მსოფლის ჩემპიონატი დაიწყო - პირველივე დღეს საქმეში ფავორიტები ერთვებიან

AutoSharing Option
დღეს, ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყება. 2 ოქტომბერს საქმეში 61, 74, 86 და 125 კილოგრამი წონითი კატეგორიების თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაებმებიან.

საქართველოს სახელით ხალიჩაზე გავლენ:

ბექა ლომთაძე (61 კგ), ავთანდილ კენჭაძე (74 კგ), სანდრო ამინაშვილი (86 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ).

ლომთაძე და პეტრიაშვილი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონების რანგში ერთვებიან კონკურენციაში. გენო პეტრიაშვილი სულაც, ბოლო სამი მსოფლიოს ჩემპიონატის (2017, 2018 და 2019) ტრიუმფატორია.

წინასწარი ეტაპის შეხვედრები თბილისის დროით 12:30 საათიდან დაიწყება. 18:30-ზე კი ნახევარფინალები უნდა დაიწყოს.
ამ ოთხ წონაში მედლები 3 ოქტომბერს გათამაშდება.

წყარო: საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ფეისბუქ გვერდი
მკითხველის კომენტარები / 4 /
https://www.youtube.com/watch?v=7bY31mltNCk

ოთხივე ხალიჩის ლინკია ეს
zaza
02 ოქტომბერი 2021 13:57
0
სად უყუროტ.აუეეე გაიგვიზეტ ფედერაციაა.ტუ არჰევნებზე ხარტ გადარტულიი
ბაჯო
02 ოქტომბერი 2021 13:29
3
მიდით ლომებო ...მგლები არაა, ძლიერს რომ შეხვდება და კუდამოძუებული ტყეში გარბის - ვითომ ,,თავისუფლების მოყვარე,, (?!) , თავისუფლების მოყვარე ტყეში რად უნდა დაძწოდეს (?!) - მიდით ლ ო მ ე ბ ო ,მუდამ რომ უტევს მასზე ძლიერებს- მძიმეებს ...
გლახუნა
02 ოქტომბერი 2021 13:28
2
სად და როგორ ვუყუროთ, რატომ არ ამბობთ?
₾ადო
02 ოქტომბერი 2021 13:13
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული