საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი ევროპის ჩემპიონატის წილისყრის შემდეგ ოპტიმისტურადაა განწყობილი
26 იანვარს ნიონში წილი ჰყარეს - შვეიცარიის ამ ქალაქში, სადაც უეფას შტაბბინაა განთავსებული, ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მონაწილეები ჯგუფებში გადაანაწილეს. ჩვენი გუნდი მესამე ჯგუფში მოხვდა, სადაც დანიასთან, პოლონეთთან, ფინეთთან, ლიტვასა და ფარერებთან გაარკვევს ურთიერთობას. ჯგუფის გამარჯვებულები პირდაპირ გაინაღდებენ ფინალური ეტაპის საგზურს, ხოლო 4 საუკეთესო მეორეადგილოსანი პლეი-ოფში ფინალური ეტაპის კიდევ ორ ადგილს გაითამაშებს.

ტურნირი მარტში იწყება, თუმცა საქართველოსთვის სასტარტო დღე 1-ლი სექტემბერია, რადგან ხუთგუნდიან ჯგუფში პირველი ტურის გამოტოვება სწორედ ჩვენს გუნდს უწევს.

როგორც კი წილისყრის შედეგები გაცხადდა, "ლელო" საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, გია გეგუჩაძეს დაუკავშირდა და კომენტარი სთხოვა:

"საერთოდ, ჩვენ ყველა წილისყრის შემდეგ ომახიანად ვართ ხოლმე განწყობილნი, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ვფიქრობ, რეალურად გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველი.

ჯერ კიდევ წინა ციკლის ბოლო მატჩებში ნაწილობრივ ვნახეთ ის კონტინგენტი, რომელსაც უნდა დავეყრდნოთ ახალ შესარჩევში. ეს კი ის თაობაა, რომელიც იმედს გვაძლევს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჯგუფში არ არის გრანდი. წესით, ფავორიტებად უნდა მივიჩნიოთ დანია, პოლონეთი და ფინეთი.

აქედანვე შეიძლება ითქვას, რომ ყველა შეხვედრაში ძალიან დიდი ბრძოლა მოგველის. ჩვენც მაღალ მიზნებს ვისახავთ. მოკლედ, სავსებით მისაღები ჯგუფია, არ ვარ უკმაყოფილო".

U21. საქართველოს ნაკრების განრიგი

2017 წელი

1-ლი სექტემბერი

საქართველო-პოლონეთი

6 ოქტომბერი

დანია-საქართველო

10 ოქტომბერი

ფარერები-საქართველო

10 ნოემბერი

საქართველო-ფინეთი

14 ნოემბერი

საქართველო-ლიტვა

2018

23 მარტი

საქართველო-ფარერები

27 მარტი

საქართველო-დანია

7 სექტემბერი

ლიტვა-საქართველო

12 ოქტომბერი

ფინეთი-საქართველო

16 ოქტომბერი

პოლონეთი-საქართველო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

elgvisa
გათანხმები kika... ჩვენი თავის მტრები როგორ უნდა ვიყოთ.... პირველად გეგუჩაძე არ იყო ევროპალიგაზე რომ გაიყვანა ჩვენი დინამო? რომ დასცლოდა ჩემპიონთა ლიგაზეც ვითამაშებდით...
kika
ჩემი აზრით დინამოში რომ დარჩენილიყო გეგუჩაძე უფრო მეტ საქმეს გაუკეთებდა ქართულ ფეხბურთს, აქ დროის კარგვაა მეტი არაფერი არ გამოვა.
elgvisa
გეგუჩაძესავით ძლიერი მწვთნელი, ტაქტიკურად განსწავლული და დიდი გამოცდილების მქონე საქართველოს დღესდღეობით არ ჰყავს... ყველაზე თავმდაბალი და თავისი ქვეყნის დიდი პატრიოტი, რომელიც სერიოზულ საქმეს აკეთებს.... არ უყვარს მოუწესრეგებლობა არსად... ვინც არ იცის იმათ გასაგონად ვამბობ, კარგი გაგებით... და ყველაზე ალღოიანი მწვრთნელია ახალგაზრდების აღმოჩენაში... დიდი ტაქტიკოსია... რა "ზესტა" და "დინამო" დაიშალა გიას აწყობილი... უბრალოდ გული მეწვება..
გიო
სამწუხაროდ მაისურაძის ბიჭებს აღარუწევთ, თორე კაკაბაძე-ჭანტურია-გურეშიძე-დვალი->ცინცაძე-აბურჯანია->პაპუნაშვილი-გოროზია-კიკაბიძე->ჯიქია რო იყვნენ ამ შესარჩევში ფავორიტები ჩვენ ვიქნებოდით!! ეხლა კი უნდა ვიმუშაოთ ისეთი ბიჭების ჩვენ ახალგაზრდულებში ჩამოყვანაზე როგორებიც არიან ყიფიანი-ვაჩიბერიძე, და პლიუს მოვიძიოთ თუ ვინმე საინტერესოა. ისე მილიქიძეც კარგი იქნებოდა მაგრამ რუსეთშია და მისი კარიერისთვის მოქალაქეობის შეცვლა დამღუპველი იქნება!!
giga
კი მარა სწორედ მაგ ოპტიზმში ჩაფლავების ოსტატები ხართ.
gocha
დანია აშკარა ფავორიტია ამ ჯგუფში.პოლონეთი ობიექტურად ჩვენზე ძლიერი.დანარჩენებთან შეიძლება ქულათა მაქსიმუმის აღება.შანსი არის...კალენდარი მართლა ძალიან ცუდია.პირველი ორი თამაში ფავორიტებთან და ბოლო სამი თამაში გასვლაზე.ვინ შეადგინა საინტერესოა.
bajo
გეგუ სჰენ სხვებს ჯობიხარ მაგრამ ფინეტი,პოლონეტი,დანია ტუ ფავორიტებად მიგაჰნია ჰვენ სად ცავიდეტ ამ ჯგუფსჰი ისიც ტქვი ბარემ .ალბატ ბოლოზე რო არ გავიტეტ.
bajo
მარტლა რა ცუდი კალენდარია ბოლო 3 მატჰი გასვლა უკვე განცირულია ჰვენი ნაკრები.
Irakli apkhaidze
Raga davmalo da mec meimedeba :)))))
lia
ტუ მოინდომეს გავლენ
დათო
რა საზიზღარი კალენდარია, ვიმ შეადგინა ან რატომ დავთანხმდით და რატომ არ ვიმუშავეთ კალენდარზე?
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
16-წლამდელები უეფას განვითარების თასზე ითამაშებენ - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
17-წლამდე ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ეს საქმისადმი არასწორი მიდგომაა" - ჭიაბრიშვილი გეგუჩაძის "იბერიადან" წასვლას გამოეხმაურა
წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებების უახლოესი თვეების განრიგი
კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია
ვის შეუძლია ახალგაზრდული ნაკრების ეროვნულიდან გაძლიერება? - ევროპის ჩემპიონატის წინ
GEO TEAM : გეგუჩაძემ "იბერია 1999" დატოვა
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ლეგიონერების გარეშე იკრიბება
Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა
ინტერვიუ - ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი ევროფორუმისთვის მზადებასა და ეროვნული ნაკრების ლიდერებზე დაყრდნობაზე
აზაროვი ახალგაზრდულში - შემადგენლობა ცნობილია
დღეს ბრძოლა ბოლომდე იქნება! - გადამწყვეტი მატჩი პორტუგალიასთან