ფილიპო ინძაგი ძმასთან ერთად "ლაციოს" ტაქტიკას ხშირად განიხილავს
ფილიპო ინძაგი დღეს "ვენეციას" მთავარი მწვრთნელია და ლიგა პროში ცდილობს წარმატების მიღწევას, ეს კი იტალიაში რანგით მესამე დივიზიონია. მისი ძმა სიმონე გაცილებით მაღალ დონეზე მუშაობს და "ლაციოს" უდგას სათავეში.

ქვემოთ ფილიპოს საინტერესო ინტერვიუს გაეცნობით, სადაც მეტწილად, სწორედ ძმაზე საუბრობს და სერია A-ში არსებულ ვითარებას განიხილავს...

- სკუდეტოს ისევ "იუვენტუსი" მოიგებს?

- დიახ, ვფიქრობ, რომ "იუვენტუსს" რეალური კონკურენტი არ ჰყავს.

- თუმცა, ტურინულმა გრანდმა მიმდინარე სეზონში უკვე 4 მატჩი წააგო. ბევრი ხომ არაა?

- მთავარია, რომ თითოეულ ამ მარცხზე გუნდმა სწორი რეაგირება მოახდინა და ლოკალური წარუმატებლობა კრიზისში არ გადაიზარდა. "იუვენტუსში" პროფესიონალები არიან შეკრებილნი და მათ იციან, როგორ უნდა მიაღწიონ წარმატებას. დარწმუნებული ვარ, რომ სკუდეტოს ისევ "იუვენტუსი" მოიგებს.

- არაერთხელ გითქვამთ, რომ თქვენი გული "მილანს" ეკუთვნის. "იუვენტუსის" მიმართ რა ემოციები გაკავშირებთ?

- უდიდესი პატივისცემა. ვმეგობრობ ანდრეა ანიელისთან, რომელიც დიდი ენთუზიასტია და გუნდის ბოლოდროინდელი წარმატებები სწორედ მას უკავშირდება. ტურინელები ყოველთვის ერთი ნაბიჯით უსწრებენ სხვებს, რაც მათ პროფესიონალიზმზე მეტყველებს.

"იუვეს" საუკეთესო დაცვა ჰყავს ევროპაში, მაგრამ ისინი უკვე აღარ არიან ახალგაზრდები, ტურინელები კი ახალ თაობაზე ფიქრობენ. "იუვეში" ჰყავთ დანიელე რუგანი და გაიფორმეს მატია კალდარა, რომლებიც დიდ ფეხბურთს ითამაშებენ. გავიგე, რომ "იუვემ" რიკარდო ორსოლინი გადაიბირა, 19 წლის გარემარბი, რომელსაც უდიდესი მომავალი აქვს. "იუვე" უძლიერესია დღეს და აქედანვე უყრის საფუძველს ნათელ მომავალს.

- ცნობილია, რომ ტურინში სახლი გაქვთ. ხშირად ხართ ამ ქალაქში?

- ძალიან იშვიათად და სახლსაც მუდმივად ვაქირავებ. ძირითადად, ჩემს სახლში ფეხბურთელები ცხოვრობენ. როდესაც იბრაჰიმოვიჩი "იუვეში" თამაშობდა, სწორედ ჩემთან ცხოვრობდა, დღეს კი სახლი ასკუას აქვს ნაქირავები.

- ელოდით, რომ 20 ტურის შემდეგ "ლაციო" ლიდერთა შორის იქნებოდა და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძოლებდა?

- ვფიქრობ, ამის არავის სჯეროდა, გარდა ერთი პიროვნებისა და ის ჩემი ძმაა. ზაფხულში სიმონე და მე ერთად ვისვენებდით. მაშინ ჯერ კიდევ არ იყო გადაწყვეტილი, თუ ვინ იქნებოდა "ლაციოს" მწვრთნელი. კლაუდიო ლოტიტო მარსელო ბიელსასთან აწარმოებდა მოლაპარაკებას, სიმონეს კი ისღა დარჩენოდა, რომ ამ პროცესისთვის შორიდან მიედევნებინა თვალი. რამდენიმე საინტერესო შეთავაზებაც მიიღო, მაგრამ უარი განაცხადა, რადგან ჯერ კიდევ ჰქონდა მცირე იმედი, რომ ლოტიტო მწვრთნელად მას დატოვებდა.

- კლაუდიო ლოტიტომ ვერ მიაღწია შეთანხმებას ვერც მარსელო ბიელსასთან და ვერც ხორხე სამპაოლისთან, "ლაციო" კი სიმონე ინძაგის დარჩა...

- და ვფიქრობ, დღეს გულშემატკივრებს ეს მხოლოდ ახარებთ. ასეთი შედეგებისთვის მარსელო ბიელსას რომ მიეღწია, მას ჯადოქრად შერაცხავდნენ, სიმონეს კი ღვაწლი ნაკლებად დაუფასდება. ასეთია ცხოვრება, ხშირად უსამართლო. თუმცა, ჩემს ძმას ეს ნაკლებად აღელვებს და საქმეს დიდი ენთუზიაზმით ეკიდება.

- მაინც რისი მიღწევა შეუძლია "ლაციოს" ასეთი შეზღუდული რესურსით?

- როგორც გამოჩნდა, ამ შეზღუდული რესურსით გუნდს ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება შეუძლია და თუ ასე მოხდა, ეს უდიდესი წარმატება იქნება. ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე გასვლა დიდ შემოსავალს ნიშნავს, რაც შემდეგ სატრანსფერო ბაზარზეც ცვლის ვითარებას. თუმცა, უფრო რეალური მაინც "ლაციოს" ევროპალიგაზე გასვლაა.

- რა არის სიმონე ინძაგის მთავარი პლუსი?

- თავმდაბლობა, ინტელექტი და უნარი, დააკვირდეს ყველა წვრილმანს, თუნდაც უმნიშვნელო დეტალს. ხშირად მინახავს, მწვრთნელები ვარჯიშებს შორიდან უყურებენ და ამ საქმეს ასისტენტებს ანდობენ, სიმონე კი ყველა წვრთნას თვითონ უძღვება და ყველა პროცესში უშუალოდ ჩართულია.

- რა უფრო მნიშვნელოვანია მწვრთნელისთვის: კარგად მოამზადოს გუნდი თამაშისთვის და მსვლელობისას მოახდინოს სწორი რეაგირება?

- ორივე თანაბრად მნიშვნელოვანია. თუ გუნდი თამაშს მოუმზადებელი შეხვდა, წარმატებაზე ფიქრიც კი ზედმეტია. ამასთან, არ მომწონს, როდესაც მწვრთნელი ერთ ტაქტიკურ მონახაზზეა დამოკიდებული და მისი შეცვლა არ შეუძლია. "ლაციო"-"ატალანტას" შეხვედრაში ჩემმა ძმამ 90 წუთში სამი ტაქტიკა გამოსცადა, რამაც მეტოქეს საქმეს მკვეთრად გაურთულა.

- როდესაც ძმასთან ერთად ხართ, ალბათ, მუდმივად ფეხბურთზე საუბრობთ...

- სალაპარაკოს რა გამოლევს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, მართლაც ფეხბურთს ვუტრიალებთ. სპორტის ეს სახეობა ორივეს სიგიჟემდე გვიყვარს და ამიტომ მწვრთნელობას მივყავით ხელი. სიმონე "ლაციოს" ყველა თამაშს მინიმუმ ორჯერ უყურებს, მეტოქე გუნდების პაექრობებს კი - 3-ჯერ, 4-ჯერ და ხანდახან 5-ჯერ. დაახლოებით ასე ვარ მეც. ეს ჩვენი ცხოვრების წესია, რომელიც ძალიან მოგვწონს.

- ბოლოს რა თემაზე გქონდათ დისკუსია?

- "ატალანტასთან" მატჩის წინ "ლაციოს" ტაქტიკური მონახაზი განვიხილეთ. ფიქრობდა, 3 მცველით ეთამაშა თუ 4-ით. სიმონე ყოველთვის ყურადღებით მისმენს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას თვითონ იღებს.

- როგორ გადანაწილდება ადგილები სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში?

- "ლაციო" რომ საუკეთესო სამეულისთვის იბრძვის, ეს შესანიშნავია, მაგრამ ვფიქრობ, რომ გუნდისთვის ევროპალიგის საგზურის მოპოვებაც დიდი წარმატება იქნება. ამ ტურნირზე მოსახვედრად ასევე "მილანი", "ფიორენტინა" და "ატალანტა" იბრძოლებენ. გასაგები მიზეზების გამო მე "მილანს" და "ლაციოს" ვგულშემატკივრობ. ჩემპიონთა ლიგის ზონაში "იუვენტუსთან" ერთად, ალბათ, "რომა" და "ნაპოლი" მოხვდებიან, "ინტერი" კი შეეცდება, რომ მათი ჰარმონია დაარღვიოს. წინ საინტერესო მატჩები გველის...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დე ლაურენტისს კონტე ძალიან მოსწონს - ხელფასის გაზრდასა და ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
რასპადორი მალე შეიძლება "რომაში" გადავიდეს
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
20 წ. | ორი ტესტი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
"გიორგი რუსეთის ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს, ამხანაგურ მატჩში მაინც..." - ჯიქიას აგენტი
"პსჟ მადრიდის "რეალის" მცველს სარფიან კონტრაქტს შესთავაზებს" - ესპანური გამოცემა
"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?
[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
"ნა***რო ციგანო, დაცვა სიკვდილისგან ვერ გიხსნის" - სერბს ემუქრებიან
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
"მილანის" ყველა დროის 5 საუკეთესო თავდამსხმელი - ვინ არიან ისინი?
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
"იუვენტუსმა" "ლაციოსთან" მოგება ხელიდან 95-ე წუთზე გაუშვა [VIDEO]
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
ფილიპო ინძაგი სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდა
სატრანსფერო ციებ-ცხელება
ფინალის შედეგის მიუხედავად მიდის? - ინძაგიმ ახალ კლუბთან შეთანხმებას მიაღწია
მიდის თუ არა ჩემპიონთა ლიგის ფინალის მერე "ინტერიდან" - ინძაგიმ შეკითხვას უპასუხა
ცეცხლი "ოლიმპიკოზე" - ჩხუბი, ტირილი, ბარათების წვიმა და გოლები [VIDEO]
Gazzetta dello Sport: მამარდაშვილი "იუვენტუსის" პრიორიტეტი აღარაა
ინძაგი: გგონიათ, რონალდომ გერმანიასთან ადვილი გოლი გაიტანა?!.
ჩემპიონთა ლიგის ფინალში პსჟ-ისთან განადგურებულ "ინტერს" მწვრთნელად ფაბრეგასს დაუნიშნავენ
შევჩენკოსა და კიდევ სამ ფეხბურთელს დღეს "მილანის" დიდების დარბაზში შეიყვანენ
"ინტერს" იან სომერი გაურკვეველი ვადით გამოაკლდა
საქმეში პირადად ინძაგი ჩაერთო - "ალ-ჰილალი" ოსიმენის დამატების იმედს არ კარგავს
"ჩელსი" რეგულონისთვის იბრძოლებს
ფილიპო ინძაგი "სალერნიტანას" უთავკაცებს
ინძაგი კვლავ სერია B-ში იმუშავებს - ფილიპომ "პიზა" დატოვა
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
8 გოლი, 3 წითელი ბარათი და ნამდვილი დრამა "სტადიო ოლიმპიკოზე" [VIDEO]
"Ciao Bella"-ს სიმღერის გამო "ლაციოს" ფანები ახალწვეულს დაუპირისპირდნენ [VIDEO]
"ინტერის" მწვრთნელმა "ალ ჰილალთან" პირად კონტრაქტზე შეთანხმებას მიაღწია