ცნობილ ქართველ მწვრთნელსა და მეცნიერს ქართულ ფეხბურთში არსებულ ზოგად ვითარებაზე ვესაუბრეთ
ცნობილ ქართველ მწვრთნელსა და მეცნიერს, ელგუჯა გუგუშვილს ქართულ ფეხბურთში არსებულ ზოგად ვითარებაზე ვესაუბრეთ.

როგორც ყოველთვის, მან ამჯერადაც საინტერესოდ და ამომწურავად ილაპარაკა...

"ბევრი პოზიტიური სიახლეა ჩვენს საფეხბურთო ცხოვრებაში. პირველად ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში შემოღებულია ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე გუნდების დაფინანსების და პრემიალური სისტემები, რომლებიც ფეხბურთის განვითრების და სოლიდარობის ფონდიდან განხორციალდება, რაც უდავოდ დიდი საქმეა.

ფეხბურთი სწრაფად, რომ განვავითაროთ, უწინარეს ყოვლისა, დახმარება და თანადგომა სჭირდება ჩვენს უახლოეს რეზერვს - ბავშვთა და მოზარდთა ფეხბურთს. ბავშვთა ფეხბურთში მომუშავე მწვრთნელების შრომის ანაზღაურება ძალიან მცირეა, რომელიც ხშირად გზის ფულად არ ყოფნით, მაგრამ მაინც საყვარელ საქმეს არ ღალატობენ, მუშაობენ თითქმის ენთუზიაზმზე...

სამი ფაქტორია, რომელიც მწვრთნელის კარიერას განაპირობებს - საზოგადოებრივი აზრი, კლუბის პრეზიდენტი და კოლექტივი. ჩვენთან კლუბის პრეზიდენტი წყვეტს მწვრთნელის ბედს, მისი გუნდში დანიშვნის ან გაშვების საკითხს, დანარჩენი ორი ფაქტორი კი სრულიად იგნორირებულია.

როცა პრეზიდენტი ნიშნავს მწვრთნელს, რომელიც ვერ აჩვენებს სასურველ შედეგს, ვინ არის პასუხისმგებელი? კლუბის პრეზიდენტი? არა, რეკომენდატორი, სხვანაირად აგენტებს რომ უწოდებენ. ჩამოიყვანეს ფეხბურთელები ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა მარტინიკა, ბურკინა ფასო, სიერა ლეონე და ასე შემდეგ...

განა საოცრება არ არის, რომ თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე 27 წლის განმავლობაში ერთი ღირსეული ქართველი მწვრთნელი ვერ მოინახა, რომელიც 3 წლის განმავლობაში გაწვრთნიდა "დინამოს"?

ევროტურნირებზე ჩვენი გუნდების წარუმატებელი ასპარეზობის ერთ-ერთი მიზეზი გუნდებში მწვრთნელების ხშირი ცვლაა...

ჩვენთან საკმაოდ ბევრია უმუშევარი სპეციალისტი, რომლებმაც ქართულ ფეხბურთს ბევრი კარგი შესძინა.

მისასალმებელია ახალგაზრდა მწვრთნელების დაწინაურება, რომლებსაც სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში ვხედავთ. ამავდროულად, სასურველი იქნებოდა, როგორც საკლუბო გუნდებში, ასევე ნაკრებშიც, თუ კონსულტანტებად გამოცდილ და კვალიფიციურ მწვრთნელებს დანიშნავენ, რაც, ერთი მხრივ, დაასაქმებს გამოცდილ მწვრთნელებს, მეორე მხრივ კი მათ საშუალებას მისცემს, რომ დაგროვილი ცოდნა გადასცენ ახალგაზრდა კოლეგებს. დარწმუნებული ვარ, შედეგი არ დააყოვნებს...

კლუბებში, განსაკუთრებით კი ნაკრებში, საქმის ნახევარს წყვეტს კვალიფიციური მწვრთნელის შერჩევა. ახალი მწვრთნელისგან ელოდებიან სტაბილურ შედეგს, თამაშის ხარისხის გაუმჯობესებას და ა.შ.

არის მეორე ნახევარი, ეს ფეხბურთელებია. მწვრთნელს უფრო უჭირს, ვიდრე ფეხბურთელებს. თუ გუნდმა სასურველ შედეგს ვერ მიაღწია, მწვრთნელია დამნაშავე, თუ გუნდი კარგად თამაშობს, ვაშა ფეხბურთელებს! არავინ საუბრობს, რომ ფეხბურთელები ცუდად თამაშობენ, ისინი გუნდში რჩებიან, მწვრთნელს ათავისუფლებენ, სამწუხაროდ ასეა.

საერთოდ, ნაკრების მთავარი მწვრთნელის ბედი დამოკიდებულია თითოეული მატჩის შედეგზე. ვიყოთ გულახდილები -

დიდი ხანი არ არის, რაც ვაისმა გუნდი ჩაიბარა და პრაქტიკულად შეუძლებელია, მოკლე პერიოდში მოიპოვოს სერიოზული წარმატებები და რევოლუციური ცვლილებები მოახდინოს. ვიდრე ფეხბურთელები მიეჩვევიან მის სტილს, ხასიათს, ტაქტიკას და ასე შემდეგ, იქნება შეცდომები, პრობლემები. პრობლემები კი იმიტომ არის, რომ ვეძებოთ, ვიპოვოთ და ეტაპობრივად მოვაგვაროთ. ამისთვის დროა საჭირო...

მწვრთნელი დაკავებული უნდა იყოს საწვრთნელი პროცესების ჩატარებით და ტექნიკური პრობლემებით, თუ ამგვარი არის. დანარჩენი საკითხების მოგვარება კლუბის სპორტული დირექტორის ფუნქციაა. კარგი იქნება, თუ გამოვიჩენთ ინიციატივას და მწვრთნელთა კვალიფიკაციის ამაღლების პარალელურად, ჩატარდება სპორტული დირექტორების კვალიფიკაციის ამაღლების კურსები, სადაც მათ შეასწავლიან ამ თანამდებობაზე მუშაობის სპეციფიკას.

სასურველი იქნებოდა, თუ რეგულარულად ჩატარდება ფეხბურთთან დაკავშირებული კონფერენციები, მრგვალი მაგიდები, სემინარები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სპეციალისტები, მედია და გულშემატკივრები. აქ განხილული უნდა იყოს ფეხბურთთან დაკავშირებული აქტუალური და საჭირბოროტო საკითხები...

და ბოლოს, დიდი სურვილი მაქვს, ახალი ფედერაციის მიერ მოტანილმა სიახლეებმა ფუჭად არ ჩაიაროს. ქართულ ფეხბურთს ძლიერი ფუნდამენტი აქვს, მას მყარი კარკასი სჭირდება", - გვითხრა ელგუჯა გუგუშვილმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

mkiTxveli
რამდენიმე საყურადღებო მოსაზრებაა
gia
ბატონო გუჯა კარგად მსჯელობტ
ვაი ჩვენს პატრონს
ეს რა უბედურება გვჭირს, რატომ უნდა ვკითხულობდეთ მუდამ ბრტყელ-ბრტყელ უაზრო ინტერვიუებს, რატომ უნდა იწერებოდეს გაუთავებელი და უაზრო ლაი-ლაი;ამ კაცს ისევ ის დრო გონია, როცა ხალხი ზოგადი საუბრებით და ლოზუნგებით ბოლდებოდა. ეჰ, წავიდა ეგ დრო ბატონო მეცნიერო! ასეთი უაზრო და არაფრისმთქმელი ინტერვიუს რომ წერს ჯურნალისტი ის არის სავალალო, თორემ ეგ კაცი, რომ მეცნიერობას იბრალებს ძველი ინტერვიუებიდანაც ჩანდა. განა არ შეიძლებოდა ამხელა უაზრო ინტერვიუს ნაცვლად დაეწერა ფეხბურთში არსებულ ერთ კონკრეტულ პრობლემაზე და ფაქტებით გაერჩია თემა, მეორე კვირას- მეორე პრობლემაზე და ა.შ. როდემდე უნდა გაგრძელდეს ლოზუნგომანია სპორტულ ჟურნალისტიკაში?
vep1963
რას ბოდავთ ბატონო გუჯა.მყარი საფუძვლებიო და აქვე ბავშვთა ფეხბურთს უნდა მიეხედოსო.სწორედ ბავშვთა ფეხბურთია საფუძველი ,ჰოდა მას თუ ეხლა უნდა მიეხედოს ,როგორ გამოდის რომ ჩვენს ფეხბურთს ადრე მყარი საფუძველი ჰქონდა? სწორედ თქვენნაირმა ხალხმა დაულპო ქართულ ფეხბურთს საფუძვლებიცა და იმედებიც.სანამ ახალგაზრდა ნასწავლი თაობა არ მოვა ქართული ფეხბურთის საშველი არ იქნება.
mamukas
შენ გეტყობა გჯერა და გაიარე.
მამუკა
ეს კაცი არის პროფესიონალი მწვრთნელი,სხვათაშორის გაწვრთნილი ყავს უცხოური გუნდებიც,არის აკადემიკოსი და თუ კარგად წაიკითხავთ მის აქ გამოთქმულ აზრს (არა მარტო)ფეხბურთში ჩახედულ კაცს არ უნდა გაუჭირდეს მისი აზრის სისწორეში დარწმუნება.
zestafan-ს!
ჩემი სათქმელიც ეს იყო
0000
რაც თავი მახსოვს, ამ კაცის ბრტყელი სიტყვების რახა_რუხს ვკითხულობ.წერს ყველაფერზე და თან არაფერზე.რა მყარი საფუძველი? ბიუჯეტის ფულით დაფინანსებული ე.წ კლუბის პრეზიდენტების ხელფასია მყარი საფუძველი?
zestafan
სად ნახა ამ კაცმა მწვრთნელზე დალხენილი ფეხბურთელი& ეს კაცი სხვა ქვეყნის ჩემპიონატზე ხომ არ ლაპარაკობს,ფეხბურთელები გუნდში რჩებიან და მწვრთნელებს უშვებენო, მარტო დინამომ,ზესტაფონმა ლოკომოტივმა და სხვებმა რამდენი ფეხბურთელი გაუშვეს ვინ მოსთვლის.ესეთი არაფრის მთქმელი ინტერვიუ კარგა ხანია არ წამიკითხავს.
ტოტო
ამას,რომ მწვრთლელი და მეცნიერი ჰქვია იმიტომ არის ჩვენი საქმე კარგად. კომედიანტები.
"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
ფეხბურთი კალათბურთს დაემსგავსა... ელგუჯა გუგუშვილი თანამედროვე ფეხბურთზე
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
"ბურთს რომ ლაპარაკი შეეძლოს, ჩვენს ფეხბურთელებს ოთხ შეკითხვას დაუსვამდა"
ელგუჯა გუგუშვილი: ეროვნული ნაკრების მწვრთნელი სასწრაფოდ!
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
ელგუჯა გუგუშვილი: ვაისი უნდა დარჩეს!
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
ის, რაც დავკარგეთ... კანონმდებლობა თუ არ შეიცვალა, რაც გადარჩა, ისიც აღარ შეგვრჩება
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
სპეციალისტის აზრით: ეს კახა ცხადაძის მხრიდან სწორი გათვლა იყო
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ