უწუნეთ
გვარამი
18 აგვისტო 2018 11:47
0
ეგეთი ცალმხრივი ძმობა მოვსდღან!!!
ქართველი
17 აგვისტო 2018 23:55
2
თუ აღარ გინდა ნეგატივი მიაფურთხე რუსებს წამოდი პოლიტიკიდან და აღიარე ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა. აი ეგ იქნება ძმობა!!! და არა ეგ საქციელი რაც გააკეთეს მანდ. შენ ხარ მარიონეტი პოლიტიკოსი .ოკუპანტი პოლიტიკოსის ძმობა არ ვიცი მე. ეს რამე ახალი ხილია?
ვახო
17 აგვისტო 2018 21:10
1
სურათის გადაღება არანაირი პრობლემა არ არის, პირიქით რაღაც ძაფები იბმება, უბრალოდ რუსეთის ფერებიანი სპორტულები ტეხავს მგონია, რაღაც რომელიღაც ორგანოების მიცემას გავს. რაღაცაში პრდინციპულები უნდა იყვნენ
mamuka
17 აგვისტო 2018 20:20
3
Ivanovic saqartveloshi a dabadebuli Magram am it ra xeirivnaxet. Isic hven megobaria tavxotoraa.
Bajo
17 აგვისტო 2018 18:46
0

სიახლეები პოპულარული