26 წლის მეკარე Sportall.ge-ს ნაკრებში შანსის მიუცემლობასა და პორტუგალიაში მოპოვებულ წარმატებაზე ესაუბრა
29 იანვარს, პორტუგალიის ლიგის თასის ფინალი გაიმართა, რომელშიც გამარჯვება გიორგი მაკარიძის გუნდმა "მორეირენშემ" იზეიმა.

"მორეირენშემ" ფინალში "ბრაგა" დაამარცხა და ქართველმა მეკარემაც პორტუგალიურ კლუბში პირველი ტიტული მოიპოვა.

- გიორგი მაკარიძე პორტუგალიის ლიგის თასის გამარჯვებულია [VIDEO]

"მორეირენშეს" ამ წარმატებაში მაკარიძემ მართლაც დიდი წვლილი შეიტანა - გიორგიმ, ჯერ იყო და, 1/4-ფინალში "პორტუსთან" ითამაშა შესანიშნავად, შემდეგ კი - 1/2-ფინალში, "ბენფიკასთან".

მიუხედავად სტაბილურად მაღალ დონეზე თამაშისა, მაკარიძეს ეროვნულ ნაკრებში შანსი არ ეძლევა, რაც ერთი შეხედვით, უცნაურადაც ჩანს. Sportall.ge 26 წლის მეკარეს სწორედ ნაკრებში შანსის მიუცემლობასა და პორტუგალიაში მოპოვებულ წარმატებაზე ესაუბრა.

- პირველ რიგში, გილოცავთ პირველ ტიტულს... კლუბს ლიგის თასზე აქცენტი თავიდანვე ჰქონდა გაკეთებული თუ "პორტუს" დამარცხების შემდეგ ირწმუნეთ, რომ ეს შეგეძლოთ?

- არა, აქცენტი არ გვქონია თასზე გაკეთებული. ამ ტურნირზე მწვრთნელი იმ მოთამაშეებს აძლევდა სათამაშო დროს, ვისაც ჩემპიონატში არ უწევდა გარჯა. ნახევარფინალში "ბენფიკასთანაც" კი ძირითადი შემადგენლობის 6 ფეხბურთელი დაასვენა... ყველას გვეგონა, რომ წავაგებდით, მით უმეტეს, რომ "ბენფიკა" ახლა ძალიან კარგ ფორმაშია, მაგრამ ეს ფეხბურთია და ანგარიშს წინასწარ ვერ განსაზღვრავ.

მხოლოდ დღეს ვირწმუნეთ, რომ თასის მოგება შეგვეძლო. ხომ ხვდებით, ძალიან საბრალოები ვიქნებოდით, "პორტუსა" და "ბენფიკას" დამარცხების შემდეგ, ფინალში რომ წაგვეგო. მართლა ძალიან დიდი უსამართლობა იქნებოდა...

- ბოლო შეხვედრებს მართლაც უმაღლეს დონეზე ატარებ. როგორ ფიქრობ, ფორმის პიკში ხარ?

- ჩვეულ ფორმაში ვარ. საერთოდ, სტაბილურობა მახასიათებს, უბრალოდ, წელს ისე ხდება, რომ ბურთი იქ მიდის, სადაც მინდა (იცინის).

- კლუბს ახლა მთელი აქცენტი ჩემპიონატზე ექნება...

- კი, უმაღლეს ლიგაში დარჩენა დავისახეთ მიზნად და დიდი ალბათობით, დავრჩებით კიდეც.

- პორტუგალიის ჩემპიონატზე რას გვეტყვი?

- აქ ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელები თამაშობენ და ტრამპლინისთვის იდეალური ჩემპიონატია. ხალხს ფეხბურთის გარდა, არაფერი აინტერესებს. ერთი ისაა, რომ ფეხბურთი აქაურებისთვის სამ ნაწილად იყოფა: "სპორტინგად", "პორტუდ" და "ბენფიკად". ამიტომაა, რომ მხოლოდ ამ გუნდების თამაშებზე ივსება სტადიონები, გინდ შინ თამაშობდნენ და გინდ - გასვლაზე.

- სატრანსფერო ფანჯარა იხურება და გასაგებია, რომ აღარსად გადახვალ, მაგრამ ხომ არ გქონდა საინტერესო შემოთავაზებები?

- ჯერჯერობით არა. ვნახოთ, იმედია, ზაფხულში მექნება.

- მიუხედავად კარგი თამაშისა, ეროვნულ ნაკრებში ადგილი დღემდე ვერ დაიმკვიდრე... რისი ბრალია ეს?

- სიმართლე გითხრათ, ამ კითხვაზე პასუხი არც მე ვიცი. მწვრთნელის პრეროგატივაში ვერ ჩავერევი, მაგრამ ვფიქრობ, ერთ ამხანაგურ მატჩში თამაშს მაინც ვიმსახურებდი.

- როგორ ფიქრობ, ახლა მაინც მოგეცემა შანსი ნაკრებში?

- და რატომ გგონიათ, რომ ეს წარმატება რამეს შეცვლის? თქვენ გგონიათ, ვაისი ჩემს თამაშებს უყურებს? თუ ასეა, ცდებით. ამ მხრივ ძალიან გულნატკენი ვარ, იმედიც კი არ მაქვს, რომ ვაისი ეროვნულ ნაკრებში თამაშის საშუალებას მომცემს. ეგ კი არა, დიდი ალბათობით, აღარც გამომიძახებს...

c
მაკარ ხალხმა იცის რომ შენ დღეს ხარ პირველი მეკარე. ლორიას არაფერს ვერჩი მაგრამ არასტაბილურია, გავიხსენოთ ბოლო 2 ოფიციალური თამაში ლორიასი ნაკრებში.. მკვდარ ბურთს გამოაძრობს და მერე ბავშვურ შეცდომას უშვებს.. მაკარიზე ახლა უკეთეს პორმაშია და სტაბილურად დგას , ამიტომ უნდა მიეცეს შანსი და დააყენოს ვაისმა.. მაგრამ ვისესმის ჩვენი.. მიდი მაკარ გბალეშიკობთ საქართველოდან! წარმატებები. პ.ს. კობიაშვილმა როგორ გააინულა ავტორიტეტი ხალხის თვალში. ნოლი ხარ კობსონ ნოლი..
CHumad
ხოდა კიდევ ერთი, ჩვენი რაგბის მწრთნელმა ვაისსას ურჩია რომ თუ გინდა რომ წარმატბას მიაგწიოვოო საქართველოში უნდა იცხოვროვოო, მარა სულ არ კიდია ეხლა ვაისასს კარგით რაა
CHumad
მაკარ, შენ თაბაშს კი არა შAერტოდ უყურებს ვინმეს თამაშს, ეროვნულ ჩემპიონატს დასცრებიანი რომელიმე რეგიონში? რა ვაისა ვინ ვაისა კარგიტ რა, სირცხვილია , ამ ორ ამხანაგურ თამაშებიდან ერთს რომ ვერ მოიგებ , ვინც არ გამოიძახა ნაკრებში ცჰემპიონატიდან , დარჩენილი ფეხბურტელებიდან , ცჰვენ რო გამოვიძახოტ ისინი მოუგებდნენ.... 100 ამდე რომ გაზარდონ მაინც არაფერი გვეშველებაა სანამდე არ მოისპობა .......... გამგები გაიგებს რააა
luk
მინიმუმ მეორე მეკარე უნდა იყოს. შეადარეთ თქვენც ეხლა საქართველო და პორტუგალია,სად მეკარე ბენფიკას პორტოს სპორტიინგს რო ეთამაშება და სად მეკარე მეშახტეს ოზურგეთს და ბახმაროს.
კახა ქირია
შეიძლება ვცდები მაგრამ ჩჩვენთან უნდა იყოს ისე რომ ვაისმა უნდა გამო იძახოს ვინც უნდა და 2 ვაკანტური დაგვიტოვოს გულშემატკიძვრებს და გამოკითხვით ვინც მიიღებს ბევრ ხმას(ვაისის გამოძახებული ფეხბურთელების გარდა)ის დაამატოს
მიშკა
ეს ბიჭი ნამდვილად იმსახურებს ნაკრების კარს,ძალიან კარგი პრესა აქვს და კარგ ფორმაშიც არის. აუცილებლად უნდა დააყენონ უახლოეს მომავალში..
მამუკია
მინდა წარმატება უსურვო ამ ახალგაზრდა მეკარეს, მაგრამ ერთი მინდა ავღნიშნო იმათ გასაგონად, ვინც მაკარიძეს ნაკრების პირველ მეკარედ თვლის. ძალიანაც კარგი იქნება ასეც რომ იყოს, თუმცა მეკარის კლასი, მის მიერ გაშვებული გოლების რაოდენობიდან გამომდინარე დგინდება. მაკარიძეს პორუგალიის ჩემპიონატის 18 თამაშში 29 გოლი აქვს გაშვებული. ეს ნაკრების მეკარისათვის ძალიან ბევრია (1,62 გოლი). ამდენად, არც ისეა საქმე, როგორც აქ ზოგიერთები ხატავენ. ლორიას 20 გოლი აქვს გაშვებული 17 თამაშში. ასე რომ.....
giorgi
ე ბიჭო ეს კაცი კვასხვაძეს ხომ ულაპარაკოდ ჟობია და სადაც სამართალია სათადარიგო მეკარე მაინც უნდა იყოს. მე მჟერა რომ ის პირველ მეკარეობასაც იმსახურებს, იმიტომ რომ რუსეთზე კაი ლიგაში თამაშობს და თასიც მოიგო,რაშიც ლომის წილი გასწია. საქმე მარტივადაა ალბათ ვიღაცასთან ფედერაციიდან ,,თანამშრომლობაზე" ური თქვა და ბლოკავენ ძველი საბჭოური გადმონაშთები.
ime
chven shegvizlia bevri ramis shecvla.rogori gulshematkivaric vart nakrebic iseti gvyavs,kashia rom dasva mwvrtnelma,xom vnaxet raqna gulshematkivarma?unda sheiqmnas ragac jgupismagvari,romelic kanonis parglebshi moawyobs aqciebs romigrznos pederaciam rom pexburti chvenia gulshematkivrebis......
ზაზა
პ.ს. დავამატებდი,რომ მაინც მიმაჩნია,რომ ლორია,რევიშვილი,მაკარიძე –სამი თანაბარი კლასის მეკარე გვყავს და ამ საკითხში ვაისს არ გავაკრიტიკებდი,თუმცა მაკარიძეს ამხანაგურში მაინც უნდა ათამაშოს ძირითადში
toxli
როცა ლორია და რევიშვილი გყავს იქ დზირითადში მაკარიძეზე ლაპარაკი ზედმეტია.
nnnn
kargi mekarea da warmatebebi. magram logikuria rom ar uwevs nakrebshi. jer bevri aklia loriamde, revishvilic uketesia. shecdomebic mosdis karg tamashtan ertad. loria ukve namdvili prifesionalia da shedarebac ar girs
toxli

rezo
აბა ვაისმა ყველას ვაკვირდებითო...
rezi
აბა ვის თამაშებს უყურებს....ციმბირში რომ თამაშობენ>?..არ იქნება ჩვენი საშველი...
guro
ასეთი ფედერაციის და მწვრთნელის ხელში შანსი არ ექნება ამ ბიჭს,არადა ალალად ეკუთნის! ამჟამად ის არის საუკეთესო ქართველი მეკარე, მოლდოვასთან ეგ რომ დგარიყო მოვიგებდით,იმედია (ვაი)სი მალე მოგვცილდება
Vasili
დღესდღეობით ყველაზე სტაბილურია და ნამდვილად იმსახურებს , არათუ გამოძახებას , არამედ ძირითადში თამაშის ღირსია.ისე ბოლოს კალაძის შემდეგ რომელმა ქართველმა ფეხბურთელმა მოიგო სადმე რამე? ერთი ანანიძემ თასი როსტოვში და ეხლა მაკარიძემ, კანკავამ ფინალი ითამაშა , სუპერთასი... დანარჩენები იბრძვიან სადღაც ჭ კლასის გუნდში სათადარიგოზე რო მაინც მოხვდეს... ასე რომ ეს ბიჭი იმსახურებს შანს...
დემე
ხომ რწმუნდებით რომ ვაისი სიაფანტეა. მიგინეიშვილს და სხვებს არ ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ მაკარიძისათვის უნდა მიეცა ამხანაგურებზე თამაშის საშუალაება.
777
ეკუთვნის ორი აზრი არ არის, მაგრამ ცუდი ის არის, თვითონ რომ იმედი არა აქვს. ბოლო თამაშებში ნამდვილად შეიძლებოდა მისი გამოძახება
ზაზა
..მდა(((...და მეც ხშირად გაოცებული ვარ შემადგენლობით და ასევე პრაქტიკულად იგნორირებით გოგია,ჯიქია,ფარცვანიასი....ფარცვანიამ არაერხელ განაცხად,რომ სურს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამში.გოგია და ჯიქიქს რაც შეეხება–პრაქტიკულად იგნორირებად უნდა ჩავთვალოთ,რა შეთავაზებაც აქვს ჩვენგან...
ქართველი
ლორიას ალბად აჯობებს და ნაკრებში ძირითადში უნდა იდგეს. მართლა არაფერს კითხულობს ვაისი თუ რა სჭირს
beqa
რომელ სტაბილურობაზე ლაპარაკობ? ჯერ ერთი თვეა რაც გამოჩნდა კარგი თამაშით და რა გგონია უკვე პირველ მეკარეობას იმსახურებ. ჯერ ბევრი გაქვს კიდევ სამუშაო. ძალიან კარგი მეკარე ხარ მაგრამ გამოსვლის დროს გაქვს სამუშაო ბენფიკასტანაც და ბრაგასთან უხეშათ შეცდი და რომ არა გამართლება აუცილებლად გოლი იქნებოდა. კარის ხაზზე კი შეუდარებელი ხარ მართლა.
333
ამ ბიჭს უსამართლოდ ექცევიან!! თუ სადმე სამართალია მაკარიძე ნაკრების ძირითადი მეკარე უნდა იყოს.მშვენიერ ფორმაშია,სტაბილურია,ტიტულიც მოიგო(მაკარიძემ ათრია გუნდი და ძალიან დიდი წვლილი ავქს მიღებული თასის მოგებაში)სხვა რა უნდა ქნას ვერ.ვხვდები.ყურებზე ვერ დადგება.სხვა ვინ თამაშობს დღეს მასზე უკეთესად ლორია თუ რევიშვილი?იქნებ კვასხვაძე დაფრინავს ან მიგინეიშვილი?...
bajo
ვაისი იზახის ყველას ვაკვირდებიტო ტვალსჰი ნაცრის ჰაყრაა ფედერაციის სჰეფები ცყვეტენ ვინ იტამასჰოს იასნიაა.აბა ამის დანახვას რა უნდა და მიგინეისჰვილი ცაიყვანა ვაი ტქვენს პატრონს.
giorgi
ვაის მიეცი შანსი მაკარიძეს, ეგებ კიც ჯობია შენს მიერ გამოძახებულ სხვა მეკარეებს!
gio
ამ ბიჭს როგორხ მახსოვს 17 წლისას იძახებდნენ დ ეხლა არ გამოძახება უბრალოდ სასაცილოა
დინამო
იჰააააააა! ლორიაზე სტაბილურია აშკარად. ეკუთვნის შნასი ნამდვილად
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
გიორგი მაკარიძე: მალე ყველაფერზე ვისაუბრებ
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
კორღალიძე: იმედი გვაქვს, ის რაც იქ არ გავიდა, აქ გავა
ისევ ესპანეთში - გიორგი მაკარიძის ახალი გუნდი ცნობილია
გიორგი მაკარიძე ჩემპიონთა ლიგაში? "ბენფიკას" ქართველი მეკარე სურს
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
მაკარიძემ პორტუგალიური გუნდი დატოვა
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
რას ითხოვს "მორეირენშე" "ბენფიკასგან" გიორგი მაკარიძის სანაცვლოდ?
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
გიორგი მაკარიძემ "ალმერია" დატოვა
დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
[ექსკლუზივი] გიორგი მაკარიძე: "ბენფიკაში" დაუფიქრებლად გადავალ!
მაკარიძე ისევ პორტუგალიის ჩემპიონატში იასპარეზებს
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
"ბრაგას" ვარიანტი მართლაც იყო, მაგრამ ჩაიშალა... რას აპირებს გიორგი მაკარიძე?
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
გიორგი მაკარიძემ "მარიტიმუსთან" კონტრაქტი გააფორმა
გიორგი მაკარიძის ტრანსფერი "ბრაგაში" თითქმის გადაწყვეტილია
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი