სამწუხაროდ, უეფას დოკუმენტში საქართველო, ძირითადად, უარყოფითი კუთხით არის მოხსენიებული
უეფამ უკვე მერვედ გამოაქვეყნა კლუბების ლიცენზირების შედარებითი ანალიზი. დოკუმენტი, რომელიც 2015 წლის ფინანსური წლის აღწერას მოიცავს, 130-გვერდიანია.

დოკუმენტში, რომელშიც მოცემულია უეფას წევრი 54 ქვეყნის სპორტული და ფინანსური მაჩვენებლები, საქართველო ძალიან ბევრჯერ არის მოხსენიებული. საქართველოს ვერ ნახავთ ყველაზე შემოსავლიან ლიგებს შორის, ყველაზე დალხენილი კლუბების ჩამონათვალში და ასე შემდეგ. სამწუხაროდ, ძირითადად, უარყოფითი კუთხით ვართ მოხსენიებულნი.

ევროპის 30 ყველაზე შემოსავლიანი კლუბი

ევროპაში ჩემპიონატის მონაწილე გუნდების შემცირების ტენდენციაა, 2014/15 წლების სეზონიდან 2016/17 წლების სეზონისთვის მხოლოდ 4 ქვეყანაში დაფიქსირდა მონაწილე გუნდების ზრდა. საქართველო კი საერთო ტენდენციას მისდევს - 2014/15 წლების სეზონში იყო 16 გუნდი და ის ორით შემცირდა.

ლეგიონერების დამატებაზე გადასახადს ევროპის ძალიან ცოტა ქვეყანაში ახდევინებენ, საქართველო ერთ-ერთია ორიდან! მხოლოდ ჩვენთან და ბელორუსში არის ეს გადასახადი, მეტი არსად!

საფეხბურთო კლუბების შემოსავლებში უეფას აქვს გრაფა - სხვა შემოსავლები, როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, ეს ხშირად გრანტებია ან შემოწირულობები და ასე შემდეგ. კლუბების შემოსავლებში "სხვა შემოსავლების" წილი ძირითადად ღარიბ ლიგებშია მაღალი, მაგრამ საქართველოს შემთხვევაში ეს უკვე ანომალიაა - "სხვა შემოსავლების" წილი არის 81%.

ტელევიზიებიდან მიღებული შემოსავლები ფეხბურთში ერთ-ერთი უმთავრესი წყაროა კლუბების არსებობისთვის, მაგრამ საქართველო ამ მხრივაც ანომალიაა - მხოლოდ ოთხ ჩემპიონატში არ არსებობს საერთოდ ეროვნული ჩემპიონატის მატჩებიდან ტრანსლაციები და ამ ოთხეულში საქართველოა ირლანდიასთან, ყაზახეთთან და ბელორუსთან ერთად.

საქართველოს ჩემპიონატი უეფას ქვეყნების პირველობებში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდულია - 24,1 წელი საშუალოდ. ჩვენზე ახალგაზრდული ჩემპიონატები აქვთ მხოლოდ ხორვატიას, სომხეთს, ჰოლანდიასა და ლატვიას.

ფეხბურთელთა საშუალო ასაკი

იმ შემთხვევაში თუ კლუბი შედეგებს აუარესებს, საქართველოში 27%-ით იკლებს მაყურებელთა დასწრება, რაც მეორე შედეგია სომხეთის შემდეგ.

2015 წლის მონაცემით, ძალიან ცოტა ქვეყანაში ტარდება ჩემპიონატი "უცნაური" ფორმატით - ეგრეთ წოდებული გაზაფხული-შემოდგომის (ზაფხულის ჩემპიონატი) სისტემით. ეს სისტემა კლიმატური პირობებით აიხსნება.

აღსანიშნავია, რომ ამ დოკუმენტის მომზადებისთვის ყველაზე სამხრეთული ქვეყანა, სადაც "უცნაური" ფორმატით იმართება ჩემპიონატი, ბელორუსია, მაგრამ წლეულს უკვე საქართველოც გადადის ამ სისტემაზე, რომელიც ევროპის ერთ-ერთი ყველაზე სამხრეთული ქვეყანაა და არც ყველაზე ცივი კლიმატით გამოირჩევა. საქართველო გახდება ევროპის მე-12 ქვეყანა, რომელიც გაზაფხული-შემოდგომის ფორმატზე გადავა.

უცნაური ფორმატები მუქად

საქართველოში ძალიან ხშირად აძევებენ მწვრთნელებს. ჩემპიონატის განმავლობაში კლუბების 69%-ს შეეცვალა მწვრთნელი, თუმცა უარესიც არსებობს - მაგალითად, რუმინეთსა და ალბანეთში მწვრთნელთა 94% შეიცვალა.

საქართველოში მწვრთნელის საშუალო ასაკი 45 წელია. ეს უფრო ახალგაზრდულია, ვიდრე საშუალოევროპული, თუმცა ევროპაში 10 ჩემპიონატში ჩვენზე ახალგაზრდა მწვრთნელები ჰყავთ.

მწვრთნელთა ცვლილებები სეზონის განმავლობაში

უეფას დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს ჩემპიონატზე დასწრება 5%-მდე ოდენობით გაიზარდა.

რამდენად მომგებიანია ეროვნული ჩემპიონატი? რა თქმა უნდა, ევროპის ქვეყნების ჩემპიონატების უმრავლესობა მომგებიანია, მაგრამ რამდენიმე ქვეყანაში ჩემპიონატი წამგებიანია. ბუნებრივია, მათ შორის არის საქართველოც - მეტიც, საქართველო ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე წამგებიანი ჩემპიონატით გამოირჩევა - ის დაახლოებით 70%-ით წამგებიანი ღონისძიებაა, ახლოს მხოლოდ ესტონეთი და ისრაელია - 60-60%.

2015 ფინანსურ წელს საქართველოს ყველა კლუბი წამგებიანი იყო ელიტაში, ორის გარდა.

მომგებიანი და წამგებიანი ჩემპიონატები

კეთილი სამარიტელი
პრემიერ ლიგის ბიუჯეტი(ლაპარაკი არ არის ჩემპიონ, პირველი და მეორე ლიგის ბიუჯეტზე) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტზე მაღალია. როგორ უნდა განვითარდეს ამ გაღატაკებულ ქვეყანაში ფეხბურთი, რომელმაც უკვე დიდი ხანია მთელს მსოფლიოში სპორტთან ერთად ბიზნესის ფუნქციაც შეითავსა.
dato
ყველაზე ღარიბი ჩემპიონატიდან ერთერთ ყველაზე წარმატებულ და ყოველნაირი ინფრასტრუქურის მქონე კლუბს რომ გააგდებ ჩაწყობილი თამაშის არ თამაშის გამო,ყველაზე დიდი ინვესტიციის განმხორციელებელ კაცს ფეხბურთში მოღვაწეობას რომ აუკრძალავ და ბოლოს 10 მილიონიანი ინვესტიციაზე უარის თქმის შემდეგ რაა გასაკვირი
1
ასეთ წამგებიან ჩემპიონატში კაცი რომ მოვა დაქ იტყვის 10 000 000 ინვესტიციას გავაკეთებ კლუბშიო და ამის საშუალებას რომ არ მისცემ, ფეხბურთის მტერი არ ხარ?
kaxa
საქართველოს ფეხბურთი გინდა საკლუბო და სანაკრებო არ არიოს წარმატებული მაგრამ გვინდა რომ იყოს წარმატებული ვაგებთ ან იშვიათად ვიგებთ მაგრამ რომელი სანაკრებო ან საკლუბო დონეს გვინდა დავეწიოთ რა იქნება წარმმატება ჩვენთვის ვისთან უნდა გვქონდეს შანსი და ვისთან არა ყვეალსთან შანსი ვერ იქნება რელაისტები უნდა ვიყოთ ჩვენ ვიქნებით ტუ ვიქნებით ვიწრო სარბიელზე და ასე იქნება მაგრამ ცოტა უნდა განვითAრდეთ მაინც ეგრეც არ შეძლება
misha
ამ სტატიის ავტორი გევგადავება რა წერია ამ სტატისტიკის ფურცელბზე ვინმე ხედავს მე ვერაფერს ვკითხულობ ისე წვრილად წერია საერთოდ ვერაფერი წავიკითXე
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!
ერევნის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას დიდი ანგარიშით სძლია
"რომა" "იუვენტუსს" სწორედ ამიტომ ვარჩიე" - გასპერინი
"რუსეთის მხარდამჭერი ყველა ქვეყანა გარიცხეთ" - შევჩენკოს მოწოდება ოლიმპიურ თამაშებზე
თუ ალონსოს გაათავისუფლებენ - "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატი არვალო არბელოაა
მწვრთნელს თავი მოაწონა - "ბარსელონა" რაშფორდის გამოსყიდვას შეეცდება
ვიტინიამ გაამხილა სად სურს კარიერის გაგრძელება
რასპადორი მალე შეიძლება "რომაში" გადავიდეს
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
დემბელე უკმაყოფილოა - ლუის ენრიკე ფრთხილობს
20 წ. | ორი ტესტი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
"ფერადკანიან ბავშვებს ასწავლიან, რომ ბო*ივით მორჩილი მონები იყვნენ - იან რაიტმა ჯუდ ბელინგემი დაიცვა
"გიორგი რუსეთის ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს, ამხანაგურ მატჩში მაინც..." - ჯიქიას აგენტი
"პსჟ მადრიდის "რეალის" მცველს სარფიან კონტრაქტს შესთავაზებს" - ესპანური გამოცემა
"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?
[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
ეს საქართველოსთვის სასარგებლოა - ჩეფერინი უეფას პრეზიდენტად დარჩენას აპირებს
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
THE GUARDIAN: უეფას პრეზიდენტის პოსტზე შეიძლება ჩეფერინი კობიაშვილმა შეცვალოს
უეფას მიერ რუსეთის 17-წლამდელთა ნაკრების საერთაშორისო ტურნირებზე დაშვებას ბოიკოტი მოჰყვა
დე ლაურენტისი: ფეხბურთი ავადაა - ოსიმენის ტრანსფერი?
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
აირევა მონასტერი - უეფა ევროტურნირების სრულ რეფორმას გეგმავს
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
აშშ დაეხმარა. ისრაელს არ მოკვეთენ - რუსეთი დაბრუნებას ითხოვს