ბეილი "ლევერკუზენში" მიდის, რა ხდება მესის ახალ კონტრაქტზე?
12:19. ვიწყებთ დიმიტრი პაიეთი. "სქაი სპორტი" წერს, რომ "ვესტ ჰემმა" "მარსელის" მესამე მცდელობაც მოიგერია. "ჩაქუჩები" 35 მილიონ ევროს ფეხს არ უცვლიან, პროვანსელები კი ვერა და ვერ მიუახლოვდნენ ამ თანხას.

12:30. "სანდერლენდის" მცველი პატრიკ ვან აანჰოლტი "კრისტალ პალასში" გადადის. "გარდიანის" ინფორმაციით, ეს ოპერაცია 14 მილიონი ევრო დაჯდება.

12:38. "ჩელსი" გაყიდის ასმირ ბეგოვიჩს, თუ შესაფერის ალტერნატივას მოუძებნის. როგორც "გარდიანი" ამტკიცებს, 29 წლის ბოსნიელ მეკარეს "ბორნმუთი" ეპატიჟება.

12:42. შვედური "ელფსბორგის" ნახევარმცველი ვიქტორ კლასონი "კრასნოდარში" თორნიკე ოქრიაშვილის თანაგუნდელი გახდა. "ხარებმა" ამ გარიგებაში 2 მილიონი ევრო გაიღეს.

12:54. "ლესტერმა" უარი უთხრა "ალავესს" ლეონარდო ულოას მიყიდვაზე. "სქაი სპორტის" ინფორმაციით, ესპანური კლუბი 30 წლის არგენტინელ ფორვარდში 2 მილიონ ევროს იხდიდა. "მელიების" ჯიუტობა გაუგებარია - მიმდინარე სეზონში ულოამ მინდორზე 240 წუთი გაატარა და მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა.

13:13. "ბარსელონას" სპორტული დირექტორი რობერტ ფერნანდესი აცხადებს, რომ ალეიშ ვიდალი "კამპ ნოუზე" მინიმუმ სეზონის ბოლომდე დარჩება.

13:20. "საუთჰემპტონმა" "ნაპოლის" ოფიციალური წინადადებით მიმართა მანოლო გაბიადინის ტრანსფერთან დაკავშირებით. "კორიერე დელო სპორტის" მტკიცებით, "წმინდანები" 25 წლის ფორვარდში 16 მილიონ ევროს იძლევიან, ნეაპოლელები კი 20 მილიონს ითხოვენ.

13:28. "ლევერკუზენი" 19 წლის ფორვარდ ლეონ ბეილის ყიდულობს. "გენკის" მწვრთნელმა ის "კორტრაიკთან" გუშინდელი მატჩის განაცხადში არ შეიყვანა. როგორც ამბობენ, ბეილით "რომა" და რამდენიმე ინგლისური კლუბიც არის დაინტერესებული.

13:36. "ჩელსიმ" კიდევ ერთი ფეხბურთელი გაანათხოვრა - 19 წლის მცველი ფიკაიო ტომორი სეზონის ბოლომდე ჩემპიონშიფის ბინადარ "ბრაიტონში" გააგორებს ბურთს. სხვათა შორის, ტომორი "ჩელსის" აკადემიის 2016 წლის საუკეთესო აღსაზრდელად აღიარეს.

13:41. "ბარსელონას" სპორტული დირექტორი რობერტ ფერნანდესი აცხადებს, რომ ლიონელ მესის ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით ყველაფერი კარგად მიდის.

13:45. "კიკერის" ინფორმაციით, მეჰდი ბენატია "ბაიერნში" არ დაბრუნდება. 29 წლის მაროკოელი მცველი ახლა "იუვენტუსში" თამაშობს იჯარით და გამოისყიდის თუ არა "ბებერი ქალბატონი" მის ტრანსფერს, ეს ჯერჯერობით უცნობია. სამაგიეროდ, ის კი ვიცით, რომ კარლო ანჩელოტისთვის ბენატია პრიორიტეტს არ წარმოადგენს.

13:49. "მილანმა" და "ჯენოამ", შესაძლოა, შემტევი მბაიე ნიანგი და ნახევარმცველი ლუკას ოკამპოსი გაცვალონ.

13:53. "გენგამმა" მატიო ბოდმერი დაიბევა. 34 წლის მცველს "ლიონსა" და პსჟ-ში უთამაშია, მიმდინარე სეზონი კი "ნიცაში" დაიწყო, მაგრამ ლიგა 1-ის ერთ-ერთ ლიდერ კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა და "გენგამში" თავისუფალი აგენტის სტატუსით მივიდა.

14:11. პსჟ-ის მთავარი მწვრთნელი უნაი ემერი ადასტურებს ინტერესს "ბენფიკას" 20 წლის ფორვარდ გონსალო გუედეშის მიმართ.

14:20. "ინტერი" პსჟ-ის მოთამაშეებს დაერია - "ფუტბოლ იტალიის" ინფორმაციით, "ნერაძური" მარკინიოსსა და მარკო ვერატის, ასევე, ფიორენტინელ ფედერიკო ბერნარდესკის ეპატიჟება, ოღონდ ახლა არა, ზაფხულში.

14:35. ახალი ინფორმაცია ლიონელ მესის კონტრაქტზე. "ბარსელონა" თავის ვარსკვლავს ხელშეკრულების გაგრძელებას 2022 წლის ივლისამდე შესთავაზებს. "ბარსა" ვახსენეთ და ბარემ აქვე ვთქვათ - ივან რაკიტიჩმა განაცხადა, რომ სიამოვნებით დარჩებოდა "კამპ ნოუზე" კარიერის ბოლომდე.

14:43. "ინტერის" მცველმა ანდრეა რანოკიამ "ზენიტში" გადასვლაზე უარი თქვა.

15:15. "მანჩესტერ იუნაიტედის" უფროსობამ თქვა, რომ თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვერ მოიპოვებს, ზლატან იბრაჰიმოვიჩს, უეინ რუნისა და პოლ პოგბას ხელფასები 25-25 პროცენტით შეუმცირდებათ.

15:23. "ლესტერის" მცველი ლუის ერნანდესი "მალაგაში" გადადის. ამ ინფორმაციას "სქაი სპორტი" ავრცელებს. 27 წლის ესპანელმა ანდალუსიურ კლუბში სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა.

15:38. "სანდერლენდმა" ჯოლეონ ლესკოტი სეზონის ბოლომდე აიყვანა. გამოცდილი მცველი ათენის აეკ-თან კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ თავისუფალი აგენტი იყო.

15:47. "მირორის" ინფორმაციით, "ჩელსი" მზად არის, "ბენფიკას" მცველ ვიქტორ ლინდელიოფისთვის იბრძოლოს. 23 წლის ფეხბურთელს "მანჩესტერ იუნაიტედიც" უტრიალებს. მეტიც, ლისაბონურმა გრანდმა "ოლდ ტრაფორდიდან" უკვე შეთავაზებაც მიიღო - 14 მილიონი ევრო.

16:06. "ნიუკასლი" ზაგრების "დინამოს" ორი ფეხბურთელით დაინტერესდა. ლაპარაკია ანტე ჩორიჩსა და ფილიპ ბენკოვიჩზე, რომელთაც ქართველი ქომაგი თბილისის "დინამოსთან" მატჩებით იცნობს. "კაჭკაჭებს" ეს სიამოვნება 40 მილიონი ევრო დაუჯდებათ.

16:19. "ლას პალმასმა" "ვესტ ჰემს" ფორვარდ ჯონათან კალერის თაობაზე მიმართა.

16:21. კიდევ ერთი ინფორმაცია "ლას პალმასის" სატრანსფერო აქტივობაზე. კანარელებს, თურმე, "ფიორენტინას" 21 წლის ნახევარმცველი ერნან ტოლედოც აინტერესებთ.

16:25. რა ხდება?! ისევ "ლას პალმასი"? თუმცა ეს ინფორმაცია ადრეც გვქონდა - არსებობს ინტერესი პსჟ-ის ნახევარმცველ ხესე როდრიგესის მიმართ. ესპანელები მზად არიან, ფეხბურთელის ხელფასის მხოლოდ 20 პროცენტი გადაიხადონ, რაზეც პარიზელებს კონკრეტული პასუხი აქვთ - არა!

16:28. ხესე როდრიგესზე სხვა ინფორმაცია აქვს "სქაი სპორტს", რომელიც ამტკიცებს, რომ 23 წლის ფეხბურთელს "მიდლსბრო" და "ლივერპული" ეპატიჟებიან.

16:39. "ლივერპული" ფელიპე კოუტინიოს კონტრაქტის გაგრძელებაზე ელაპარაკება. "წითლებს" სურთ, ახალი ხელშეკრულება უფრო გრძელვადიანი იყოს. 24 წლის შემტევი ნახევარმცველის მიმდინარე კონტრაქტი 2020 წელს მთავრდება.

16:45. როგორც ირკვევა, "ვესტ ჰემმა" და "სანდერლენდმა" მაიკ რიჩარდსის შეძენა გადაიფიქრეს. ასე რომ, 28 წლის მცველი, რომელსაც ინგლისის ნაკრებში 13 მატჩი (1 გოლი) აქვს ნათამაშები, ქვედალიგელ "ასტონ ვილაში" რჩება.

16:50. Liverpool Echo წერს, რომ "მანჩესტერ სიტი", "ბარსელონა", "ლივერპული" და "მანჩესტერ იუნაიტედი" შოტლანდიური "ფალკირკის" 17 წლის მცველ ტონი გალაჰერზე ნადირობენ. ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 900 ათასი ევროა. თავადაც ხედავთ - საქმეში ისეთი ბობოლები არიან ჩარეულნი, შოტლანდიურ კლუბს გვარიანი ფულის შოვნა შეუძლია.

17:00. ეშლი იანგმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობას სთხოვა, ჩინურ "შანდუნში" იჯარით გაუშვან.

17:09. "ჩელსი" იყიდის "ნიუკასლის" მეკარე ტიმ კრულს, თუ ასმირ ბეგოვიჩი "სტემფორდ ბრიჯს" დატოვებს. 28 წლის კრული მიმდინარე სეზონში "აიაქსშია" განათხოვრებული.

17:19. "კრისტალ პალასი" მცველ პატრიკ ვან აანჰოლტის ("სანდერლენდი") ტრანსფერს კვირის ბოლომდე გააფორმებს. "ივნინგ სტანდარდის" ინფორმაციით, გარიგების საფასური 10 მილიონი ევროა.

17:33. დორტმუნდის "ბორუსიას" ფორვარდი ადრიან რამოსი სეზონის ბოლომდე იჯარით "გრანადაში" გადავიდა. ერთი საათით ადრე პრიმერა დივიზიონის ერთ-ერთმა აუტსაიდერმა "უდინეზედან" ნახევარმცველი პანაიოტის კონეც ინათხოვრა.

18:01. "ლივერპულმა" თავისი წარმომადგენლები ლისაბონის "სპორტინგის" ნახევარმცველ უილიამ კარვალიოს ტრანსფერზე მოსალაპარაკებლად გაგზავნა.

18:33. "ევერტონი" და "სანდერლენდი" ბულგარული "ლუდოგორეცის" ნახევარმცველ ჯონათან კაფუსთვის იბრძვიან. ბრაზილიელი დაახლოებით 4 მილიონ ევროდ ფასობს.

18:55. "დარმშტადტმა" "ლაიპციგის" ფორვარდი, 25 წლის ტერენს ბოიდი გადაიბირა.

18:42. 31 წლის კოლუმბიელი თავდამსხმელი უგო როდალეგა "ტრაბზონსფორში" წარადგინეს. ის აქამდეც თურქეთში, კერძოდ, "ახისარ ბელედიესფორში" ირჯებოდა.

19:03. "სევილიის" ფორვარდი ხუან მუნიოსი სეზონის დარჩენილ ნაწილს სეგუნდადივიზიონურ "ლევანტეში" გაატარებს. აქამდე 21 წლის ფეხბურთელი იჯარით "სარაგოსაში" ბურთაობდა.

19:25. "ოსერმა" დაადასტურა, რომ "ოქროს ბურთის" ყოფილი მფლობელი, საფრანგეთის ნაკრების, "მილანის", პსჟ-ისა და "ბაიერნის" ექსფორვარდი ჟან-პიერ პაპენი მთავარი მწვრთნელის პოსტზე არ დაინიშნება. არადა, ეს საქმე თითქმის გადაწყვეტილი იყო, მაგრამ "ოსერის" აქციების 77 პროცენტის მფლობელმა ჩინურმა კომპანიამ 53 წლის პაპენთან ვერ მოილაპარაკა.

19:39. "სქაი სპორტის" ინფორმაციით, "უოტფორდმა" კონტრაქტი გაუფორმა "ფიორენტინას" ფორვარდს, 29 წლის მაურო სარატეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სენეგალში ზეიმია - პრეზიდენტმა უქმე დღე გამოაცხადა
COPE: "რეალის" ფეხბურთელები ფანების ქმედებით იმედგაცრუებულები არიან
ალონსო თუ გლასნერი? - "ტოტენჰემი" ფრანკის გათავისუფლებისთვის ემზადება
გიორგი ონიანი "სამგურალის" ახალი მწვრთნელია
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრებმა რიგაში პირველი ვარჯიში ჩაატარა
შეცვლაზე შესულმა ტაბატაძემ ტრავმის გამო დატოვა მოედანი
ქართველებმა ითამაშეს - "მეცი" "სტრასბურგთან" დამარცხდა
ტიტე კალანდაძე: დავამტკიცეთ, რომ ყველას წინააღმდეგ შეგვიძლია თამაში - ახლა ჯგუფიდან გასვლას შევეცდებით
"სამგურალი" ბრაზილიელმა მწვრთნელმა დატოვა
არტეტა მთავარი სამიზნეა - "რეალს" მწვრთნელის პოსტზე რამდენიმე ვარიანტი აქვს
პერესი სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება - გეგმა ვინისიუსის გაშვება და ამ ვარსკვლავის მოყვანაა
"ამისთვის ყოველთვის მზად ვარ" - ენრიკემ ფეხბურთში ნარინჯისფერი ბარათის შესაძლო შემოღებაზე საინტერესო კომენტარი გააკეთა
კონტრაქტი შეწყდა - ბოვე "რომას" ფეხბურთელი აღარაა
"ეს გუნდზე უარყოფითად აისახება" - ფიგუ ხაბი ალონსოს გათავისუფლებაზე
ფრანკის სამსახური დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა - ყველაფერს დირექტორთა საბჭო გადაწყვეტს
ყველაფერი მოგვარებულია - პსჟ "ბარსელონას" ახალგაზრდა ფეხბურთელს იმატებს
[VIDEO] ეგოიანის გოლი და წაგებას გადარჩენილი "ექსელსიორი"
[VIDEO] მიქაუტაძის სრული მატჩი და კაცნაკლული "ვილიარეალის" მარცხი "ბეტისთან"
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრებმა თბილისური შეკრება დაასრულა
[VIDEO] ...აი, რატომ არ უნდა გააბრაზო "ბაიერნი" - საშინელი სამსჯავრო ლაიპციგში
[VIDEO] "არსენალმა" გაქცევის შანსი დაკარგა - ნულები ნოტინგემში
სამი ფრის შემდეგ - ლობოტკამ "ნაპოლის" გამარჯვება მოუპოვა
[VIDEO] არადა 6 ბურთით ვიგებდით - საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონთან დასანანი მარცხი განიცადა
ეშლი იანგი "ბარსელონასთან" მარცხზე: პირველი გოლი რომ გაგვეტანა...
ეშლი იანგმა "ინტერში" გადასვლის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედს" მიმართა
გასული წლის ევროპის ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი ანტუან გრიზმანი გახდა
ეშლი იანგი "მანჩესტერის" ახალი კაპიტანია
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
ᓚᕔᓕᕐᓜ ᓙᓝᓑᓘᓐᓨᓕᕘᓚᓘ ᓙᕐᓠᓘᓔᕠᓐᕡ ᓜᓐᕮᓔᕕᕐᓠᓛᓪᓕᕔᓚᓐᓓ ᓓᓐᓐᓡᓠᕣᕚᓔᕑᓡ
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
"როცა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი წავაგეთ, არავინ მელაპარაკებოდა. იცით, მესიმ რა გააკეთა?" - გონსალო იგუაინი

კრეატივის მეფეები: ევროპის საუკეთესო საგოლე გადაცემების შემქმნელები
ᕝᓤᓘᓪᓘᓐᓚᓣᓠᕐ
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
"გუნდი არ ვიყავით, ყველა თავისთვის თამაშობდა" - ვიტინიამ მესი-ნეიმართან ერთად თამაშის პერიოდი გაიხსენა
მესის მორიგი ტიტული - მაიამის "ინტერი" ისტორიაში პირველად MLS-ის ჩემპიონია
ზამთრის ტოპ-ტრანსფერები: ჩინური თვე ფრანგული არომატით
გერმანია. ბუნდესლიგა. XXIII ტურის წინ: ჩრდილოეთის დერბი და ბაიერნი-შალკე
ტრანსფერ ONLINE: ხესე, გადადი, რა!.. 29 იანვრის ტრანსფერები და ჭორები
"ნებისმიერი თანხა მოითხოვოს" - საუდის არაბეთის კლუბის პრეზიდენტის შეთავაზება მესის
ჩისკო იანგს "უოტფორდში" ეპატიჟება
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
დიმიტრი პაიეს ლონდონის "ვესტ ჰემში" დაბრუნება სურს
ტალანტები, რომლებიც 2017 წელს გაგვაოცებენ
"ეს ძალიან რთული დრო იყო, ერთი გუნდი არ ვიყავით" - ვიტინიამ პსჟ-ში მძიმე პერიოდი გაიხსენა
ᓑᓔᓠᓚᓘᓜᓘᓡ "ᓰᓔᓠᓢᓐᓡ" ᓥᓝᓛᓐᓒᓛᓐ ᓡᓔᓖᓝᓜᓘᓡ ᓤᓔᓮᓑᓣᓠᓗᓔᓚᓐᓓ ᓚᓔᓕᓐᓜ ᓙᓝᓑᓘᓐᓨᓕᓘᓚᓘ ᓐᓦᓘᓐᓠᓐ
"რეალის" ყოფილი მცველი მესისთან ერთად "ინტერ მაიამიში" ითამაშებს
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
ეშლი იანგმა "ინტერში" დებიუტისას გააკეთა ის, რაც "მანჩესტერში" ნახევარი სეზონი არ გაუკეთებია
"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანმა შესაძლოა გუნდი სეზონის ბოლოს დატოვოს
"ლევერკუზენის" ფორვარდმა შვილს ლეო-კრიშტიანო დაარქვა
ტრანსფერ ONLINE: ფული დააბრუნე, ბიჭო! 30 იანვრის ტრანსფერები და ჭორები