ძიუდოისტების მიდი-მოდი
ახალ ოლიმპიურ ციკლს თან ახლავს საკადრო გადაადგილებები. როგორც წესი, ვეტერანი სპორტსმენები დიდი სპორტიდან მიდიან, მათ ადგილს კი ახლები იკავებენ. ახალ ციკლშიც ასეა და გამონაკლისი არც ძიუდოა.

მაგალითად, ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ მიმდინარე სეზონი ბოლო იქნება რუსთა ოლიმპიურ ჩემპიონ არსენ გალსტიანისთვის (60). ამის შესახებ მისმა პირადმა მწვრთნელმა იგორ რომანოვმა განაცხადა და დასძინა, რომ სამომავლოდ მისი შეგირდი სამწვრთნელო კარიერის დაწყებას გეგმავს.

რუსთა ნაკრებში კიდევ ერთი დანაკლისია - სპორტიდან წასვლის შესახებ განაცხადა ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა, 32 წლის დაღესტანელმა ტაგირ ხაიბულაევმა (100). თუმცა საკითხავია, რამდენადაა ეს დანაკლისი - ასაკს თავი რომ დავანებოთ, ლონდონი მისთვის "გედის სიმღერა" აღმოჩნდა. რიოს საგზური კი მოიპოვა, მაგრამ იქ პირველივე წრეში დამარცხდა.

თურმე ნუ იტყვით და, რიოში გამარჯვების შემთხვევაში პენსიაზე გასვლას ყაზახი მსოფლიოს ჩემპიონი იელდოშ სმეტოვიც (60) გეგმავდა. კაცმა რომ თქვას, მისი წასვლა ჩვენთვის მალამოსავით იქნებოდა, რადგან ქართველებისთვის უხერხული მეტოქეა, მაგრამ გასაკვირი სხვა რამეა - ის ჯერ მხოლოდ 24 წლისაა.

როგორც მისივე სიტყვებიდან ირკვევა, სმეტოვი სპორტში ბრაზილიაში ოლიმპიადის ფინალი რუსთა ინგუშ ბესლან მუდრანოვთან წაგებამ დატოვა. როგორც სპორტსმენმა ყაზახურ მედიას განუცხადა, მისი მიზანი ტოკიოში გამარჯვებაა.

არ ვიცი, ყაზახეთში ძიუდო არაა პოპულარული თუ რისი ბრალია, მაგრამ თავის დროზე ასე უცნაურად მოიქცა კიდევ ერთი ცნობილი ყაზახი ძიუდოისტი აშხატ ჟიტკეევი (100), ვინც პეკინის ოლიმპიადის ფინალში მონღოლ ნაიდან ტუვშინბაიართან წაგების შემდეგ 27 წლისამ თავი დაანება ძიუდოს.

თუმცა მსოფლიოს ძიუდოში ერთი საპირისპირო ამბავიც ხდება - დიდ სპორტში დაბრუნდა და 2020 წელს ტოკიოში გამოსვლის სურვილი დაადასტურა 37 წლის რუსმა მძიმეწონოსანმა, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა და ლონდონის ოლიმპიადის ფინალისტმა ალექსანდრ მიხაილინმა. ის სპორტიდან 2014 წელს წავიდა, თუმცა შარშან შემოდგომაზე დაბრუნდა და რუსეთის პირველობაც მოიგო.

როგორც მიხაილინი ამბობს, მისი მიზანი ტოკიოში გამარჯვებაა, რადგან მის კარიერას მხოლოდ ეს ტიტული აკლია და ამიტომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. თუმცა, როგორც მისივე სიტყვებიდან ირკვევა, რუსთა იტალიელ თავკაცთან, ოლიმპიურ ჩემპიონ ეციო გამბასთან კარგი ურთიერთობა არ უნდა ჰქონდეს. მეტიც - მან პირდაპირ განაცხადა, რომ 2014 წელს გამბამ და რუსეთის ვაჟთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დმიტრი მოროზოვმა დელიკატურად უთხრეს, რომ წასულიყო სპორტიდან.

მიხაილინი ტოკიოს თამაშებისთვის 40 წლის იქნება და ნაკლებად სავარაუდოა, გამარჯვება მოახერხოს. ეგ კი არა, ჯერ ლიცენზია მოიპოვოს. თან რუსებს ამ წონაში დღეს არ ჰყავთ ძლიერი ფალავნები, თორემ კარგი ახალგაზრდები მოდიან. ამასთან, მიხაილინი უკვე არც ჩვენი ფალავნებისთვის გვგონია სერიოზული კონკურენტი.

თუმცა აღსანიშნავია მისი ადამიანური თვისებები. 2009 წელს, თბილისში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ის ერთ-ერთი პირველი შევიდა ქართველთა გასახდელში ვალერი ლიპარტელიანის (90) დასაწყნარებლად, როცა ის ბელარუს ანდრეი კაზუსიონაკთან წაგებული ფინალის შემდეგ ტიროდა... არადა, რამდენიმე წუთში თავად მიხაილინს უწევდა ბრინჯაოს მედლისთვის პაექრობა.

ისიც აღსანიშნავია, რომ სამი შვილის და დიდი ოჯახის მამამ მეოთხე ბავშვი, ობოლი გოგო იშვილა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნათია
ყველგან არიან ღირსეული ადამიანები!!! მადლობა სტატიის ავტორს.
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
თბილისის გრან პრის საქართველოს ნაკრების ოთხი ლიდერი დააკლდება
დღეს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი იწყება - წილისყრამ ქართველები დაინდო
დიუსელდორფის გრანდ სლემი: ქართული შვიდეულის გერმანული ხვედრი
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოსთვის ცნობილია
ადამ ოქრუაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
ძიუდოს მსოფლიო რეიტინგი: ქართველები ტოპებში
10-11 თებერვალს ქართველი ძიუდოისტები პარიზის გრანდ სლემზე იასპარეზებენ
უკრაინაში ძიუდოში რუსეთის დამსახურებული მწვრთნელი დაჭრეს
ევროპა VS აზია - ადამ ოქრუაშვილი რუსით ჩაანაცვლეს