ჩვენი ასაკობრივი ფეხბურთი ისეთი რამეა, თუ რკინის აბჯარი არ ჩაიცვი, თუ ძალიან მკაცრად არ დადექი, ძალიან გაგიჭირდება
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა "განვითარების თასზე" ითამაშა და ითამაშა ძალიან ცუდად. წლების მერე აღარავის გაახსენდება, ერთი წლით პატარებით რომ ვიყავით ამ ტურნირზე. დარჩება მხოლოდ შედეგი...

თემა, თავისთავად, ძალიან მნიშვნელოვანია და როცა საქმე ეხება ქართული ფეხბურთის მომავალს, ვერ წაუყრუებ, ვერ დაიჭერ სირაქლემის პოზას. თუმცა, ისიცაა, რომ ნაკრებმა ამ შემადგენლობით პირველად ითამაშა და გიორგი ნემსაძისთვის ეს იყო პირველი ტურნირი მთავარი მწვრთნელის პოსტზე.

იმ პირობებში, როცა გუნდი პირველად რამდენიმე დღის წინ შეიკრიბა, როცა სამწვრთნელო შტაბმა პირველად გაიცნო კონტინგენტი, ხელაღებით კრიტიკას მოვერიდებით. ვიტყვით მხოლოდ ერთს: წინ დიდი სამუშაოა და თუ ამ სამუშაოს შესრულება ახლავე არ დავიწყეთ, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში წარმატებით ასპარეზობა ძალიან გაგვიჭირდება.

არადა, წნეხი იქნება, რადგან ციკლი თბილისშია და გულშემატკივრები აუცილებლად მოითხოვენ ელიტრაუნდში გასვლას. მოითხოვენ და მართლებიც იქნებიან. მოითხოვენ თუნდაც იმიტომ, რომ ჯერაც გვჯერა - ასაკობრივი ნაკრებების დონეზე მაგრები ვართ. ეგაა, ჩვენი ბიჭები იზრდებიან და მათი საუკეთესო თვისებები სადღაც იკარგება.

რა დასამალია და, ნემსაძე-მწვრთნელს უკვე შეხვდა დიდი კრიტიკა. აქა-იქ ისიც ითქვა, საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტნისგან არ დადგება ის სპეციალისტი, ასე რომ ველოდებითო.

რა თქმა უნდა, მწვრთნელს მუდამ განსჯიან შედეგით და არც ნემსაძე იქნება გამონაკლისი. ვიცნობ რა მას პირადად და ვიცი მისი ხასიათი, პირდაპირ უნდა დავწერო: მისთვის უკეთესი იქნება, თუ ამ კრიტიკას არ გადაჰყვება და უფრო მეტი ენთუზიაზმით გააგრძელებს მუშაობას.

გიორგის ბევრი რამ უნახავს ფეხბურთში და მან აუცილებლად უნდა იცოდეს - არიან მწვრთნელები, რომელთაც ძალიან ცუდად დაუწყიათ - იმაზე ცუდადაც კი, ვიდრე ნემსაძემ დაიწყო და ძალიან კარგად დაუმთავრებიათ. მწვრთნელობის ამბავში მთავარი მაინც ისაა, თუ როგორ ამთავრებ და არა ის, თუ როგორ იწყებ.

ნემსაძის მწვრთნელობა დაახლოებით ასე წარმომიდგენია: ღმერთმა დამიფაროს შედარებისგან, მაგრამ იდეალურ ამბავში ვისენტე დელ ბოსკეს მწვრთნელობას უნდა დაემსგავსოს.

დელ ბოსკე თავისი პიროვნული აურით იგებდა თამაშებს. მე ბევრი არ მეგულება ქართულ ფეხბურთში ნემსაძის დარი დადებითი პიროვნება. ჩემი შეხედულება ნემსაძისადმი ვერც იმ ავადმოსაგონარმა არჩევნებმა შეცვალა.

მე ასე მგონია: წამი ქმნის ან ვერ ქმნის გმირს ადამიანისგან და სადაც ადამიანია, იქ სისუსტეცაა. არ შეიძლება, საკუთარ თავს და სხვასაც ყველგან გმირობა მოვთხოვოთ. პირველი ქვა იმან ისროლოს, ვინც უცოდველია.

მე მიყვარს და მახსოვს კაპიტანი გიორგი ნემსაძე. იმ ნაკრების ყველა მოგება და წაგება მიყვარს. მე მიყვარს გიორგი ნემსაძე, რომლის ძალიან დიდი წვლილია იმაში, თბილისის "დინამომ" უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე რომ ითამაშა.

მე მიყვარს ის გიორგი ნემსაძე, რომელიც არაერთხელ გამიღვიძებია თუნდაც შუაღამით ჩემი ჟურნალისტური მოვალეობის გამო, თუნდაც აქტიური ფეხბურთელობის ჟამს და მისგან წამითაც არ მიგრძვნია უბრალო უკმაყოფილებაც კი. მე მგონია, რომ ის ყველაზე თავმდაბალია 90-იანების ქართველ ვარსკვლავებს შორის. მინდა, რომ მისი სამწვრთნელო კარიერაც ამ სიყვარულზე იყოს აგებული.

მე ვერ ვიღებ ნემსაძე-პოლიტიკოსს. ვერ ვიღებ, რადგან იქაური სიბინძურეები მის ხასიათში არ ზის. ვერ ვიღებ, თუმცა ის კი ვიცი, რომ ადამიანებს ხშირად უწევთ კომპრომისის დაშვება დრო-ჟამის თავისებურებისა, თუ ათასი სხვა რამის გამო.

ერთი კია: საქართველოს ნაკრები უნდა იყოს მთელი საქართველოსი და არა - მხოლოდ თბილისის. გასაგებია, რომ რეგიონებში გამოჩნდება კარგი ბავშვი თუ არა, ის წამსვე მოჰყავთ ჩვენი დიდი კლუბების სელექციონერებს, მაგრამ რომელი ჩვენი სელექციონერები არიან უშეცდომოები? და, ასეც რომ არ იყოს, არ არსებობს, ფეხბურთში ვინმეს რამე არ გამოეპაროს.

მე ვერავინ დამარწმუნებს იმაში, რომ ქუთაისში, ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, სამტრედიაში, ზესტაფონსა და სხვა ქალაქებში არ არიან ისეთი ბიჭები, რომელთაც კარგად არ შეუძლიათ ფეხბურთის თამაში.

ქართულ ფეხბურთში სულ იყო "შენჩემობია" და "პატრონის" ინსტიტუტი. ნემსაძე ამას ბოლომდე უნდა აერიდოს და გაემიჯნოს. ნდობას გააჩნია, თორემ ზოგიერთი მწვრთნელის ხელში კრიშტიანო რონალდოც ვერ გაიხსნებოდა...

დიდი წვალების მერე ირგუნებ გასინჯვის პატივს. იმას უკვე ჰყავს დაკომპლექტებული გუნდი და უბრალოდ, საჯაროობის ეფექტს ქმნის. შენ გირტყამენ ვარჯიშზე და პასს არ გაძლევენ. ამაზე მწვრთნელი არ რეაგირებს. შენ სახლში მიდიხარ.

ფეხბურთი ისეთი რამეა, თუ მოინდომებ, ბუზს სპილოდ წარმოაჩენ და პირიქით. გააჩნია, როგორ მიუდგები საქმეს. მე ვისურვებდი ბლოკნოტმომარჯვებულ გიორგი ნემსაძეს, რეგიონებში მავალს, იმ ბავშვების მაძიებელს და "გამხსნელს", პატრონი რომ არ ჰყავს და მათთვის უკეთესი მომავლის კარი კარგა ხნის დახურული ჰგონიათ - ნიჭიერი, მაგრამ უპატრონო ბავშვების მაძიებელ გიორგი ნემსაძეს.

ასეთი ფეხბურთელების შემობრუნება, სწორ გზაზე დაყენება და მართლა ღირსეულთა სანაკრებო სამსახურში ჩაყენება უნდა იყოს ნემსაძის გეზი. თბილისში და, ვთქვათ, ლენტეხში მცხოვრები ტალანტისთვის ერთნაირად უნდა იყოს ნაკრების კარი ღია, თუ ის მართლა ტალანტია.

ეს ის შემთხვევაა, როცა მწვრთნელს მორიდება და უკან დახევა ძალიან ძვირად დაუჯდება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბრძოლაში გიორგი ნემსაძე უკან არ დაიხევს. მე მისი სისუფთავის მჯერა.

საერთოდ, ჩვენი ასაკობრივი ფეხბურთი ისეთი რამეა, თუ რკინის აბჯარი არ ჩაიცვი, თუ ძალიან მკაცრად არ დადექი, ძალიან გაგიჭირდება. შენ ერთი ხარ და შეტევა ყველა მხრიდან მოდის. ამიტომ მგონია, რომ საქართველოს ასაკობრივი ნაკრების მწვრთნელობა არანაკლებ რთულია, ვიდრე ეროვნული ნაკრების გაძღოლა.

მძიმე ტვირთი აკისრია კაპიტანს. ის მან თავად იკისრა. უნდა გაუძლოს. ძნელია, მაგრამ მაინც...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

nodari
ფედერაციის ახალმა ხელმძღვნელობამ ნეტავ რატომ გაუწყვიტა კონტრაქტები(უკანონოდ) ამ და სხვა ნაკრებების მწვრთნელებს,ამ ახალმა მწვრთნელებმა რა შედეგებიც დადეს ვხედავთ,ეცლიათ ნეტავ იმ ხალხისთვის...
გ.ხ
წარმატებები გიორგის
შოკირებული გულშემატკივარი
ჩვენი ბიჭები იზრდებიან და მათი საუკეთესო თვისებები სადღაც იკარგებაო და ისიც გვითხარით რატომ:)))
bajo
ვის ვინ უყვარს ეს არარის განსახილველი გამოუცდელ მცვრტნელს ასეტი ასაკის ბავსჰვები არ უნდა ანდო.ჯერ ასისტენტად უნდა იმუსჰაოს ტუ სერიოზულად უნდა მცვრტნელობა მარა ფულის სჰოვნა ტუ არი მიზანი მასჰინ უკვე ცუდია.
giga
1 წლით უმცროსები, ახალი შეკრებილები. ეგ რო არ ყოფილიყო სხვა მიზეზი მოიძებნებოდა წაგებების გამართელბის.
zura
ცარმატებებს უსურვებ ცჰვენს ნაკრებს.სჰესარცჰევამდე კრიტიკა,ცჰემტვის მიუგებელია, ჯერ გუნდი არ არსებობს,სჰერცჰევები მიმდინარეობს.ვის აკრიტიკებტ არ მესმის.ტუ ოკტომბერსჰი, სჰესარცჰევი ვერ გავიარეტ და ვერ გავედიტ ელიტრაუნდსჰი,ილაპარაკეტ დაგლამდე.მანამდე აცადეტ ხალხს მსჰვიდად იმუსჰაონ, ცარმატებები...
Irakli apkhaidze
ახალი შეკრებილი გუნდი იყო, 1 წლით უფროსებს ეტამაშებოდნენ (ამ ასაკში მნიშვნელოვანი სხვაობაა 1 წელი) და გასაგებია ცუდი შედეგი, მაგრამ გაუგებარია სელექციის პრინციპი! ლიხს იქეთ ნაბახუსევი თვალებით აკვირდებოდნენ ბავშვებს?. იმედია გამოასწორებენ ამ კუთხით ხარვზებს და უკეთესი შედეგი გვექნება ოფიციალურ თამაშებში. თუ კრახი გვეწერა ჯობდა ახლა ყოფილიყო ვიდრე გვიან! ისე ზვიად აქ რომ დაგეწერა ცუდი არ იყო. შეგეხმიანები ფბ-ზე და ძალაინ დამავალებ თუ ცოტა დროს დამითმობ და მომწერ რას გულისხმობ. რიგითი გულშემატკივარი ვარ, ეს ინფორმაცია არავისთვის და არაფერი კონკრეტულისთვის არ მჭირდება
სოსო
სისუფთავეს დავიჯერებ,პრინციპულობას კი უფრო ნაკლებად.რა ვქნა იმ არჩევნების დავიწყება ძალიან მიჭირს.გიორგის კი ყველა შემთხვევაში დიდ წარმატებას ვუსურვებ,მიუხედავად ჩემი ეჭვებისა გიორგი ნემსაძე ძალიან მიყვარს და ჩემზე მეტად არავის გაუხარდება, თუ მე აღმოვჩნდები მტყუანი.
zviad
მართლაც კარგი სტატიაა!ზომიერად გამოხატული კრიტიკით.ძალით მაცხონეს პოზიციიდან დაწერილი,მაგრამ შეცვლის ეს რამეს?სიმართლე უნდა ითქვას უხარისხო ფეხბურთის მცოდნე თაობა მოდის.კიდევ უარესი იქნება!!!გაინტერესებთ რატომ?მკითხეთ ოღონდ აქ ვერ დავიწყებ მოყოლას.კლანების ქვეყანაში უბრალო ოჯახიშვილი ფეხბურთს ვერ ითამაშებს.გვარებით შემიძლია გითხრათ რა უნამუსობები აქვთ ჩადენილი.ვის ხელშია მომავალი თაობა,მაგრამ ვის აინტერესებს ვის აქვს ორი თავი ამათ წინააღმდეგ წავიდეს.ზვიადი ვარ ქადაგიშვილი თუ დაგაინტერესებთ ფეისბუქზე შემეხმიანეთ და მოგიყვებით რაც გადაგვხდა თავს.(მაისურაძე,მინაშვილი,ყიფიანი,ავსაჯანიშვილი,ნემსაძე,უგრეხელიძე და ა.შ ამ ხალხზე ვისაუბროთ!)ასევე რა ხდება 2001 იანებში გაგარკვევთ კარგად.ეს ის ასაკია რასაც ეყრდნობა ნემსაძე
bingo
კაი რამეა ამან წერა იცის აშკარად
[VIDEO] ერთმანეთზე ლამაზი გოლებით - საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა მალტა გაანადგურა
U21 | მალტა V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში "სენტენარიზე"
"შეტევაში გვიჭირს, ძალიან - რესურსებში შეზღუდული ვართ" - სვანაძემ მძიმე პრობლემების შესახებ ისაუბრა
ბენზემა ევროპაში დაბრუნდება? - ფრანგი ფორვარდის დამატება თურქულ გრანდს უნდა
"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
"ესპანური სწრაფად ვისწავლე, რადგან ეს პატივისცემის ნიშანია" - კილიან მბაპე მადრიდულ ცხოვრებაზე
"წლის საუკეთესო მებრძოლად მერაბ დვალიშვილი უნდა დასახელდეს" - უმარ ნურმაგომედოვი
"როცა გულის შეტევით საავადმყოფოში ვიწექი, მესის ქმედებით გაოგნებული დავრჩი" - კასილასმა აქამდე უცნობი ისტორია გაიხსენა
"საფონოვი მოთმინებას კარგავს" - რას წერს ფრანგული გამოცემა რუს მეკარეზე?
[VIDEO] შერმადინის და უერტასის დუეტი კვლავ ბრწყინავს - "ტენერიფემ" "მურსია" დაამარცხა
[VIDEO] აქ სიტყვები ზედმეტია - მესის ჰეთ-თრიქი და საგოლე პასი "ნეშვილთან"
[VIDEO] 40 წლის კრიშტიანო რონალდოს ფანტასტიკური გოლი საუდის არაბეთში
ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში
ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" შინ მარცხი განიცადა
[VIDEO] ვენდეტა არგენტინულად - სიმეონემ "ტორინოს" "ნაპოლისთან" გამარჯვება მოუპოვა
მიქაუტაძის გარეშე - "სიტისთან" მატჩამდე "ვილიარეალმა" "ბეტისთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
საქართველო 3:2 ყირგიზეთი
გოჩოლეიშვილს სახეზე 6 ნაკერი დაადეს - "ჰამბურგი" "ლაიფციგთან" დამარცხდა
კვერნაძე შეცვლაზე შევიდა - "ფროზინონე" "მონცასთან" დამარცხდა
გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
U17. საქართველოს ნაკრები დანიასთან უშანსოდ დამარცხდა
ზიდანი მეორე მწვრთნელია, რომელმაც "რეალს" ყველაზე მეტჯერ მოაგებინა
[ოთხშაბათის საკითხავი] ოქრის დაბრუნება
“გავედი ოთახში, არჩევნებიდან რამდენიმე საათში რეკავს ტელეფონი და სააკაშვილი მეუბნება…” - ნემსაძემ სფფ-ის პრეზიდენტობის სკანდალური არჩევნები გაიხსენა
"თუმცა ის მაინც ფენომენალური გახლდათ..." - დელ ბოსკემ რონალდოზე ისაუბრა
ელიტრაუნდი 17-წლამდელებმაც მარცხით დაიწყეს [VIDEO]
[ოთხშაბათის საკითხავი] ლუკას ამბავი
ვინ მოვა "დინამოში" და წავა გუნდიდან - გიორგი ნემსაძემ სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა
დელ ბოსკე: არ შეიძლება ჩინეთის იაფფასიან საქონელზე იყო დამოკიდებული
[ოთხშაბათის საკითხავი] ხომ არ ვჩქარობთ?
[ოთხშაბათის საკითხავი] რომ არ ვიყოთ მხოლოდ ლანდი...
დელ ბოსკემ ხავიზე ისაუბრა
[ოთხშაბათის საკითხავი] ჩვენი ბიჭობის ამბავი
დელ ბოსკე: "რეალს" "ბაიერნთან" მცირე უპირატესობა აქვს
"განსაკუთრებული" - პირველ ადგილზე, გვარდიოლა და ფერგიუსონი - მე-3-ზე... 21-ე საუკუნის საუკეთესო 10 მწვრთნელი გამოვლინდა
თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი "სპორტალში" [VIDEO]
[ოთხშაბათის საკითხავი] ვისია ეს სია? რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია...
19-წლამდელებმა შოტლანდია დაამარცხეს, 17-წლამდელებმა - თურქეთი [VIDEO]
გიორგი ნემსაძეც პოლიტიკაში წავიდა
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
გიორგი ნემსაძე: კაშიას პირობები ვერ დავაკმაყოფილეთ, სისოკო აღარ გამოჩნდა...
ცხადაძემ თბილისის "დინამო" ჩაიბარა და საქმეს შეუდგა