რუსეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ძმები ცნობილაძეები ნაკრებში კი გამოიძახა, მაგრამ საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ თამაში მოსთხოვა
საქართველოს ნაკრები "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" მორიგი ტურის მატჩისთვის მზადებას განაგრძობს. შაბათს გასამართი დაპირისპირებისთვის ჩვენი მეტოქე რუსეთის ნაკრებიც ემზადება.

"დათვები" საწვრთნელ შეკრებაზე სოჭში იმყოფებიან. უკვე ვწერდით, რომ მათმა მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ პერვუხინმა მხოლოდ რუსეთში მოთამაშე მორაგბეებს უხმო. აღსანიშნავია, რომ პერვუხინის ეროვნული გუნდის სათავეში მისვლის შემდეგ ნაკრებიდან გაქრნენ ძმები გრიგოლ და ვალერი ცნობილაძეები.

რუსული სპორტული მედიის ცნობით, "იურიჩმა", როგორც პერვუხინს მეგობრულად ეძახიან, ძმები ნაკრებში კი გამოიძახა, მაგრამ საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ თამაში მოსთხოვა. ამაზე კი ცნობილაძეებმა უარი განაცხადეს. მათ იმთავითვე ჰქონდათ ნათქვამი, რომ რუსთა გუნდს სიამოვნებით დავეხმარებით, მაგრამ საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ არასდროს ვითამაშებთო.

ჩვენი მეტოქის ბანაკში ერთი სიახლეა: შერკინების თამაშის გასაძლიერებლად რუსებმა ინგლისელი სპეციალისტი ჯეიმზ ბაკლენდი მიიწვიეს, რომელიც 33 წლისაა და თამაშს თავი ახლახან დაანება.

ამასობაში გამოქვეყნდა "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" საუკეთესო მექულეთა სია: პირველ ადგილზე რუმინელი დამრტყმელი ვალენტინ კალაფეტეანუა - 37 ქულა (ორი ლელო, ექვსი გარდასახვა და ხუთი საჯარიმო), მას ექვსი ქულით ჩამორჩება საქართველოს ნაკრების ფულბეკი მერაბ კვირიკაშვილი (ცხრა საჯარიმო და ორი გარდასახვა). 20 ქულით მესამე ადგილზეა "ბორჯღალოსნების" შერკინების კვაჭი ზურაბ ჟვანია. მან ოთხი ლელო გაიტანა და, ცხადია, ტურნირის საუკეთესო მელელოვეა.

საქართველო

პირველი ხაზი: მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), კარლენ ასეიშვილი, ანტონ ფეიქრიშვილი (ორივე - ბრივი), სიმონ მაისურაძე (ვალანსი), ზურაბ ჟვანია (სტად ფრანსე), დავით ზირაქაშვილი (კლერმონი), ლევან ჩილაჩავა (ტულონი).

მეორე ხაზი: გიორგი ნემსაძე (ტარბი), ლევან დათუნაშვილი (ორიაკი), კონსტანტინე მიქაუტაძე (ტულონი), ვახტანგ მაისურაძე (ალბი).

მესამე ხაზი: მამუკა გორგოძე (ტულონი), შალვა სუთიაშვილი (მასი), ლაშა ლომიძე (ბეზიე), გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი), ბექა ბიწაძე (ლოკომოტივი).

#9: გიორგი ბეგაძე (ყოჩები), ვაჟა ხუციშვილი (ხარები), ვასილ ლობჟანიძე (არმაზი).

#10: ლაშა ხმალაძე (ლელო), ლაშა მალაღურაძე (ბაგნერე).

#12-13: მერაბ შარიქაძე (ორიაკი), დავით კაჭარავა (ენისეი).

#11-14: თამაზ მჭედლიძე (აჟენი), ალექსანდრე თოდუა (ლელო), ალექსანდრე ხუციშვილი (ყოჩები), მურაზ გიორგაძე (არმაზი).

#15: მერაბ კვირიკაშვილი (მონლუსონი), გიორგი აფციაური (აია).

რუსეთი

სერგეი ნოვოსელოვი, სტანისლავ სელსკი, ინოკენტი ზიკოვი, ევგენი პრონენკო, ანდრეი ტემნოვი, დიმიტრი კროტოვი, ალექსეი შერბანი, რამილ გაისინი, იური კუშნარიოვი, დიმიტრი გერასიმოვი, იგორ კუშნარიოვი, პაველ ბუტენკო, ნიკიტა ილენკო, ნიკოლაი სერკოვი (ყველა - ენისეი), ანდრეი გორბუზოვი, ვიქტორ გრესევი, რუშან იაგუდინი, ანტონ რიაბოვი, ვასილი არტემევი, ანდრეი ოტროკოვი, ვლადიმირ რუდენკო, ევგენი კოლომიიცევი (კრასნი იარი), ალექსეი ვოლკოვი, ვლადისლავ კორშუნოვი, სეგეი სეკისოვი, ალექსეი პანასენკო, არტიომ ფატახოვი, მიხაილ ბაბაევი (ყველა - ვვა), ანდრეი იგრეცოვი, დენის ანტონოვი (სლავა).

IV ტური

14 მარტი

საქართველო-რუსეთი, პორტუგალია-ესპანეთი, გერმანია-რუმინეთი.

სატურნირო მდგომარეობა

ა გ თ მ ფ წ ბ პ ქ

1. საქართველო 3 3 0 0 +74 1 13

2. რუმინეთი 3 2 0 1 +45 3 11

3. რუსეთი 3 1 0 2 +4 1 9

4. ესპანეთი 3 1 0 2 -11 1 5

5. პორტუგალია 3 1 0 2 -24 1 5

6. გერმანია 3 0 0 3 -88 0 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

11
მართალი ხარ გაგა!
gaga
ნამდვილი პატრიოტები, ისეთები კი არა როგორნიც მომღერლები, რეჯისორები, ანდაც მოჭიდავეები ან სხვები ბევრნი.
მალხაზი
ქართველ რაგბისტებში ქართული სულია, ქართველი რაგბისტი ყველა გმირია. გენაცვალეთ ბიჭებო.
რეზო
დასაფასებელი კაცები არიან ძმები, აი რუსები კი მაგარს დაგვეჯახებიან მგონი, რაგბი ყირიმი გონიათ ეხლა მაგათ :)
"ბორჯღალოსნები" | სამხრეთული ტურნესთვის 34 შეირჩა
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასისთვის 40 მოთამაშე შეირჩა
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
იამალმა ალვარესს "ბარსელონაში" გადასვლა ურჩია და მის ტრანსფერს მიესალმება
ნიდერლანდების ნაკრებს "ლივერპულიდან" დათხოვნილ სლოტს ჩააბარებენ
საქართველოს ნაკრებმა რიგაში ივარჯიშა - გუნდს მამუკელაშვილი ვერ დაეხმარება
ოფიციალურად - რამუში პსჟ-დან "მილანში" გადავიდა
ოფიციალურად: ლებრონ ჯეიმსმა "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" დატოვა
პსჟ ბარკოლას 116 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდის
"ყოველთვის იქნება ჩემი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი" - საბა ხარებაშვილი თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
ლუკას კიდევ 1 წლით ვნახავთ? - მოდრიჩი შესაძლოა, "მილანში" დარჩეს
ოფიციალურად: მარესკა "სიტის" ახალი მთავარი მწვრთნელია
გადაწყდა - "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ალეგრი იქნება
არ გაუშვებენ და ახალ კონტრაქტსაც შესთავაზებენ - პულიშიჩი "მილანში" დარჩება
"ეს გოლი გასაუქმებელი, რომ ყოფილიყო, მაშინ "არსენალი" პრემიერ ლიგას ვერ მოიგებდა!" - კლოპი მსაჯობით უკმაყოფილოა
[PHOTO] სამი ვარიანტი - როგორი იქნება პსჟ-ის შემადგენლობა დიომანდეს მისვლის შემდგომ და სად დადგება კვარაცხელია
მანუელ ნოიერმა კარბახალის ანტი-რეკორდი გაიმეორა
ოფიციალურად: ლევანდოვსკი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
"ეს გადაწყვეტილება უბრალოდ სასაცილო იყო" - ნაგელსმანმა მუნდიალიდან გერმანიის გამოვარდნის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა
[VIDEO] მუნდიალის ყველაზე ემოციური მომენტი და ბონოს სასწაული პენალტებში - მაროკომ ნიდერლანდები დაამარცხა
ანჩელოტიმ განმარტა, რატომ არ ათამაშა ნეიმარი
[VIDEO] მძიმე გამარჯვება - ბრაზილიამ იაპონია 90+5-ე წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა
"ბარსელონამ" კეინის შესაძენად პირველი ნაბიჯები გადადგა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
დავით კაჭარავა 2016 წლის რუსეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
რაგბი ევროპის ჩემპიონატი: ორი ქართველი ორი მეტოქის რიგებში
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ჩელენჯ ქაფი: "კრასნი იარი" "ლონდონ აირიშთან" დამარცხდა
ქართველი მორაგბე მსოფლიოს თასზე რუმინეთის ღირსებას დაიცავს
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
სავსე ტრიბუნების დროა!
რაგბი. ლეგიონი: რუსეთის ჩემპიონატს ისევ ქართველ მორაგბეთა გუნდი მოიგებს
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო
"ევროპა რაგბის" ჩემპიონატში "ბორჯღალოსნების" მეტოქე რუსეთის ნაკრებმა მზადება უკვე დაიწყო
რუსულ "ბარბაროსებში" ქართველი მორაგბეებიც გამოიძახეს