დანიურ "ოსბიერგში" გადასულმა ქართველმა თავდამსხმელმა Sportall.ge-ს პირველი შთაბეჭდილებები გაუზიარა

ფოტოზე: ბუდუ ზივზივაძე და ოთარ კაკაბაძე უკვე თანაგუნდელები არიან

საქართველოს გარდამავალი საფეხბურთო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი, "სამტრედიის" ყოფილი ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე კარიერას დანიურ "ესბიერგში" გააგრძელებს. ზივზივაძემ დანიურ კლუბთან 2,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

- ოფიციალურად: ბუდუ ზივზივაძე კარიერას დანიურ კლუბში გააგრძელებს

ზივზივაძის ტრანსფერზე ბევრი იწერებოდა და თავად ფეხბურთელიც ადასტურებდა, რომ პოლონური და პორტუგალიური კლუბებიდან ჰქონდა შემოთავაზებები, თუმცა, საბოლოოდ, დანიას მიაშურა და დღესდღეობით გასავარდნ ზონასთან ახლოს მყოფ "ესბიერგში" ჩაირიცხა.

თუ რატომ აირჩია ეს კლუბი, როგორ დახვდნენ კლუბში და როგორ იმედებს ამყარებენ მასზე, ამაზე ზივზივაძემ Sportall.ge-სთან ისაუბრა.

- როგორც ვიცით, სხვა კლუბებიდანაც გქონდა შემოთავაზებები... რატომ "ესბიერგი"?

- კი, 2-3 შემოთავაზება ნამდვილად მქონდა, თუმცა ყველაზე მეტად ამ ვარიანტმა მომხიბლა. ვფიქრობ, დანიის სუპერლიგა საკმაოდ ძლიერი ჩემპიონატია და აქ თამაში ფეხბურთელის განვითარებისთვის ძალიან კარგია.

- კლუბის მიზანი ალბათ სუპერლიგაში დარჩენაა...

- გასავარდნ ზონასთან ახლოს ვიმყოფებით და ცხადია, მიზანი სუპერლიგაში დარჩენა იქნება, რაც, ჩემი გადმოსახედიდან, სავსებით რეალურია. კარგი გუნდი ვართ და ადგილის შენარჩუნებას აუცილებლად შევძლებთ.

- გულშემატკივართა გარკვეულმა რაოდენობამ შენი ტრანსფერი უარყოფითად შეაფასა. ელოდი ასეთ გამოხმაურებას?

- ქართველებს ყოველთვის გვსურს, რომ ჩვენმა ფეხბურთელებმა მაღალი დონის გუნდებში ითამაშონ... მაგრამ სამწუხაროდ, ამ დონეზე ჯერ არ ვართ. ამიტომ მიმაჩნია, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა განვვითარდეთ და აუცილებლად მოვა დრო, როცა ქართველებიც ითამაშებენ მაღალი დონის კლუბებში.

პირადად მე დანიის სუპერლიგაში თამაში განვითარებაში დამეხმარება, რის შემდეგაც უკვე შემეძლება ტოპ-ჩემპიონატებზე ფიქრი.

- კლუბის ხელმძღვანელობას შენს როლზე ალბათ გაესაუბრებოდი. ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად მოიაზრები?

- კი, მქონდა საუბარი და ძირითადის ფეხბურთელად განმიხილავენ. ზოგადად კი, გუნდში მაღალი კონკურენციაა და ეს კარგია, უფრო მაძლიერებს.

- კლუბში როგორ დაგხვდნენ, ივარჯიშე უკვე გუნდთან ერთად?

- გუშინ გუნდთან ერთად მსუბუქად ვივარჯიშე. ყველაფერმა კარგად ჩაიარა. კლუბში ისე კარგად დამხვდნენ, რომ შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს აქამდეც მიცნობდნენ. საკმაოდ მეგობრული გუნდი ჩანს და ეს წარმატების მიღწევაში დაგვეხმარება.

- კლუბში ოთარ კაკაბაძეც დაგხვდა...

- კაკაბაძე ჩემი მეგობარია, ერთად არაერთხელ გვითამაშია და ვფიქრობ, ადაპტაციის გავლაში ის ძალიან დამეხმარება. ოთო ნამდვილად პროფესიონალი ფეხბურთელია და კარგია, რომ მასთან ერთად გავიზრდები.

samtredia
ბუდუ მეტი არაა ჩემი მტერი რამე კაი გამოვიდეს მაგ საქმიდან ჯერ გავარდებით მერე დუბლებში მოგიწევს ყოფნა სამტრედიული კლიმატის შემდეგშენ მაქ ერთი წელი მარტო შეგუება გაგიჭირედება ნეტა ვცდებოდა სამტრედიასაც დააკლდი და მაქც ვერაფერი ხეირი იქნება შენი ყოფნა,
samtredia
ბუდუ მეტი არაა ჩემი მტერი რამე კაი გამოვიდეს მაგ საქმიდან ჯერ გავარდებით მერე დუბლებში მოგიწევს ყოფნა სამტრედიული კლიმატის შემდეგშენ მაქ ერთი წელი მარტო შეგუება გაგიჭირედება ნეტა ვცდებოდა სამტრედიასაც დააკლდი და მაქც ვერაფერი ხეირი იქნება შენი ყოფნა,
luk
საქართველო! ქვეყანა სადაც ბარში დაჯდომა გულავს ნიშნავს! :D ეს საქართველოშია გულავი და ბარებში მარტო ვითომ სვეტები რო დადიან თორე ევროპაში ბარში საუზმობენ,საღამოს მიდიან მეგობრების სანახავად,ლუდის დასალევად,და ისეთი პასებიც არ არის როგორიც ჩვენთან ლუდი 10 ლარი რო ღირს. კულტურაა ასეთი. შეადარეს სამტრედია და დანიური ესბიერგი!!! კარგით რა! დანიაშია კოპენჰაგენი,ბრონდბი,კარგად ითამაშებს დაინტერესდება რომელიმე,მეტი გასაქანია იქიდან.მთავარია არ გაჩერდეს ფსიქოლოგიურად!
giorgi
დანის ჩემპიონატი არაა მაღალი დონის მაგრამ საქართველოს ჩემპიონატს ჯობია ბევრად დონითაც და ფინანსურადაც და რაც არ უნდა იყოს ევროპაა და იქ უფრო მეტი პერსპექტივა აქვს სამომავლოდ ვიდრე აქ დაეხმარა სამტრედიას ჩემპიონობაში ითამაშა ორი სეზონი თუ სამი მადლობის მეტი რა გეთქმით ხალხო ამ ბიჭისთვის 22 წლის ბიჭია და წავიდა ევროპაში რო გაიზარდოს და დონე აიმაღლოს და წარმატებები ვუსურვოთ ამ კაცს
CHEROELI
ახალგაზრდა ბიჭია წავიდეს ნახოს ქვეყანა,რომ დარჩენილიყო მერე შეიძლება ენანა შანსი მქონდა და არ გამოვიყენეო,ისე ყველა ისეთ გუნდში თამაშობს რა დონის ფეხბურთელიცაა,ნურავის ეგონება რომ ვიღაცას ვერ ამჩნევენ ან ვერ აფასებენ,მიკროსკოპებით აკვირდებია ფეხბურთელებს.
კახა ქირია
კობა ბარნაბიშვილს. სრული ჯეშმარიტებაა
samtrediel qomagebs
რას ამადლით ამ ბიჭს თქვენთან გადმოსვლას.რომ არა ცეცაძე და ეს ბიჭები ჩემპიონობას ეღირსებოდით?კიდე კაი ეს ბიჭები რომ მოვიდნენ ცეცაძესთან ერთად,თორე ოცნებად დაგრჩებოდათ ჩემპიონობა..))))))
CE
სად დანია და სად საქართველოო.10 ჯერ მეტად ითქმის ესბიერგის და სამტრედიის კონტრასტზე ესბიერგი როგორც ქალაქი არ გაინტერესებთ? შედით ამ ლინკზე და შეადარეთ მერე სამტრედიას :) http://www.galenfrysinger.com/denmark_esbjerg.htm http://www.panoramio.com/photo/16145199 სტადიონი შევადაროთ ხელოვნურ საფარს? კი ბატონო http://efb.dk/traengsel_paa_gl_vardevej_foer_og_efter_fodboldbraget გულშემატკივრები ცივებიო და დაგუგლეთ და ნახავთ ვინაა ცივი. თუმცა სამტრედიაშიც საქართველოს პირობებზე კარგი გულშემატკივრობა იცით, მაგრამ ევროპელებს მაგაში ჯერ ვერ შევეჯიბრებით.
tngh
წავიდა იქ, სადაც უკეტესი პირობები შესთავაზეს და ძირითადში თამაშის მეტი შესძლებლობა... რა არის ამაში საკვირველი. თუ მოინდომებს, ნაკრებსაც გამოადგება და უკეთეს გუნდშიც მოხვდება. წარმატებები მინდა ვუსურვო!!!
balehiki samtredidan
ეს გინდოდა შენ ბუდუ ბარში მომჯდარხარ უკვე აბა სამტრედიაში სად იყო ბარი და გულავი. ისე ნურავის ეწვის სამტრედილების გარდა ჩვენ შევქენით ზივზივა თუ არ გჯერათ კითხეთ ყველასგან მივიწყებული იყო გული გვწყდება უბრალო არაფერში გაგვცვალა მარტო ესბიერგი არი ალბათ როგორც ქალაქი უკეთესი.
ზურაბი
სადაც დანიურ გუნდებს შეხვდენენ ჩვენი გუნდები, ყველგან მოუგეს(დინამომ, დილამ), ფეხბურთელები კი ხელფასის გულისთვის ამ უფრო დაბალი დონის გუნდებში გადადიან, მაგრამ ვეღარ პროგრესირებენ (ვაწაძე, სხირტლაძე და სხვა). გასაგებია, ფეხბურთელი ფულის გულისთვის აგრძელებს კარიერას ამ ჩვენზე დაბალი დონის ჩემპიონატში, მაგრამ ჩვენ და ჩვენს ფედერაციას რა უხარია?
კობა ბარნაბიშვილი
QWERTY-ს. მალადეც. ჩემპიონ ირონიაში. ირონიულად მოაზროვნე ხალხი კი, ყველაზე დაბალმოაზროვნე ხალხია ყველგან და ყველა დროში. ირონია, რომელიც მოჩვენებითობას, თვალთმაქცობას, თავაზიანობით შენიღბულ დაცინვას და დამცინავი გადაკვრით ნათქვამს ნიშნავს, სრულად ასახავის იმ ადამიანის სახეს და უგვანობას, რომელიც ამას აკეთებს. ამ შემთხვევაში ეს თქვენ ხართ. ნათქვამია -"დაცინვას კაცი არ მოუკლავსო", ხოლო დამცინავს პირიქით ემართება. ასე რომ.... ბუდუს კი წარმატებებს უსურვებ, ყოველგვარი ირონიის გარეშე.
batumski
samtredski-ს. გამოდის, რომ შენი აზრით რა დონეზეც არ უნდა ასულიყო ეს ფეხბურთელი, პროვინციულ ქალაქ სამტრედიიდან და მისი პროვიციული საფეხბურთო გუნდიდან არსად არ უნდა წასულიყო!!! კაი რა თუ ძმა ხარ. ან რა ასეთი განსაკუთრებულია სამტრედიელი "ბალელშიკობა".
samtredski
სიცვე იყო ბიჯო ? სამტრედიული სითბო რო მოგენატრება მერე გვიან იქნება მაქ ჩვენნარი ბალეშიკები არ გეგონოს უცებ გაგწირავენ.
კახა ქირია
კაცი ევროპის ერთერთი ყველაზე უსუსტესი, ყველაზე სუსტის თუ არა, ჩემპიონატის გათამაშების მონაწილეა(მერე რა რო ჩემპიონის გუნდში თამაშობდა)და რატო გონია ამ ხალხს რომ ტოპ გუნდი მიიწვევადა ვერ გამიგია
gio
გილოცავთ ბუდუ წარმატებებით გევლოს წინ..
QWERTY
მართლაც არაჩვეულებრივი ეპოპეა გელოდება ბუდუ შენ,კონტრაქტიც სწორად გაუფორმებია იმ ხალხს შენთან. 2.5 წელიწადი მართლა საჭიროა რომ ჯერ გავარდე ლიგიდან, მერე კი მინიმუმ 1 წელიწადი დაბალ ლიგაში ირბინო და შემდეგ უკან დაბრუნდე :) წინასწარ ჰქონია გათვლილი კლუბის მენეჯმენტს ყველაფერი, თანაც 500 000 ევროიანი ფეხბურთელი უფასოდ ჩაიჯიბა. ბუდუც დიდ გამოცდილებას მიიღებს.აქამდე მას არ ჰქონდა გამოცდილება ლიგაში დაქვეითების და მერე აღზევების,ახლა კი ამის შანსი საკმაოდ დიდი აქვს. ისწავლის სირბილს, გაეცნობა სხვა ლიგების დონესაც და გამოცდილი,დაბრძენებული დაუბრუნდება საქართველოს პრო ლიგა2-ის რომელიმე ღარიბ კლუბს. აბა შენ იცი, წარმატებები ბუდუნა.
ucnauri
კაკაბაძე თვითონ გასაზრდელია შენ რანაირად მოგხედავს??!!
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უოტფორდმა" კვლავ იმარჯვა და უკვე პლეი-ოფის ზონაშია
საქმე სერიოზულადაა. წიტაიშვილს რიგი დაუდგა - ბუნდესლიგის კლუბი წინადადებას ამზადებს
"შახტარს" აზაროვი და კიდევ შვიდი ფეხბურთელი დატოვებს
აღიარებაც ასეთი უნდა - კაპაძე 2025 წლის ნაკრებების საუკეთესო მწვრთნელთა ათეულშია
სუპერლიგის პირველი წრე დრამატული მატჩით დასრულდა – ორბმა რუსთავი ოვერტაიმში დაამარცხა
ხორდი კრუიფი "აიაქსის" სპორტულ დირექტორად დაინიშნა
"გერმანია და ბრაზილია ტოპ 5-ში არ არიან" - კროოსმა მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა
ედინსონ კავანიმ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
[VIDEO] მამუკელაშვილის 22 წუთი და ბარნსის საოცარი მატჩი - "ტორონტომ" "გოლდენ სტეიტი" ოვერტაიმში დაამარცხა
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგმა" ადვილად გაიმარჯვა
"ინშალა". გოლი ყოველ 5 წუთში "რეალის" კარში - ლაპორტამ თქვა, რა არის სამოთხე
Globe Soccer Awards. საუკეთესო ფეხბურთელი დემბელე გახდა - კვარაცხელია თავდამსხმელებში ნომინანტებს შორის იყო
ჰოილუნის ლიდერობით - "ნაპოლიმ" "კრემონეზეს" მოუგო
"გაზაევი ულვაშა ჰომოსექსუალია" - კიევის "დინამოს ყოფილი" ფეხბურთელი
"ნაპოლი" აღარ ხუმრობს - მზადაა "რეალის" 18 წლის შემტევი 50 მილიონად შეიძინოს
"მანჩესტერ იუნაიტედი" "რომას" ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი
"მომატებული 5 კილოგრამი ასე დავიკელი" - პეპ გვარდიოლა
"გუნდი არ ვიყავით, ყველა თავისთვის თამაშობდა" - ვიტინიამ მესი-ნეიმართან ერთად თამაშის პერიოდი გაიხსენა
"დაკარგული ჯერ არაფერია. "ლივერპულმა" "მანჩესტერ სიტის მსგავსად უნდა იმოქმედოს" - ჯეიმი კარაგერმა მერსისაიდელებს რჩევა მისცა
[VIDEO] პსჟ-ს ფეხბურთელებმა დემბელეს დასცინეს
საქართველოს ხელბურთის ეროვნულმა ფედერაციამ 2025 წელი შეაჯამა
GFF Awards 2025 - საუკეთესო ფეხბურთელად კვარაცხელია დაასახელეს
ბუდუს "ჰაიდენჰაიმმა" ზედიზედ მეორე მატჩი შემოატრიალა
Lelo.ge: ბუდუ ზივზივაძე თბილისის "დინამოში" ითამაშებს
გოჩოლეიშვილი სასტარტოშია - მამარდაშვილი და ჩაკვეტაძე სათადარიგოთა შორის არიან
გიორგი პაპუნაშვილმა და "სარაგოსამ" ოვიედოში ქულა მოიპოვეს
საიდან შეიჭრა და როგორ გაიტანა - კაკაბაძის გოლით "კრაკოვიამ" გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]
"ჰაიდენჰაიმი" ტრავმირებული ზივზივაძის გარეშე "სანკტ-პაულისთან" დამარცხდა
"ძალა ჩვენშია, რომელიც ერთიანობაშია" - "ჯვაროსნების" მატჩისწინა ვარჯიში და კომენტარები
ყველას ვურჩევდი, ეს არ გააკეთონ... - ინტერვიუ ბუდუ ზივზივაძესთან
ხვიჩა ქუვეითისკენ, ქართველები "ბარსასა" და "ბაიერნის" წინააღმდეგ და მატჩი ახალ წელს
ლაშა პარუნაშვილმა და "ესბიერგმა" სტუმრად "ვენდსისელს" მოუგეს
"სირცხვილია, მისგან პასი აღარ მიიღოთ!" - გია ჭანტურიამ კაკაბაძის განცხადების შემდეგ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს მიმართა
ექსკლუზივი. ოთარ კაკაბაძე: მთავარია შემოთავაზება, თორემ დაინტერესება ახლაც არის...
ოთარ კაკაბაძე "კრაკოვიას" კაპიტანი გახდა
საქართველოს ნაკრებს ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელი გამოაკლდა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" ბერლინში თითქმის წაგებული მატჩი მოიგო
ლაშა პარუნაშვილი: ევროპაში წასული საქართველოში საკუთარი ნებით არ ბრუნდება
ბუდუ ვერ დაეხმარა - "ჰაიდენჰაიმი" "ბაიერნთან" განადგურდა
"გამეღიმა, როცა ეს ამბავი გავიგე" - "კრაკოვიას" პრეზიდენტმა კაკაბაძეზე ისაუბრა