ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

[დღის თემა] აწეული ცხვირების ჩრდილები...

[დღის თემა] აწეული ცხვირების ჩრდილები...

"მათ შეუძლიათ ითამაშონ ოდნავ უკეთესად ან ოდნავ უარესად, მაგრამ საკუთარ თავზე მაღლა, დიდი ალბათობით, ვერასოდეს ახტებიან"

საქართველოს გადახალისებულმა თუ ექსპერიმენტულმა ნაკრებმა დუბაის შეკრებაზე ფრედ (2:2) ითამაშა უზბეკეთთან და წააგო (0:1) იორდანიასთან.

- იორდანია-საქართველო 1:0 - ვინ არის პასუხისმგებელი? [VIDEO+PHOTO]

- საქართველო-უზბეკეთი 2:2 - შორსმიმავალი დასკვნების გარეშე [VIDEO+PHOTO]

ეს არ იყო პირველი მარცხი, რომელიც არასაფეხბურთო ქვეყნის გუნდთან განვიცადეთ, მაგრამ, როგორც წინა შემთხვევებში, ვერც ამჯერად გავჩუმდებით, რაკი საქმე ქვეყნის საფეხბურთო პრესტიჟს ეხება...

მწვრთნელობა, როგორც პროფესია...

სანამ ამ წერილის წერას დავიწყებდი, ვლადიმირ ვაისის კომენტარი წავიკითხე. ის ამბობს, რომ დუბაის შეკრებით კმაყოფილია.

- ვაისი: ბიჭების თამაშით კმაყოფილი ვარ, მათ შეასრულეს მათი ვალდებულებები

მწვრთნელის მესმის - თუნდაც ორი-სამი ფეხბურთელი რომ დაუმატოს ამ შეკრებამ საქართველოს მთავარ გუნდს, მიზანს მიღწეულად ჩავთვლით.

სამაგიეროდ, ვიდრე იორდანიული "ლაივსტრიმი" ჩაფლავდებოდა, ვნახე მატჩის პირველი 30 წუთი იორდანიასთან მატჩისა. ეს დრო არ არის საკმარისი იმისთვის, რომ სრული შთაბეჭდილება შეიქმნა თამაშზე, მაგრამ მაქვს "გონივრული ეჭვი", რომ ჩვენს ფეხბურთელებს მთები არც ამის შემდეგ გადაუბრუნებიათ, თორემ აუცილებლად შევიტყობდით...

ვაისი არ არის ახალი კაცი ფეხბურთში. მას გუნდი დაუმოძღვრავს მსოფლიოს ჩემპიონატზეც კი და შეუძლებელია, კმაყოფილი იყოს იორდანიის ნაკრებთან მარცხით. უბრალოდ, მწვრთნელობა ძალიან სპეციფიკური პროფესიაა და ნებისმიერი საკითხისადმი სათუთ მიდგომას მოითხოვს. ყველაფერი არ ითქმება. ეს სულ სხვა თემაა და ამით ამოვწუროთ.

გადავიდეთ თემაზე, რომელიც ჩვენი გაზეთის წინა ნომერში დავაანონსეთ...

უსაგნო ამბიციების ტყვეობაში

ქართულ ფეხბურთში დღეს იმდენი პრობლემაა, ჩასაფრებული კაცის პოზიცია სულაც არ გჭირდება საიმისოდ, რომ ყოველდღე ნეგატივზე წერო, მაგრამ ძნელია - ძნელი და მოსაწყენი. და მაინც, დგება დრო, როცა სათქმელი უნდა ითქვას და თუ შენ მას არ ამბობ, თავად უწყობ ხელს რეგრესს.

მე ასე მგონია: თუნდაც საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ნაკრები იორდანიასთან არ უნდა აგებდეს. დარწმუნებული ვარ, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები იორდანიელთა გვარ-სახელებს რომ გაიგებდნენ, გულის სიღრმეში მაინც გაიფიქრებდნენ - ესენი ვინ არიან?! ამათ რა ფეხბურთი უნდა ითამაშონ?! გავალთ მინდორზე და აუცილებლად მოვუგებთო!

ძალიან არ მინდა ამის დაწერა, მაგრამ ფაქტია და ვერსად გავექცევით: დუბაიში გამართულმა შეხვედრამ დაამტკიცა, რომ ამ ეტაპზე მაინც იორდანიის ჩემპიონატი უკეთესია საქართველოსაზე. კი, ეს იყო ერთი მატჩი, ერთეული შემთხვევა, მაგრამ სხვა რით ვიმსჯელოთ?

იორდანიის ნაკრები თითქმის მთლიანად შინაურ ჩემპიონატში მოასპარეზე ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, ევროპაში ხომ საერთოდ არ თამაშობენ. ერთადერთი ლეგიონერი ჰყავდათ და ისიც - აზიაში დაბრუნდა.

და რას წარმოადგენს იორდანიის ჩემპიონატი? ის აზიაში მოწინავე სულაც არ არის. ჩვენ კი გვწყინს, როცა ჩვენი ფეხბურთელები არასაფეხბურთო ქვეყნებში მიდიან სათამაშოდ, ოღონდ, საქართველოს გაეცალონ.

ამ ბოლო დრომდე შინაგანად ძალიან წინააღმდეგი ვიყავი ამ ტრანსფერებისა, მაგრამ ახლა მათიც მესმის. ჯერ ერთი, ჩვენს პირველობაზე უკეთესობისკენ არაფერი იცვლება და მეორეც - ვის სჭირდებიან ჩვენი ფეხბურთელები?

თუ რომელიმე ფეხბურთელია ტკბილი სატრანსფერო ლუკმა საქართველოს ჩემპიონატში, აგერ, დუბაიში იყო და იქაც კი იორდანიამ გვაჯობა. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ყველა ერთ ქვაბში მოვხარშო და ისიც ვიცი, რომ ინდივიდუალურად შეიძლება ერთი სჯობდეს სხვას ფეხბურთელებში, მაგრამ უცხოური კლუბები, პერსონალური სტატისტიკის გარდა, ძალიან ხშირად ყურადღებას ზოგად მონაცემებსაც აქცევენ. და ვის სჭირდება იმ ნაკრების ფეხბურთელი, რომელიც იორდანიასთან აგებს?

დუბაის შეკრებას ერთი კარგი, ძალიან კარგი საქმის გაკეთება შეუძლია: მან უნდა დაარწმუნოს ჩვენი ფეხბურთელები, რომ ისინი არავისზე მეტნი არ არიან; რომ მათ ასმაგად უნდა იშრომონ და სანამ ამ რთულ პროცესს დაიწყებენ, უნდა გამოვიდნენ თავიანთი აწეული ცხვირების ჩრდილებიდან. სხვანაირად არაფერი გამოვა.

რა გვითხრა დუბაიმ?

ზემოთაც დავწერეთ - დუბაიში იყო საქართველოს ჩემპიონატის ნაღები და ამ მატჩებით შეიძლება ზოგადი მსჯელობა იმაზე, თუ რა ძალისა და გაქანების პირველობა გვაქვს დღეს, რა დონეზე შეუძლიათ ჩვენს ფეხბურთელებს თამაში.

ჩვენი ფეხბურთელებისგან დღეს ხშირად გაიგონებთ - საქართველოში პირობები არ არის, არც მოტივაციაა და ამიტომ ვერ ვაჩვენებთ იმ თამაშს, რასაც ჩვენგან გულშემატკივარი ელისო. აგერ, ბატონო, ბურთი და აგერ, მოედანი! დუბაიში იყო ყველაფერი, რაც საჭიროა ფეხბურთის სათამაშოდ. იყო კარგი პირობები, კარგი მინდორი. იყო დიდი მოტივაცია და სხვანაირად ვერ იქნებოდა, რადგან შენ ყველაზე ამაყი და მოტივირებული ხარ, როცა საქართველოს ნაკრების მაისურა გაცვია.

ეს ყველაფერი იყო და ჩვენ მივიღეთ იორდანიასთან მარცხი. ერთხელაც დავრწმუნდით, რომ ამ ფეხბურთელების შესაძლებლობები მკაცრადაა შემოსაზღვრული. მათ შეუძლიათ ითამაშონ ოდნავ უკეთესად ან ოდნავ უარესად, მაგრამ საკუთარ თავზე მაღლა, დიდი ალბათობით, ვერასოდეს ახტებიან.

აქედან გამოდის დასკვნაც, რომელიც ამერიკის აღმოჩენის ტოლფასი არავისთვის უნდა იყოს: "შოკური თერაპიით" ჩვენი ჩემპიონატის სათამაშო დონის მნიშვნელოვნად ამაღლება შეუძლებელია. შეუძლებელია, რადგან ყველაფერს კადრები წყვეტენ და რიგითი ფეხბურთელი, თუნდაც ოქროს მთები დაუდგი, ვერასოდეს გახდება ლიონელ მესი ან კრიშტიანო რონალდო.

ბოსტნებისთვის არ გვემეტება, მაგრამ...

რაც იორდანიასთან მარცხის შემდეგ ნიჰილისტური კომენტარები წავიკითხე, ალბათ მთელი ცხოვრების მანძილზე არ წამიკითხავს. არის ხალხის კატეგორია, პირდაპირ რომ მოითხოვს ჩვენში სტადიონების გაუქმებას და იმ ფართობზე ბოსტნების გაშენებას.

სულო ცოდვილო, დღეს საქართველოში ისე ცოტა სტადიონია, ალბათ ხეირიანი ბოსტნებიც არ დაეტევა ზედ, მაგრამ მეორე მხრივ, ხალხი გამწარებულია და ეს არავის უნდა უკვირდეს. ქომაგებს ყელში ამოუვიდათ ქართული ფეხბურთი, რომელიც სიხარულის ნაცვლად მათ მწუხარებას "ჩუქნის".

სიტუაციას ამძაფრებს ისიც, რომ დღეს ჩვენი საკლუბო ფეხბურთი მთლიანადაა ჩამოკიდებული სახელმწიფოზე. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენს გუნდებში მოთამაშე ფეხბურთელები ხელფასს ძირითადად ჩვენი ჯიბეებიდან იღებენ.

თუ ჩემი, რიგითი მოქალაქის პოზიცია გაინტერესებთ, აქვე დავწერ: თუნდაც უკეთესი ხვალინდელი დღის იმედით, მე დღეს, შეიძლება, არ მქონდეს ბევრი პრეტენზია და ვითმინო, მაგრამ რა ვუყოთ იმ ხალხს, ვინც სხვანაირად ფიქრობს? არადა, მე რომ ვატყობ, მათი არგუმენტები მეტად წონადი იქნება, ვიდრე, ვთქვათ, ჩემი.

ერთმა გულშემატკივარმა დამირეკა და პირდაპირ მითხრა: რატომ უნდა ვუხადო ჩემი ფული იმ ფეხბურთელებს, იორდანიასთან რომ აგებენო?! ვუთხარი, ეს ხომ ნაკრებია-მეთქი და მაგრად გავაბრაზე. ნაკრები, თორემ ევროთასებზე ხომ სულ პლეი ოფის სტადიაზე ვართო!..

ფაქტია, დღეს დიდი უფსკრულია ქართველ ფეხბურთელსა და ქართველ გულშემატკივარს შორის...

როგორც ცალკე კასტა

ძალიან სამწუხაროა, მაგრამ დღეს ჩვენი ფეხბურთელები ცალკე კასტასავით ჩამოყალიბდნენ. მათგან ხშირად გაიგონებთ:

"სამი ათასი რა ხელფასია, ძმაო. მე ოჯახი მყავს, მილიონი მჭირდება. აბა, რა უნდა ვქნა ამ ფულით? საქართველოდან გაქცევაზე ვარო"!..

სხვის ჯიბეში ფულის თვლა ყველაზე დიდ უზნეობად მიმაჩნია, მაგრამ... შვილო, ძმაო, მეგობარო... დღეს ჩვენს, ძალიან სასტიკ რეალობაში ბევრი პროფესორი გროშებად ყიდის ძველ და ძალიან ძვირფას წიგნებს, ბევრი ჯერაც ნაგავში იქექება და... მე არ მგონია, რომ თქვენ იმ ხალხზე დიდი და უკეთესი პროფესიონალები იყოთ საკუთარი საქმისა.

ეს უფსკრული როგორმე უნდა ამოივსოს და ამის საუკეთესო გზა საკუთარი აწეული ცხვირების ჩრდილებიდან გამოსვლაა...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა

საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს

Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს

ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ

დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..

Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს

ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება

[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა

"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ

Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია

ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...

L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი

საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს

გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ