SOS! "დინამოს" ბაზასთან მშენებლობა დაიწყო
ორიოდე დღის წინ თბილისის "დინამომ" დიღმის ბაზის მიჯნაზე წამოწყებული მშენებლობა კიდევ ერთხელ გააპროტესტა. სპორტული ობიექტიდან 5 მეტრში მშენებარე 16-სართულიანი კორპუსები "დინამოს" ბაზას ჟირაფივით გადახედავს, რაც ბაზას ზრდის თეორიულ შანსსაც დაუკარგავს. ამას ვინ ჩივის, საფეხბურთო ბაზის გარშემო არსებული კომფორტული გარემო სრულიად დაირღვევა და ობიექტი მთავარ ფუნქციას შეელევა.

ნოდარ ახალკაცი ჭკვიანი კაცი იყო და ამიტომაც მოინდომა "დინამოს" ბაზის დიღომში დატოვება - იქ, სხვა უბნებთან შედარებით, ფეხბურთელები უფრო მშვიდ და კომფორტულ გარემოში ივარჯიშებენო. ის ბაზაზე დიდმოხელე კომუნისტებსაც არ უშვებდა, ფეხბურთელებისთვის სიმშვიდე რომ არ დაერღვიათ და საფლავში ამოტრიალდებოდა, ეს ამბავი რომ შეეტყო.

"დინამოს" პრეზიდენტის მრჩეველმა ლევან სალუქვაძემ დედაქალაქის მერიას კიდევ ერთხელ მიმართა თხოვნით, რომ სამშენებლო კომპანიას ალტერნატიული ფართი გამოუყოს.

"თავიდან ნებართვა სამსართულიანი ნაგებობის მშენებლობაზე გაიცა, თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ 18-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი აშენდებოდა. თუ ეს პროცესი არ შეჩერდება, ბაზა რეალურ ფუნქციას დაკარგავს და სპორტსმენები ნორმალურ პირობებში ვეღარ ივარჯიშებენ", - ამბობს სალუქვაძე.

სტადიონის აშენების ვალდებულებას ვიღებ

"ლელომ" მოკლე ინტერვიუ ჩაწერა "დინამოს" პრეზიდენტ რომან ფიფიასთან:

- რეალურად მიგაჩნიათ იმ მშენებლობის შეჩერება, რომელიც უკვე დაწყებულია?

- ბერლინის კედელი დაანგრიეს და ჯერარაშენებული კორპუსის შეჩერება და მისთვის ალტერნატიული ტერიტორიის გადაცემა რა პრობლემა უნდა იყოს?

სამშენებლო კომპანია არაფერ შუაშია, მაგრამ სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე, ადგილმონაცვლეობა გაუკეთონ - ეს ზონა უნდა იყოს დაცული, მშენებლობა კი შესაჩერებელია.

ადრეულ წლებში, დიღმის ბაზის პერიმეტრზე სამ-ოთხსართულიანზე მეტის აშენება არ შეიძლებოდა. სხვათა შორის, თავიდან უფლება სამსართულიანი სავაჭრო შენობის მშენებლობაზე გაიცა და მერე გავიგეთ, რომ სამ მაღალსართულიან კორპუსს დგამდნენ. რატომ, რომ "დინამოს" ბაზამ ფუნქცია დაკარგოს? ეს დაუშვებელია, რადგან ეს კომპლექსი მხოლოდ რომან ფიფიას საკუთრება არაა, ის საქართველოს ეკუთვნის.

- როგორც შევიტყვეთ, ამ ტერიტორიაზე პატარა სტადიონის მშენებლობა გსურდათ...

- ყველა დონეზე მაქვს ნათქვამი, რომ ამ ვალდებულებას ჩემს თავზე ვიღებ - ეს კორპუსი არ ააშენონ და ახალ, კოხტა და თანამედროვე სტადიონს ავაშენებ.

ქვეყანას არ აქვს თანამედროვე საფეხბურთო ბაზები და სტადიონები, მით უფრო - ასეთი ბაზა. არც არავინ აშენებს. ამიტომაც უნდა მოვუაროთ და თუ საშუალება იქნება, გავაფართოვოთ. ლაპარაკია 3-5-ათასიან სტადიონზე, რაც ჩვენი ჩემპიონატის თამაშების ჩასატარებლად დღეს სავსებით საკმარისია, რომელიც ჩვენს ჭაბუკთა გუნდებსა და ასაკობრივ ნაკრებებსაც მოემსახურება.

"მიხეილ მესხის" სათადარიგო მოედანზე საფარი გაფუჭდა, რადგან იქ რამდენიმე გუნდი თამაშობს. სტადიონების აშკარა დეფიციტია და ეს პრობლემა არ უნდა მოგვარდეს?

ეს მშენებლობა ბაზას მიკროკლიმატს სრულად უკარგავს. მერე იგივე სხვებსაც მოუნდებათ. გამოდის, ბაზა უნდა გადავიტანო. მეც სახლების აშენება რომ დავიწყო, ვინმე დამიშლის? მაგრამ ეს როგორ უნდა ვიკადრო?

როგორც ევროპაში იციან...

სადავო საკითხთან დაკავშირებით ორიოდე დღის წინ თბილისის მერიის წარმომადგენელმა სამარცხვინო კომენტარი გააკეთა - ბაზასთან კორპუსის წამოჭიმვა მშენებლობის ნორმებს არ არღვევსო.

ცხადია, რომ ეს ნორმაა ქვეყანაში, რომლის დედაქალაქშიც 23 სტადიონი გაასხვისეს და მათ ადგილზე კორპუსები მოაწყვეს, ძველ 35-ე სკოლაში კი ახლა ტრაილერების სადგომია...

ნორმაა ქვეყანაში, სადაც მთავარი საცურაო აუზი გააუქმეს; ველოტრეკზე სასაფლაო გახსნეს; "დედაქალაქის ფილტვებად" წოდებული იპოდრომი გაყიდეს...

ნორმაა ქვეყანაში, სადაც ბათუმი, ზუგდიდი და ფოთი უსტადიონოდაა დარჩენილი?!

ჩვენი არქიტექტურული ნორმები ევროპელებს "ნოუ ჰაუდ" გამოადგებათ. ფაქტია, რომ გერმანიაში, ინგლისში, ესპანეთსა და იტალიაში ამ გრანდიოზულ "აღმოჩენას" არ იცნობენ. ნახეთ "რეალის", "ბარსელონას", "მანჩესტერის", "იუვენტუსის", "ბაიერნის"... ასევე, ინგლისის ნაკრების ბაზების ფოტოები. ნეტავ სად არის ამ ფოტოებზე ქართული "ნორმებით" აშენებულ-ჩადგმული კორპუსები?

ფოტოზე: "ბარსელონას" ბაზა

ფოტოზე: "რეალის" ბაზა

ფოტოზე: "იუვენტუსის" ბაზა

ნორმა კი ეს არის - ბაზა უნდა იყოს მშვიდ გარემოში და მის გვერდით კორპუსის აშენება იმდენად წარმოუდგენელი არქიტექტურული ნონსენსია, ევროპაში მასზე ნებართვის გაცემა აზრადაც არავის მოუვა. და თუ მოუვა, ამისთვის კვარტალურ პრემიას ნამდვილად ვერ მიიღებს. ბოლოს და ბოლოს, საქართველოში ისეთი ნორმები უნდა დავამკვიდროთ, ფულის შოვნის სურვილს ქვეყნის და ქალაქების არქიტექტურული იერსახე არ გადავაყოლოთ.

გამოსავალი კანონის მიღებაა, მათ შორის, არქიტექტურულ ნორმებზე. იმაზეც, რომ სტადიონებისა და ბაზების გასხვისებისას მათი პროფილის შეცვლა უნდა აიკრძალოს და ასე შემდეგ. აი, რაში უნდა მივბაძოთ ევროპას!..

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სოსო
ჯერ სამსართულიანი შენობა დაუშვეს,შემდეგ 15 ზე გადააკეთეს.ჯერ ბაზის ფარგლებში ან მიმდებარედ სამსართულიანის აშენებაც დანაშაულია და მერე მისი 15- მდე გაზრდა კორუფციულიადა ამას გამოძიებაც კი არ სჭირდება.რაც უნდა ამტკიცონ ქოცები ვართო,ტყუილი იქნება,ქოცები გაქუცდნენ.ქუცი,ქუციო, ღორს ვეძახით ხოლმე და ესენიც გაღორდნენ.ამათგან ხეირი უკვე აღარ იქნება.
ძია
სიას უნდა დაემატოს კორტები თავისი გარემოთი, ხე–მცენარეებით.
კახა ქირია
Jango. მე ჩემო კარგო დავიწყოთ იქიდან რომ აზრების მქონე ვარ და არა მატარებელი. მატარებელი სხვა რამის ვარ. კალძეზე მე კი არ მითქვია გინდა თუ არა უნდა ააშენოს მეთქი, რომ დაეხმაროს თავის მშობლიურ ქალაქს,სადაც დაიბადა.თუ როგორ მოექცნენ ეს იმათმა იკითხონ, კახამ მაგათ უკვე დიდი ხანია დაუმტკიცა თავისი საფეხბურთო კარიერით ყველაფერი.რაც შეეხება ორიგინალურობას დინამოს ხაშურში გადატანა....აი ეგ მართლა no comment t p.s.ეტყობა n.y.რედ ბულის პონტში მაგრამ,ნიუ ჯერსი ახლოა N.Y-თან
qutaiseli
რათქმაუნდა სტადიონი კიარა დინამოს პირველ რიგში კარგი ფეხბურთელები ჭირდება და სწორი მენეჯმენტი ისიც უდავოა რო ამ გუნდს არც თუ ისე დიდი ფინანსები აქ კარგი ფეხბურთელების მოსაყვანად ვიმეორებ კარგი და არა დიდი.ეგარი და ეგ თავისას კი ვერ ზრდიან რადგანაც ეტყობა მენტალურად ისეთი მწვრთნელები ყავთ რო პირველ რიგში ფინანსურ დაინტერესებას ეძლევა გასაქანი და არა ხარისხს რადგან სკოლა ფასიანია თუ ფული არიქნება ხელფასიც არიქნება და კარგი ფეხბურთელების გაზრდას კიდე ერთი სამი ოთხი წელი მაინც უნდა .ხოლო მაღალი დონის პროფესიონალები სამწუხაროდ წარსულში დარჩენ ან არავის აღარ ჭირდება.მინიმუმ ერთი 20 მილიონი უნდა დახარჯოს ამ კაცმა რო ერთი სამი კარგი უცხოელი შემსრულებელი იყიდოს რასაც ეტყობა არა ან ვერ ახერხებს ფინანსებიდან გამომდინარე ხოდა ცდილობს რაღაცას ჩაეჭიდოს ან თუ მყიდველი იქნება კლუბი სარფიანად გაყიდოს ეგარი და ეგ.
Jango
კახა ქირია მეგობარო შემ მგონი მართლა დაიჯერე რომ ბევრის მცოდნე და განსაკუთრებულად იდეალური აზრების მატარებელი ხარ? ;) კახა კალაძეს ფინანსურად საერთოდ არაფერი აქვს სამტრედიის კლუბთან, გარდა ადრეულ წლებში 1-2-ჯერ გაწეული ჰუმანიტარული რამდენიმე ათასი ლარის დახმარებისა (რისთვისაც მას დიდი მადლობა) რადგან ის სამტრედიიდან გაუშვეს "წაი ბიძია აქ შენგან ფეხბრუთელი არ გამოვაო" ( ზივზივაძის არ იყოს -ოღონდ თბილისში ). ხოლო მამამისი თუ მართავს საბიუჯეტი თანხებით დაფინანსებულ კლუბს,ეს უკვე სხვა თემაა და არაა აქ გასარჩევი. ასე რომ კალაძეს არც ეკუთვნის ამ სტადიონის აშენება და არც გვინდა მისგან აშენებული სტადიონი. სტადიონის აშენება ანუ აღდგენა/ კომპენსაცია 15 000 ტევადობის სტადიონისა ეკუთვნის საქართველოს რკინიგზას,რადგან მათმა უკანონოდ დაანგრიეს და ჯართში ჩააბარეს ეს სტადიონის ტრიბუნები. ფიფიამ რაც გააკეთა ფინანსურად ის დასაფასებელია და აქ ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ კლუბის მენეჯმენტი რომ ცუდი ჰყავს და ამდენი ფულის ხარჯვის შედეგი არ სჩანს ეს ყველას აღიზიანებს,რაც არ უნდა იყოს ბატონ რომანის მოგება შესდგება აზოტისა და ფეროს მუსაობიდან ამოღებული ფულით და იქ არსებული დაბალი ხელფასებით. ათასობით ადამიანი შემცირებულ ხელფასს იღებს რომ წარმოიქმნას მოგება და ამ მოგებიდან დაიდოს დინამოს ზარმაცი ფეხბურთელების საქართველოში ყველაზე მაღალი ხელფასები.ერთი დინამოელი 10 ჯერ მეტ ხელფასს ღებულობს ვიდრე ფეროს მუშა ,რომელსაც კიბოთი დაავადება გარანტირებული აქვს,აი ამას ვხვდებით ჩვენ ბატონო კახა, თქვენდა გასაოცრად ჩვენაც გვაქვს ინტელექტი. საქმე იმაშიცაა რომ თბილისში მოკვდა ფეხბურთის ყურების კულტურა, ის არსებობს მხოლოდ უცხოური კლუბების ან ნაკრებების შემთხვევაში და ეს არაა მხოლოდ ფეხბურთის პრობელმა, ეს საერთოდ სპორტის პრობლემაა თბილისში. არცერთ სპორტს არა აქვს ამხელა ქალაქის შესაბამისი დასწრება შიდა ჩემპიონატზე. ამიტომაც ამ კუთხითაა მძიმე ეს თემა. ჩვენ რომ ნაკრებისათვის ჰოკეისტები ვიქირავოთ და მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდეთ, მენტალურად ჰოკეის არმცოდნე ქართველები ჰოკეიზეც კი 50 000 მოვლენ, მაგრამ იმავე ბიჭებით რომ ეროვნული ჩემპიონატი ჩაატარო ჰოკეიში, 10 კაცზე მეტი არ მოვა. ასე რომ,ახლა ფიფიას საფიქრალი მართლაც არის მაყურებელი და ალბათ ერთ-ერთ ვარიანტად მართლა ვარგა კლუბის ქალაქიდან გატანა რამდნეიმე წლით,მაგრამ შორს. რუსთავში არავინ ეყოლება მაყურებლი,ერთი საუკეთესო ვარიანტია ხაშური, თუკი იქაურ სტადიონს აღადგენს რამდენიმე მილიონად (არც დაეკარგება მისი საკუთრება გახდება დ აგამაოდგება) რეგიონში დაბუდებულ დინამსო ეყოლება მაყურებელი, ხოლო თბილისში საერთაშორისო მატჩებზე ისედაც მი მკიუვა ყავაწრუპიათა არმია, ეგაა და ეგ. თუმცა ჯერ ყველაფერი იწყება არა დიდი ხარჯებიდან,არამედ სწორი მენეჯმენტიდან და აქედან უნდა გამოასწოროს კლუბში მდგომარეობა.
tngh
მართლა სერიოზულად გგონიათ ვინმეს, რომ ჩვენი ფეხბურთის საშველი და ბედი ერთი შენობის აშენება ან არ აშენებაზეა დამოკიდებული... დაანებეთ თავი არ არსებული მიზეზების გამოგონებას და სტადიონზე მობრძანდით... გულშემატკივრებო!!!
miwis mepatrone
ივან გროზნის არ ჭირდება დინამოს ცარიელი ტრიბუნების წინაშე თამაში და თხოვს ფიფიას პატარა, 4-5 ათასიანი სტადიონი აუშენოს და ფიფიაც უსრულებს მის სურვილს, მაგრამ საკიათხავია, ვის ხარჯზე? ჩემი ადგილი მოგინდა ბიზნესმენო? ვერ მოგართვეს!!!
vaxvax
რამდენი ხანია ამის შესახებ არის ლაპარაკი და მერია ყურს არ იფხანს.არაფერი არ გამოვა თუ ხალხი არ დაუდგა ამ საქმეს გვერდით.სად ხართ თბილისელებო? ვიცი უმცირესობაში დარჩით,ჩამოსულს კი დიდად არ ენაღვლება,მაგრამ ხმა უნდა ამოიღოთ.
alexandre
და რატომ არ დაბეჭდეთ ჩემი კომენტარი? ესე იგი თქვენც მხარს უჭერთ უკანონო მშენებლობებს. ძალიან სამწუხაროა. მომწონდა თქვენი საიტი. შევეცდები სამეგობროს გავაგებინო თქვენი პოზიცია და ისინიც როგორმე უთქვენოთ გაძლებენ
რას აღარ იტყვით
ავტორ შენს მიერ ჩამოთვლილი სტადიონები არაფრის მომცემია მაგ ქვეყნებში შობადობის დაბალი მაჩვენებელია და მაგიტო არ სჭირდებათ ახალი კორპუსები :)
leo
ამაში ფიფია 100 პროცენტიანია. თბილისის მერია არის კორუმპირებული ქვეყნის მტრებით დაკომპლექტებული
მერაბი. გ
იმ მიწას პატრონი ჰყავს! სალუქვაძე თუ აზრზე არაა, ფიფია ხომ ბიზნესმენია და უნდა იცოდეს, რომ ამქვეყნად მუქთი არაფერია; მივიდეს მიწის პატრონთან და მოურიგდეს რუსთავში, აზოტის ტერიტორიაზე ვინმემ სტადიონის აშენება რომ დააპიროს, ფიფია მუქთად შეივიწროვებს თავს? არამგონია
Alexander
ეს ვინმემ გააგდეთ დინამოდან
მათე
ამაზე სულელი კომენტარები არ წამიკითხია კაი კაცია ფიფია
კახა ქირია
თბილისის მერია თვითონ სამარცხვინო ორგანიზაციაა და აბა რა განცხადებას გააკეთებდა!როგორი მერიც ყავს ქალაქს, ისეთი მთავარი გუნდიც ყავს
კახა ქირია
უმადური ხალხი ვართ ქართველები. ნუ უკარგავთ ამ კაცს რაც გააკეთა მარა რაც გინდა გააკეთო მაინც უკმაყოფილოები არიან ესენი. დასავლეთ საქარველოში გააკეთოსო?! იქ არ ჰყავთ პატრონი. ხომ შეიძლება კალაძემ სამადლობელოს პონტში თავის ქალაქს დაეხმაროს პატარა სტადიონის აშენებაში. ესეთი თავდადებული გულშემატკივარი ერთი სტადიონის ღირსი არაა,ანდა ბათუმი ავიღოთ სირცხვილის გრძნობა დაკარგული გაქვთ უკვე რამდენი ხანია ეს ქალაქი უსტადიონოდაა. და ფიფიათი არიან კიდე უკმაყოფილოები
avoe
სტადიონი კი არა გუნდი ააშენე გუნდი რას დაამსგავსეთ ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელები მაინც მოიყვანეთ დინამო დაიყვანეთ ერთი საშუალო ქართული გუნდის დონეზე მოიყვანეთ წესიერი ახალგაზრდები კვასხვაძე ჰამზიჩი თედო გრიგალაშვილი ნიკა ჭანტურია ქიმაძე ხარაიშვილი პარუნაშშვილი დააბრუნეთ გუნდში თემურ შონია დათო ჯიქია თუ იმდენს ვერ ახერხებ რომ წესიერი ლეგიონერი მოიყვანო ის მაინც ქენით რომ საუკეთესო ფეხბურთელებით მაინც გააძლიერიო გუნდი
რეზო
ხო ჯობდა ჩუმად ყოფილიყო? ეყიდა და აეშენებინა :)
კახა
რა ეწერა კობიაშვილზე და ყაველაშვილზე?
ლევანი
ამ კაცს 2 ნორმალური ლეგიონერი ვერ უყიდია კლუბისთვის და სტადიონს ააშენებს?
იორდანე
მომეჩვენა, თუ ტექსტიდან კობიაშვილის და ყაველაშვილის გვარები უკვალოდ გაქრა
იორდანე
სად არიან ამ დროს პარლამენტარი ფეხბურთელები და თუ ეკითხებათ რამე საერთოდ? საინტერესო იქნება მათი კომენტარი ამ საკითხთან დაკავშირებით. ისე, კაცმა რომ თქვას, ახია ქართულ ფეხბურთზე.
buba
ბატონო რომან, სტადიონს მშენებარე კორპუსის ადგილზე ააშენებთ? ეს როგორ! ეყოფა კი სტადიონის აშენებას აღნიშნული ადგილი? თქვენს პირს შაქარი, მაგრამ არა მგონია!!!!!!
ქუთაისელი
სირცხვილია! სირცხვილია დინამოს ბაზას 18 სართულიანი კორპუსი დაჰყურებდეს თავზე! ერს უნდა ქონდეს ნებისყოფა, რომ სადაც ასაშენებელი არაა იქ არ ააშენოს.
gurami
წარმატებები ბატონ რომას და დინამო თბილისს, მაგ ტერიტორიაზე კორპუსის აშენება დაუშვებელია.
beqa
ფიფიას ეხლა გაახსენდა ეგ ადგილი? ასჯერ შესთავაზეს ,მაგრამ ფულის გადახდა არ უნდოდა,მუქთად უნდოდა ხელში ჩაეგდო.ერთი 8-10 წელია ეგ ადგილი ბაზრის გაყიდვის შემდეგ თავისუფალია და ინვესტორს ეძებდნენ,ეხლაც უნდა მუქთად ჩაიგდოს ხელში,მერიის ხარჯზე.გაუცვალონო,სხვა ადგილი მისცენო,წადი და დაელაპარაკე პატრონებს,მაგრამ მაგასაც არ კადრულობს, ტელევიზიით და გაზეთებით ცდილობს აჟიოტაჟის ატეხვას,ერთი "არაგვის" ადგილას ააშენა რამე
akaki kvantaliani
კი, აბსოლიტურად ვეთანხმები იმ ხალხს, ვინც სავარჯიშო ბაზის სიახლოეს საცხოვრებელი კორპუსუს მშენებლობას აპროტესტემს, თუმცა სასაცილოდ ჟღერს აქ გრანდი გუნდების სავარჯიშო ბაზებზე აპელირება (არც ერთიეს ბაზა არ არის სალაქის დსახლებულ ადგილებში). ადრე დინამოს ვაზასთან მიახლოება და თვალის ერთი შევლებაც ვარჯიშისა, დიდი სიამოვნება იყო. ახლა ვის რაში აინტერესებს ამათი ვარჯიში, მით უმეტეს კორპუსიდან რომ დაუწყონ ყურება. მარტო ეს კორპუსი რომ შენდებოდეს კიდევ ხო!!! ბაზის გარშემო ხომ ადრეც აშენებულა კორპუსები და ბაზა ფაქტიურად მათ ტყვეობაშია დიდი ხანია. ფიფიას ურჩევნია ახალი სტადიონის მაგიერ, ახალი და ძლიერი გუნდი ჩამოაყალიბოს, ტყუილად რომ დაკარგა ამდენი წლები. დაუჯინია აკადემია, აკადემია!!! სად არიან ამ აკადემიის აღზრდილები? იქნებ გამოაჩინოთ.
kai bichi
tu stadionis asheneba shegizliat, dasavlet sakartvelos daexmaret da ik aashenet stadionebi, tkveni gundi ik ar chadis satamashod? zota ragazas daamsgavset chempionati, kvelaferi tbilishi, rom gindat aashenot tkve unamusoebo.
დინამო
სირცხვილია რაა! მეტის ღირსები ვართ ამ ნარმანიას გადამკიდე :@
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"უოტფორდმა" ჩიქოვანის ტრანსფერი დეტალების გარეშე დაადასტურა
"ბაიერნს" გიორგის შეძენა ძალიან უნდოდა, კონტრაქტი დამიდეს და ამ თანხებს გვიხდიდნენ, რუმენიგემ კი პირადად მითხრა, რომ..." - სალუქვაძემ ახსნა, რატომ არ გადავიდა ჩაკვეტაძე მიუნხენურ გრანდში
"არ შეიძლება ყველაფერი მწვრთნელს დავაბრალოთ, კაცმა დაგაყენა „ალმერესთან“ 10 ნომერზე, მთელი პირველი ტაიმი კარში არ დაურტყამს, მწვავე პასი არ გაუკეთებია..." - ლევან სალუქვაძემ გიორგი მიქაუტაძეზე ისაუბრა
"როგორც ვიცი, ამის გამო კანკავა ნაკრებიდან გულდაწყვეტილი და ნაწყენი წავიდა... აზაროვის გამოუძახებლობის მიზეზზე ეს ჭორი გავიგე..." - სალუქვაძე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაზე
ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა
"ჯანომ ერთი წუთი მაინც რომ ითამაშოს საქართველოს ნაკრებში, მერე რუსები ვეღარ წაგვართმევენ-მეთქი"
ნოდარ ახალკაცი: პრეზიდენტობიდან გადადგომის მიზეზი მხოლოდ ეს არ ყოფილა...
Geo Team: "უოტფორდში" ქართველი თავდამსხმელი გადადის
"აცადეთ რა ამ ბიჭს თამაში! რომ იწყებთ, "ნაპოლი" ამდენს იხდის, "არსენალი" ამდენს, გეტყვით, რომ..." - სალუქვაძე კვარაცხელიაზე
"ქართულ კლუბებში უმეტესად ბაყაყები მუშაობენ, რომლებსაც უნდათ ჭაობში სხდომა" - ლევან სალუქვაძემ ქართულ საკლუბო ფეხბურთზე ისაუბრა
"2026 წლიდან, 10 წლის თავზე, დიდი ძალისხმევის შედეგად, სამართლიანობა იზეიმებს და "დინამო თბილისს" ექნება დაფინანსების სხვადასხვა წყარო" - რომან ფიფიას განცხადება
Geo Team: ჩიქოვანმა "უოტფორდთან" კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ ჯერ ბელგიაში ითამაშებს
ნოდარ ახალკაცი ფიფას ევროპის ასოციაციების ხელმძღვანელის პოსტს დაიკავებს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ექსპრეზიდენტი ფიფაში დააწინაურეს
თბილისის "დინამო" კლუბის ნაწილობრივ გაყიდვას არ ადასტურებს
საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...
1982 წელს ახალკაცის, ბესკოვისა და ლობანოვსკის ერთად ყოფნამ დაგვაბნია - ბლოხინმა წარსული გაიხსენა
"სირცხვილია! კუპატაძის ბრალია ყველაფერი?! 30 წელია რაღაცას არასწორად ვაკეთებთ, სანამ არ დავიწყებთ ჩვენს შეცდომებზე საუბარს..." - ლევან სალუქვაძე ქართული გუნდების ევროტურნირებზე გამოსვლას ეხმაურება