საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დუბაიში გამგზავრებამდე პრესკონფერენცია გამართა
გუშინ, 18 იანვარს, სასტუმრო "ბომონდ გარდენში" ვლადიმირ ვაისი მედიას შეხვდა. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დუბაიში გამგზავრებამდე პრესკონფერენცია გამართა და უზბეკეთისა და იორდანიის ნაკრებებთან გასამართავი სპარინგებისთვის სამზადისზე, საკადრო პრობლემებზე, უცხოეთში მოთამაშე ქართველებსა და ბევრ საინტერესო საკითხზე ილაპარაკა...

- ბევრჯერ გითქვამთ, რომ საქართველოს ჩემპიონატში ეროვნული ნაკრების დონის მოთამაშეები არ არიან, მაგრამ ახლა ფეხბურთელები სწორედ ქართული გუნდებიდან გამოიძახეთ. მათ შემდეგშიც მიიწვევთ?

- მე არ მითქვამს, რომ საქართველოს ჩემპიონატი სუსტია. მეორე მხრივ, ახლა სანაკრებო "ფანჯარა" არ არის და კლუბები მოთამაშებს თუ არ უშვებენ, ვინ უნდა მიმეწვია? კლუბების მზადების ან მიმდინარე ჩემპიონატების გამო სასურველი ფეხბურთელების გამოძახება ვერ მოვახერხეთ. ამ ფეხბურთელების უმრავლესობას ეროვნულ გუნდში პირველად ვხედავ. ქართული კლუბებიდან საუკეთესოები გამოვიძახეთ და მათ უახლოეს შეხვედრებში მიეცემათ შანსი.

თუმცა ეს არც პირველი ნაკრებია და არც - მეორე, რადგან ძირითადად ლეგიონერებს ვეყრდნობით ხოლმე. ამ ეტაპზე, მათთან დაკავშირებულ სამომავლო გეგმებზე ლაპარაკი რთულია და ვერ ვიტყვი, მომავალში რომელიმეს თუ მიეცემა ეროვნულ გუნდში თამაშის შანსი. ეს მათზეა დამოკიდებული. საინტერესოა, თავს რომელი მათგანი გამოავლენს...

- მეტოქეებზე რას იტყვით? ამ შემადგენლობით უზბეკეთსა და იორდანიასთან რა შანსი გვაქვს?

- გეცოდინებათ, რომ უზბეკეთს ძალიან ძლიერი ნაკრები ჰყავს და წლების განმავლობაში მაღალ დონეზე თამაშობს. მისი ფეხბურთელები რუსეთის ცნობილ კლუბებში, ყატარსა და სხვა ქვეყნებში თამაშობენ. ახლა 4-5 ლეგიონერი ჰყავთ, 70 პროცენტი კი ადგილობრივი მოთამაშეა. უზბეკებთან მძიმე შეხვედრა გველის. მაგრამ მეტოქისადმი პატივისცემის მიუხედავად, მისი ნამდვილად არ გვეშინია.

რაც შეეხება იორდანიას, ამ გუნდის რამდენიმე თამაში ვნახე. სხვათა შორის, ბოლოს უზბეკეთი შეხვდა და 1:0 მოუგო. ვეცდებით, კარგი შედეგი ვაჩვენოთ.

- თუ არიან ფეხბურთელები, რომელთა ხილვაც გსურდათ და კლუბებმა არ გამოუშვეს?

- სასურველი ფეხბურთელებიდან თითქმის არავინ გამოუშვეს. მაგალითად, მსურდა ცინცაძის, პარუნაშვილისა (ბოლო მომენტში, ტრავმირებული თედორე გრიგალაშვილის ნაცვლად, ვლადიმირ ვაისმა ლაშა პარუნაშვილის გამოძახება მოახერხა - ავტ.) და ჯიღაურის ნახვა, ისინი სიაშიც იყვნენ, თუმცა მათი ჩამოსვლა ვერ მოხერხდა.

სულ ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში უცხოეთში მოთამაშე 30 ფეხბურთელია. თუმცა მათგან ამ შეკრებაზე მხოლოდ ხოჭოლავა გვეყოლება. მინდოდა დვალის, კაკაბაძის, ყენიას, სხირტლაძის, კვეკვესკირის და ისეთების გამოძახებაც, რომელთაც ბოლო შეხვედრებში არ უთამაშიათ.

ნაკრებების გარდა, საკლუბო დონეზეც მიმუშავია და ფეხბურთელებს ეროვნული გუნდის შეკრებებზე ყოველთვის ვუშვებდი. ეს ხომ მისი სახელი და შანსია. ასევე, მსურდა არაბიძის ჩამოყვანა, მაგრამ "შახტარს" შეკრებაზე ახლავს და არ გამოუშვეს.

- როგორ შეეწყვნენ ერთმანეთს მოთამაშეები და როგორი განწყობაა გუნდში?

- ჯერ მხოლოდ სამჯერ ვივარჯიშეთ და ვნახავთ, ერთ კვირაში როგორ მოვახერხებთ შეთამაშებას. ჯადოსნური ჯოხი არ მაქვს, რომ ეს უცებ მოვახერხო.

ისე, არაბული და ზივზივაძე "სამტრედიაში" ერთმანეთს მშვენივრად უგებდნენ და ამ შემთხვევაში შეთამაშების პრობლემა არ იქნება. ასევე, შევეცადე, ის მცველები შემერჩია, რომელთაც უკანა ხაზის ცენტრსა და ფლანგებზე ერთმანეთის კარგად ესმით.

- ხომ არ სჯობდა, ამხანაგურები შემოდგომაზე, ფიფას მიერ დადგენილ სანაკრებო დღეებში გაგემართათ?

- მაშინ ეს ვერ მოხერხდა. საერთოდ, მთავარია, ითამაშო და ეს შემოდგომაზე მოხერხდება თუ ზამთარში, გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. არჩევანი იანვრის შეკრებაზე გავაკეთეთ, სადაც პერსპექტიულ მოთამაშეებს დავაკვირდებით. ეს აუცილებელი თამაშებია.

მაგალითად, სლოვაკეთმა ახალგაზრდები შეკრიბა და შვეიცარიასთან 0:6 წააგო, მაგრამ ეს არ არის ტრაგედია - სამაგიეროდ, მწვრთნელმა იცის, ვინ ჰყავს რეზერვში და საჭიროების შემთხვევაში, ვისი იმედი უნდა ჰქონდეს.

- რამდენად შეცვლის ეროვნული ნაკრების თამაშის ხარისხს გოგიას, ჯიქიასა და ფარცვანიას საკითხების დადებითად გადაწყვეტა?

- სხვათა შორის, სამივე იყო ჩემს სიაში. ჯიქიაზე რა გითხრათ, უკვე ერთი წელია, ვსაუბრობთ და... არაფერი. ფარცვანიაც და გოგიაც გვაინტერესებს, თუმცა მე რა შემიძლია? - ქართული პასპორტების აღებას ხომ არ ვაიძულებ?! არც ის შემიძლია, საკუთარი ქვეყნისთვის თამაში დავაძალო. ეს მათი პირადი არჩევანია.

ჯიქიას პირადად მეც ველაპარაკე, ისევე, როგორც ლევან კობიაშვილი და დავით მუჯირი. ის სიაში იქნებოდა, მაგრამ ჯიქიას თუ რუსეთის სახელით თამაში სურს, გადაწყვეტილებას მის ნაცვლად მე ვერ მივიღებ. მათ არჩევანი თავად უნდა გააკეთონ...

...ამასთან დაკავშირებით, ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის წარმომადგენელმა ოთარ გიორგაძემ განმარტა:

"სამივე ეს ფეხბურთელი ფედერაციის ყურადღების ცენტრში იყო და ახლაც არის. ფედერაცია მათთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას ცდილობს, მაგრამ ბევრი რამ თავად ფეხბურთელების სურვილზეა დამოკიდებული".

შემდეგ მორიგი კითხვა ვაისს:

- ბრძანეთ, რომ მიწვეული ფეხბურთელების უმეტესობას პირველად ხედავთ. აბა, როგორ გამოიძახეთ ისინი?

- ჩემპიონატისა და თასის გადამწყვეტი თამაშები ვნახე და წამყვანი გუნდების მოთამაშეები ავიყვანე.

- მოლდოვასთან მატჩის შემდეგ ანალიზის გასაკეთებლად დრო საკმარისი გქონდათ. რა იყო მიზეზი იმ თამაშის ვერმოგების?

- თამაშის შემდეგ ვთქვი, რომ ფრე იყო კოშმარი, მარცხის ტოლფასი... ბიჭებს ძალიან უნდოდათ მოგება და ბოლომდე დაიხარჯნენ გულშემატკივრების გასახარებლად, თუმცა ზედმეტად ემოციურად ითამაშეს, ბევრს ნერვიულობდნენ, ლიდერებმა შესაძლებლობების მაქსიმუმი ვერ აჩვენეს...

სამწუხაროდ, ვერც მჭედლიძე და ანანიძე დაგვეხმარნენ... მაგრამ ასეთია ფეხბურთი. საგოლე მომენტებით არა მხოლოდ მოლდოვასთან, ირლანდია-უელსთანაც ვერ ვისარგებლეთ, რასაც მხოლოდ უიღბლობას ვერ დავაბრალებ - ეს ხარისხის საკითხია. ქვილითაიას მოლდოვასთან რომ გაეტანა, თამაშს დაამთავრებდა.

"სტანდარტულებზეც" ბევრი სამუშაო გვაქვს, რადგან გოლები აქედან გავუშვით. მაგრამ მოლდოვა და ეს ყველაფერი უკვე წარსულია. ჩვენთვის გადამწყვეტი იქნება სერბეთთან შეხვედრა, რათა მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრის თეორიული შანსი მაინც შევინარჩუნოთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

simartle
მოდი აქ ჩვენ აზრს არავინ უსმენს და რეალურად დავეტანხმები კარგად მოაზროვნეს და აქ დაწერილი კომენტარების შეფასება რომ იყოს ასე უფრო აჯობებდა. მეც eeh-ს სავიტ ვფიკრობ ქარტულ ფეხბურტზე.
svan
ყატარში თამაშობს უზბეკეთის რამოდენიმე ფეხბურთელიო ისეთი ავტორიტეტულად თქვი თითქოს რამეს წარმოადგენდეს ყატარის ჩემპიონატი ანუ რომ წავაგოთ კატასტროფა არ იქნება ამ აზრის გარსმოხვევას ცდილობ საუბრიდან გამომდინარე ხომ?!) ძალიან მაგრად ადარებ რა ევროპის და აზიის დონეს ის რომ უზბეკეთი წარმატებული გუნდია აზიაში იმას არ ნიშნავს რომ ევროპის დონეზე კარგი გუნდი იქნება!))
bajo
მოლდოვასტან ფრე სჰენი ბრალი რო იყო რატო აბრალებ ხხვას?გვილიას ნაცვლად მკვდარი დვალისჰვილი რო სჰეიყვანე ამისგამო მოსახსნელიხარ პოსტიდან.ანდა ჰვენი ჰემპიონატი რო სუსტია მაგის ტქმაც რო გესჰინია იასნია ფულის სასჰოვნელად ხარ ჰამოსული.
eeh
ეეეჰ. ეს ხალხი ვერ მიხვდა იმას, რომ ქართული ფეხბურთი სულს ღაფავს. უბრალოდ კიდევ ერთხელ რომ გითხრათ სათქმელი პირში, რასაც ყველა ზურგს უკან ლაპარაკობს. საქართველოს ნაკრები თუ გავიდა ჯგუფში მე-5 ადგილზე. ეს იქნება ნორმალური შედეგი. თუ გავიდა მე-4 ადგილზე ეს იქნება ძალიან კარგი შედეგი, გმირობის ტოლფასი. თუ გავიდა მე-3 ადგილზე, ესე იგი სერბეთი, ავსტრია ან უელსი ფიფამ გათამაშებიდან მოხსნა. ამ გუნდმა დუბაიში ფრე რომ ითამაშოს, აეროპორტში უნდა დავხვდეთ ყვავილებით.
Zaza
გოგია– თამაშობს 90წთ–ს მაღალ ტემპში და სისწრაფეებში!აქვს–მოედნის ხედვა(მუდამ თავაწეულია),დრიბლინგი,შორიდან ძლიერი დარტყმა და ყოველთვის შეტევის განვითარების სწორ გადაწყვეტილებას ღებულობს!…ჩვენი ნაკრების სტატისტიკას თუ გადავხედავთ ირლანდია–უელსში,ბევრი დადებითი გვქონდა,მაგრამ უარყოფითი იყო ორთაბრძოლებში.ორთაბრძოლების მოგებას ჭირდება როგორც ინდივინდუალური მონაცემები ტექნიკური თვალსაზრისით,ასევე კარგი ფიზიკა,რომ ითამაშო მეტოქის ნახევარზე პრესინგი ბურთის დასაბრუნებლად(სიმეონეს ატლეტიკოს წარმატების უმთავრესი ფაქტორი..და კლოპისაც)!გოგია ფიზიკურად შესანიშნავია!რაც ვნახე ეგრე იყო და ვნახე რამდენიმე მატჩი დრეზდენის,,დინამოს,,შემადგენლობაში. პ.ს.ყველაფერი უნდა ვიღონოთ,რომ სერბებთან და მოლდოვაში ავიღოთ ექვსი ქულა,რომ შემოდგომამდე დაგვრჩეს სატურნირო მოტივაცია,ვიცხოვროთ იმედით,რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს უმთავრეს მიზნამდე დარჩა მხოლოდ... ოთხი უმნიშვნელოვანესი მატჩი!
"უბრალოდ, საქართველოს ნაკრების ამ მატჩს შეხედეთ" - მილევსკიმ ერთა ლიგაზე უკრაინის ნაკრების შანსები შეაფასა
"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე
საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
საქართველოს ნაკრებთან მატჩამდე ნორვეგიამ დიდი ანგარიშით გაიმარჯვა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები უზბეკეთს ამარცხებს
საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა [VIDEO]
"კვარაცხელიას თამაში ორ ნაწილად შეიძლება გაიყოს..." - სანიოლი
მიჯრით სამი მოგება და უკეთესის იმედი - "ჯვაროსნების" ოპტიმისტური კომენტარები
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
"გიორგი რუსეთის ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს, ამხანაგურ მატჩში მაინც..." - ჯიქიას აგენტი
გოგია ხარაბაძის ექსკლუბში შვეიცარიის ჩემპიონია
ევროპა ლიგა. II საკვალიფიკაციო ეტაპი: ქართული ლეგიონის ამბები
"ანთალიასპორს" ჯიქიას მოშორება უნდა
[VIDEO] კვარაცხელია 25 წლის გახდა - პსჟ-მ ქართველს იუბილე მიულოცა
კაპიტან ჯიქიას რუსეთის ნაკრები ჯიქურ უზბეკეთსაც ვერ უტევდა
ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა
უკრაინელთა მწვრთნელი: სამწუხაროდ, ისევ საქართველოსთან ვითამაშებთ
სანიოლი: ნებისმიერი შანსი, რომელიც დიდ ტურნირთან დაგვაახლოვებს, უნდა გამოვიყენოთ
აკაკი გოგიას "უნიონი" ბუნდესლიგაში გადავიდა
ლაშა პარუნაშვილი გულშემატკივრებმა "ესბიერგის" შემოდგომის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს
საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე
საქართველო VS იორდანია - შეხვედრა 12 წლის შემდეგ
"ჯიქიას რომ ქართული პასპორტი ჰქონდეს - რუსს მეორეხარისხოვნად მიიჩნევენ" - საფეხბურთო აგენტი
ქართველი შემტევი ბუნდესლიგიდან შვეიცარიაში წავიდა
გიორგი რეხვიაშვილი: ვფიქრობ, კარგად ვითამაშეთ და უკეთესადაც შეგვიძლია
გოლი, საგოლე პასი, 0:7 - ქართველი ლეგიონერების შაბათი [VIDEO]
აკაკი გოგიამ ბუნდესლიგის კარს მიუკაკუნა - მას საქართველოს ნაკრებში თამაში სურს
საქართველოს ნაკრებმა თბილისში შეკრება დაასრულა და გეზი დუბაისკენ აიღო
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
Tipsbladet: პარუნაშვილს, სავარაუდოდ, გაყიდიან, მისი ფასი 2-4 მილიონ კრონას შორის მერყეობს
საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა იორდანიასთან ცნობილია
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
ლაშა პარუნაშვილი "საბურთალოში" ითამაშებს
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
ალექსანდრე იაშვილი: თუ კანონი არ შეიცვალა, საქართველოს ნაკრებში ეს ფეხბურთელები ვერ ითამაშებენ...
გიორგი ჯიქიას უგუნდობა დასრულდა
იორდანია-საქართველო 1:0 - ვინ არის პასუხისმგებელი? [VIDEO+PHOTO]
გიორგი ჯიქია კარიერას თურქეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
ლაშა პარუნაშვილი კარიერას ყაზახეთში განაგრძობს
ჯიქია დიდ გასამრჯელოს ითხოვს და შესაძლოა, ტაბიძის თანაგუნდელი გახდეს
რას წარმოადგენენ უზბეკები და რა შანსი აქვს კარგ ხასიათზე მყოფ საქართველოს?
უკლუბოდ მყოფი ფეხბურთელები, რომლებიც საქართველოს ნაკრებში მოიაზრებიან...