ინდოეთის პრო-ლიგის საუკეთესო ფალავანთა ტოპ-ხუთეულს ქართველები ლიდერობენ
ინდურ საჭიდაო ლიგაში პირველად დამარცხდა ქართველთა "ჯაიპურ ნინჯასი" - 9 იანვარს ელიზბარ ოდიკაძისა (97) და იაკობ მაქარაშვილის (74) გუნდმა "მუმბაი მაჰარატხისთან" 3:4 დათმო. ასევე პირველად დამარცხდა მაქარაშვილი. სამაგიეროდ, ჯერაც დაუმარცხებელია ოდიკაძე, ვინც ამ მოგებით ტოპ-ხუთეულში პირველ ადგილზე გადაინაცვლა, "ჯაიპური" კი ისევ ინარჩუნებს ლიდერობას, თუმცა დღეს მისი გადასწრება ვლადიმერ ხინჩეგაშვილის (57) "პენჯაბს" შეუძლია.

მუმბაელებთან ორივე ჩვენებურმა იჭიდავა, თუმცა, როგორც გითხარით, საპირისპირო შედეგით დაასრულეს გამოსვლა.

ევროპის წლევანდელი პირველობის ბრინჯაოსმედალოსანმა მაქარაშვილმა 1:3 წააგო აზერბაიჯანელთა ოლიმპიურ პრიზიორ ჯაბრაილ ჰასანოვთან, ვინც გუშინწინ ზუსტად ამავე ანგარიშით "უპ დანგალში" მოჭიდავე ტარიელ გაფრინდაშვილიც დაგვიმარცხა.

ევროპული თამაშების ფინალისტ ოდიკაძესაც სერიოზული მეტოქე ჰყავდა - უკრაინელი ევროპის ჩემპიონი პავლო ოლეინიკი (კონტინენტის პირველობა მან თბილისში მოიგო 2013 წელს), თუმცა მოწინააღმდეგის ტიტულს მისთვის ხელი არ შეუშლია, კი მოუგო, მაგრამ საამისოდ ძალიან დაძაბული ორთაბრძოლა გადახდა - 3:2 აჯობა. აქ გადამწყვეტი პირველი პერიოდის ანგარიში გამოდგა, რომელშიც ჩვენმა ფალავანმა 1:0 იმარჯვა, თორემ მეორე 2:2 დასრულდა.

სამწუხაროდ, ოდიკაძის გამარჯვებამ ჯაიპურელებს ვერ უშველა და სატურნირო ცხრილში პირველი წაგება ჩაეწერათ. აღსანიშნავია, რომ ჯაიპურელთა შორის ვაჟებიდან მხოლოდ ოდიკაძემ მოიგო თავისი წილი პირადი შეხვედრა, დანარჩენი ორი ქულა კი ქალების, ინდოელი რიტუ პროგატის (48) და ვენესუელელი არგუელო ბეტზაბეტის (53) ანგარიშზეა.

ოდიკაძისთვის ეს ტური ორმხრივად აღმოჩნდა წარმატებული - ლიგის საუკეთესო ფალავანთა ტოპ-ხუთეულში პირველ ადგილზე გადაინაცვლა 8.3 ქულით.

ბუნებრივია, ხინჩეგაშვილს გუშინწინდელი კოეფიციენტი - 7.7 შერჩა, თუმცა მესამედან მეორე ადგილზე აინაცვლა, ანუ პრო-ლიგის ხუთეულს ქართველები ლიდერობენ. ხინჩეგაშვილს 7.0-ით ჰასანოვი და რუსთა დაღესტნელი მსოფლიოს ჩემპიონი აბდუსალამ გადისოვი (97) მოსდევენ, მეხუთეზე კი ერთადერთი ქალია - კანადელი ოლიმპიური ჩემპიონი ერიკა ვიბე (75).

ახლა სატურნირო ცხრილში ოთხხელისუფლებიანობაა: "ჯაიპურს", "მუმბაის", "პენჯაბს" და "ჰარიანა ჰამერსს" 4-4 ქულა აქვთ, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით პირველ ადგილზე "ჯაიპურია". ოღონდ ამ კვარტეტიდან "მუმბაის" უკვე ოთხი შეხვედრა აქვს გამართული (2 მოგება და ამდენივე წაგება), პენჯაბელებს და ჯაიპურელებს 3-3 (2-2 მოგება და თითო წაგება), "ჰარიანამ კი ჯერ ორი ორთაბრძოლა გამართა და ორივე მოიგო. მათ 100%-იანი შედეგი აქვთ.

როგორც გითხარით, "პენჯაბი" დღეს იჭიდავებს - გაფრინდაშვილის "უპ დანგალთან" იჭიდავებს, ანუ ინდოეთში მორიგი ქართული შერკინება გაიმართება. ხვალ იჭიდავებს "ჰარიანა ჰამერსი", რომელიც ევროპის ვიცე-ჩემპიონ დავით ტლაშაძის (70) "კოლორს დელი სულთანს" ხვდება - პენჯაბელთა მსგავსად, მასაც შეუძლია ჯაიპურელთა უკან ჩამოტოვება.

იმედია, დღეს გასამართავ შეხვედრას აღმავლობით ჩაატარებს ჩვენი ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ხინჩეგაშვილი, რომელიც ინდოეთში, ოდიკაძის მსგავსად, დაუმარცხებელია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
კონკურენტი ვიტინიასთვის - პსჟ რუსი შემტევის შეძენას გეგმავს
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
U16 | კოსოვო 1:2 საქართველო - პირველი ადგილი უეფას განვითარების თასზე
Liverpool Echo: "ლივერპული" კატასტროფის წინაშე - მამარდაშვილისთვის შესაძლებლობაა დაამტკიცოს, რომ ალისონის ხანგრძლივვადიანი მემკვიდრეა
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
[VIDEO] "მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთე და აკეთებ... მიყვარხარ" - სიმეონემ გრიზმანს პრესკონფერენციაზე ემოციურად მიმართა
"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
"აი, ამიტომ ვცემ პატივს ვინისიუსს" - ვენსან კომპანი
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
დიდი მატჩი და ქართული დაპირისპირება პარიზში!..
ბოლო წამების სინდრომი - ოდიკაძე ბოლო წამებზე დამარცხდა [VIDEO]
ინდოეთის ლიგა: ვლადიმერ ხინჩეგაშვილის გადამწყვეტი ტური
ევროპის ჩემპიონატი: გენო პეტრიაშვილმა ბრინჯაო მოიპოვა [VIDEO]
ოდიკაძემ კრასნოიარსკში მედალი მოიპოვა
ქართველმა ფალავნებმა 23-წლამდელთა ევროპირველობაზე 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო მოიპოვეს
ქართველები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში! [VIDEO]
ხინჩეგაშვილის შემდეგ პეტრიაშვილიც - გენო ჭიდაობას უბრუნდება
ქართველი მოჭიდავეები კიევის ტურნირიდან 17 მედლით დაბრუნდნენ
SPORTALL - გადაცემის სტუმარია თავისუფალი სტილით მოჭიდავე ელიზბარ ოდიკაძე [VIDEO]
იაკობიშვილის ოქრო და ბუჯიაშვილისა და გამყრელიძის ბრინჯაო ევროპირველობაზე [VIDEO]
ინდოეთის ლიგა: ხინჩეგაშვილმა მოიგო, მაგრამ საუკეთესო მოჭიდავის სტატუსი მაინც დაკარგა
სამიდან სამი! - ბულგარეთში საერთაშორისო ტურნირზე სამივე ქართველი ფინალში გავიდა
თავისუფალი ჭიდაობა. მსოფლიოს თასი: საქართველოს ნაკრები "სიკვდილის ჯგუფში"
საქართველოს თავისუფალი სტილით 23-წლამდელთა ნაკრებმა 3 ოქროს მედალი მოიპოვა
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოსთვის ცნობილია
შმაგი ბოლქვაძე ჩემპიონია - 5 მედალი კიევის ტურნირზე პირველ საჭიდაო დღეს [VIDEO]
ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა უკრაინაში 9 მედალი მოიპოვეს
ქართველების სრული ტრიუმფი საფრანგეთში: 4 ოქრო, 2 ვერცხლი და 3 ბრინჯაო [VIDEO]
6 ოქრო ბულგარეთიდან - დინგაშვილი, ბოლქვაძე და სულავა მეორეს დღის გამარჯვებულები
ინდოეთის ლიგა: ელიზბარ ოდიკაძეც დამარცხდა
ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა მსოფლიო ჩემპიონატი მარცხით დაიწყეს
ინდოეთის ლიგა: ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ისევ მოიგო
კიდევ ერთი მედლის შანსი - ოდიკაძე ბრინჯაოსთვის იჭიდავებს
[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
ევროპის ჩემპიონატი. IV დღის ანონსი: ტლაშაძისა და პეტრიაშვილის ძნელი ბადეები
ისევ სპორტში - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ხალიჩას უბრუნდება
ევროპის ჩემპიონატი: გენო პეტრიაშვილი ბრძოლას ბრინჯაოსთვის აგრძელებს
ევროპის ჩემპიონატი: გენო პეტრიაშვილი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს
"ყველაზე უადგილო მომენტი და ყველაფერი დასრულებულია..." - სამწუხაროდ, ოლიმპიადას მოქმედი ჩემპიონი გამოტოვებს...