ვალერი ცნობილაძე რუსეთის ნაკრების რიგებში ოთარ ტურაშვილსა და რუმინეთის ნაკრებს უმასპინძლებს
საქართველოს ნაკრები "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" მორიგი მატჩისთვის მზადებას ესპანეთში, ბარსელონასთან ახლოს განაგრძობს. სათამაშოდ ემზადებიან ჩვენი მომავალი მეტოქეები, რუსეთისა და რუმინეთის ეროვნული გუნდები, რომლებიც ჩვენგან განსხვავებით, 2019 წლის მსოფლიოს თასის საგზურისთვის იბრძვიან.

ესპანეთის ნაკრებთან მატჩის შემდეგ, ერთი კვირის თავზე "ბორჯღალოსნები" შინ მიიღებენ რუსეთის ეროვნულ გუნდს, რომელიც მომავალ უქმეებზე გათამაშების ერთ-ერთ ფავორიტს, რუმინეთის ნაკრებს უმასპინძლებს. რუსები მეტოქეს სოჭში დაუხვდებიან და სათამაშოდაც იქვე ემზადებიან.

რუსეთის ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში ერთი ცვლილებაა: ტრავმირებული მეორეხაზელი ანდრეი გარბუზოვის ნაცვლად გუნდს მოსკოვის "სლავას" მორაგბე დენის ანტონოვი შეუერთდა. რუსებს აუცილებლად სჭირდებათ შინ რუმინელებთან გამარჯვება, რადგან განვლილ ორ მატჩში მხოლოდ ერთი მოიგეს და წაგების შემთხვევაში საგრძნობლად გაირთულებენ მდგომარეობას.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ნაკრებმა პირველ ტურში ესპანეთში წააგო, მეორეში კი გაჭირვებით მოუგო ბელგიას. ორივე შეხვედრა ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობლებმა სტუმრად გამართეს.

ორიდან ერთი მატჩი მოიგო რუმინეთის ნაკრებმაც. "სტეჟარი", რომელიც ლეგიონერებითაა გაძლიერებული, პირველ ტურში მოულოდნელად დამარცხდა სტუმრად გერმანიის ეროვნულ გუნდთან. რუმინელებს უმძიმესი ბრძოლა გადახდათ შინ ესპანეთთან, რომელსაც დიდი გაჭირვებით მოუგეს. მათ, რუსებისგან განსხვავებით, ერთი საპრემიო ქულის მოპოვება შეძლეს და მეტოქეს სწორედ ამ ერთი ქულით უსწრებენ.

სარუსეთოდ რუმინელებს კაპიტანი და ლიდერი, მესამეხაზელი მიჰაი მაკოვეი დაუბრუნდათ.

საგულისხმოა, რომ ორივე გუნდში ნატურალიზებული ქართველები თამაშობენ. ორივე პირველხაზელია. რუმინელებს ოთარ ტურაშვილი ეხმარება, რომელმაც 2015 წლის მსოფლიოს თასზეც ითამაშა "სტეჟარის" შემადგენლობაში. ის ახლა ფრანგული "კოლომიეს" შერკინების კვაჭია.

2011 წლის მსოფლიოს თასზე იასპარეზა რუსთა გუნდში ვალერი ცნობილაძემ. ის დღემდე ნაკრების წევრია და კრასნოიარსკის "კრასნი იარის" ღირსებას იცავს.

რუმინეთი

პირველი ხაზი: კონსტანტინ პრისტავიტა (ბაია მარე), ალექსანდრუ ტარუსი (ბეზიე), ალექსანდრუ გორდასი (სტიაუა), იონელ ბადიუ (კარკასონი), ჯიჯი მილიტარუ, მარიან კაპატანა, ანდრეი რადოი (სამიივე-ტიმიშოარა), ოთარ ტურაშვილი (კოლომიე)

მეორე ხაზი: ვალენტინ პოპარლანი, იონუც მურეშანი (ტიმიშოარა), იოჰან ფან ჰირდენი (ბაია მარე), მარიუს ანტონსეკუ (ტარბი)

მესამე ხაზი: ვიორელ ლუკაჩი, ესერი ვუეტი (ორივე-სტიაუა), ანდრეი გორჩიოაია (მასი), ვლად ნისტორი (ალბი), მიჰაი მაკოვეი (კოლომიე)

#9: ვალენტინ კალაფეტეანუ (ბუქარესტი), ფლორინ სურუჯუ (სტიაუა), ტუდორელ ბრატუ (დინამო)

#10: ჯოდი როსი (ტიმიშოარა), ჯორჯ ოპრეა (ბაია მარე)

#12-13: ფლორინ ვლაიკუ (სტიაუა), ჯეკ უმაგა, ფლორინ პოპა (ორივე-ტიმიშოარა), სიონე ფაკაოსილეა (ბაია მარე)

#11-14: სტივენ შენანი, მადალინ ლემნარუ (ტიმიშოარა), იონუც დუმიტრუ (სტიაუა), ჯეკ კობდენი (ბუქარესტი)

#15: კატალინ ფერკუ (ტიმიშოარა), სამოა ლუკე (ბაია მარე), რობერტ ნეაგუ (სტიაუა)

რუსეთი

პაველ ბუტენკო, რამილ გაისინი, დიმიტრი გერასიმოვი, ევგენი ელგინი, ინოკენტი ზიკოვი, დიმიტრი კროტოვი, იგორ კორშუნოვი, იური კუშნარიოვი, ალექსეი მიხალცოვი, ვალერი მოროზოვი, ანდრეი პრივალოვი, ევგენი პრონენკო, ანტონ რუდოი, დენის სიმპლიკევიჩი, ანდრეი ტემნოვი, კონსტანტინ უზუნოვი, ალექსეი შერბანი, ნიკიტა ჩურაშოვი (ყველა-ენისეი). ვასილი არტემევი, აზამატ ბიტიევი, ოგორ გალინოვსკი, ანდრეი გარბუზოვი, ვიქტორ გრესევი, ანტონ რიაბოვი, ბოგადნ ფედეტკო, ვალერი ცნობილაძე (ყველა-კრასნი იარი), ტაჰირ გაჯიევი, ნაზირ ჰასანოვი, დიმიტრი გრიცენკო, სერგეი სუგრობოვი (ყველა-ყუბანი).

რაგბი ევროპის ჩემპიონატი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ პ

1. საქართველო 2 2 0 0 +69 10 2

2. რუმინეთი 2 1 0 1 +7 5 1

3. ესპანეთი 2 1 0 1 0 4 0

4. გერმანია 2 1 0 1 -41 4 0

5. რუსეთი 2 1 0 1 -3 4 0

6. ბელგია 2 0 0 2 -32 1 1

4 მარტი

ესპანეთი-საქართველო

რუსეთი-რუმინეთი

გერმანია-ბელგია

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
[VIDEO] კვარაცხელიამ "ლე მანს" გაუტანა
"ლე მანთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"მეხსიერებას მოუხმეთ, ხვიჩა გასულ სეზონში არაჩვეულებრივი იყო" - კანავაროს აზრით, "ოქროს ბურთი" კვარაცხელიამ უნდა მოიგოს
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
არსენ ვენგერი შესაძლოა, FIFA-ს პრეზიდენტობის კანდიდატი გახდეს
"სათანადო ყურადღებას არ აქცევენ და არ ვიცი რატომ" - დავიდ სილვამ "ოქროს ბურთზე" თავისი ფავორიტი დაასახელა
თურქეთის ნაკრები შესაძლოა, არდა თურანს ჩააბარონ
[VIDEO] როდესაც პრესკონფერენციაზე ცოლი გირეკავს - ნავასის სახალისო შემთხვევა ჟურნალისტებთან შეხვედრისას
მოლდოვა 1:0 საქართველო
ქვილითაია შეცვლაზე და "ჰოლშტაინის" მარცხი "აინტრახტთან"
ზივზივაძე შეცვლაზე შევიდა - "ჰაიდენჰაიმი" "კაიზერსლაუტერნს" ფრედ ეთამაშა
ხვიჩასავით ტოპ-კლუბში? - მაკტომინეი შეიძლება "ნაპოლიდან" გრანდში გადავიდეს
ლუის ენრიკე: "კვარა" ძალიან მაღალი დონისაა - ფეხბურთელები მანქანები არ არიან
[VIDEO] კარიერაში პირველად - ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია!!!
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
ოლისე "ბაიერნს" მხოლოდ ერთი გუნდის გამო დატოვებს
დარმიანი "ბოლონიას" ფეხბურთელი გახდა
ხვიჩა არ ისვენებს, მაგრამ გოდტსი იწყებს - ქართველებით დახუნძლული დღე
რონალდოს დედა: "კრიშტიანო პორტუგალიისთვის ყოველთვის გმირი იყო, მაგრამ სათანადოდ არ აფასებენ"
22-წლამდელთა ჩემპიონატში ვსა, თსუ და ჰიუნდაი გალიდერდნენ
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
დავით კაჭარავა 2016 წლის რუსეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა
მთავარია, საქართველოს მოვუგოთ - ექვსი ნატურალიზებული "სტეჟარიში"
ლეგიონი: ჩემპიონობა წაგებასაც მოაქვს
ეს მხოლოდ სპორტული დაპირისპირება არაა - "ბორჯღალოსნები" რუსეთთან მატჩისთვის ემზადებიან
დღეს "ბორჯღალოსნები" ქუთაისში გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან
რაგბი ევროპის ჩემპიონატი: რუმინეთი "ბორჯღალოსნებს" სიურპრიზს უმზადებს
რუმინეთის მორაგბეთა ნაკრებს ოთარ ტურაშვილი გამოაკლდა
რუსეთის ნაკრების მწვრთნელი: ქართველებს უნიკალური გუნდი ჰყავთ
მილტონ ჰეიგი: პირველი ტაიმი ნერვიულობის გამო არცთუ ისე კარგად ჩავატარეთ
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო
"ევროპა რაგბის" ჩემპიონატში "ბორჯღალოსნების" მეტოქე რუსეთის ნაკრებმა მზადება უკვე დაიწყო
ლეგიონი: სამი ქართველი რუმინეთის ჩემპიონია
რაგბი. ლეგიონი: რუსეთის ჩემპიონატს ისევ ქართველ მორაგბეთა გუნდი მოიგებს
რუსებმა ქართველი მორაგბეები საქართველოს წინააღმდეგ სათამაშოდ ვერ დაითანხმეს
ბორჯღალოსნები | სამოასთვის შემადგენლობა შეირჩა
რაგბი ევროპის ახალი ფორმატი
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ქართველი მორაგბე მსოფლიოს თასზე რუმინეთის ღირსებას დაიცავს