საქართველოს ნაკრებში სლოვაკზე უარესი შედეგი საწყის ათ მატჩში მხოლოდ ექტორ კუპერს ჰქონდა...
მას შემდეგ, რაც საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა, 23 წელი გავიდა და ამ ხნის განმავლობაში მის სათავეში 21 მწვრთნელი შეიცვალა. ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრების 22-ე მწვრთნელია, მე-7 უცხოელი სპეციალისტი.

თითქმის წელიწადი გავიდა, რაც ჩვენი ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტი სლოვაკმა სპეციალისტმა ჩაიბარა. ამ პერიოდის განმავლობაში, ნაკრებმა 10 თამაში ჩაატარა და მართალია, თამაშის ხარისხით გულშემატკივრების გარკვეულ ნაწილში იმედი გააჩინა, თუმცა შედეგები აშკარად არადამაკმაყოფილებელია - ამ 10 მატჩიდან ჩვენმა ნაკრებმა მხოლოდ ერთში გაიმარჯვა (ესპანეთთან ამხანაგურ შეხვედრაში).

თავშივე გეტყვით, რომ ვაისის სტატისტიკა ერთ-ერთი ყველაზე ცუდია იმ მწვრთნელებს შორის, ვისაც საქართველოს ნაკრებში უმუშავია, დეტალებზე კი ქვემოთ:

მოდით, პარალელები გავავლოთ იმ მწვრთნელების შედეგებთან, ვისაც საქართველოს ნაკრები მოედანზე მინიმუმ 10-ჯერ გაუყვანია. ასეთები კი, სხვათა შორის, არც ისე ბევრი გვყავდა. როგორც წესი, ჩვენი ნაკრების მესაჭეები ხშირ-ხშირად იცვლებოდნენ...

პირველი, ვინც ნაკრების სათავეში 10-მატჩიანი მიჯნის გადაბიჯება შეძლო, ალექსანდრე ჩივაძე იყო. თბილისის "დინამოსა" და სსრკ-ის ნაკრების ლეგენდარული ფეხბურთელი საქართველოს ნაკრების მწვრთნელად 1993 წელს დაინიშნა და ამ თანამდებობაზე 1996 წლის ნოემბრამდე იმუშავა. 3 წლის განმავლობაში, ნაკრებმა მისი ხელმძღვანელობით 24 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 9-ში იმარჯვა, 14-ში - დამარცხდა, 1 შეხვედრა კი ფრედ დაასრულა.

თუ ვნახავთ ჩივაძის პირველ ათ მატჩს, მის ანგარიშზე 5-5 მოგება-წაგება იყო. სხვათა შორის, ჩივაძის იმ გუნდმა უელსს საკუთარ მოედანზე ანგარიშით 5:0 სძლია, გასვლაზე კი მინიმალური ანგარიშით მოუგო. ასევე ორივე შეხვედრა მოვუგეთ ალბანელებს და ერთიც ბულგარეთს.

ჩივაძის შემდეგ ნაკრებს ვლადიმერ გუცაევი, დავით ყიფიანი,  გიგლა იმნაძე და იოჰან ბოსკამპი წვრთნიდნენ, თუმცა მათგან ზედიზედ 10 მატჩის ჩატარება არცერთს დასცალდა. პაუზებით ამ პერიოდში (1996-99) გუცაევმა გუნდს 15 შეხვედრაში უხელმძღვანელა, საიდანაც 5-5 მოიგო და წააგო, 3 კი ფრედ დაასრულა.

აი, 2000 წლის თებერვალში დანიშნულმა დავით ყიფიანი-რევაზ ძოძუაშვილის დუეტმა ნაკრები 16 მატჩში გაწვრთნა, შედეგი კი 5-5 მოგება-ფრე და 6 მარცხი იყო. ნაკრებს მათი ხელმძღვანელობის დროს პირველ 10 თამაშში 3 მოგება, 6 წაგება და 1 ფრე ჰქონდა.

არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო ფეხბურთის მაშინდელმა ფედერაციამ ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ალექსანდრე ჩივაძე დააბრუნა, რომელმაც ნაკრები მოედანზე ამჯერად 11-ჯერ გაიყვანა. შედეგად 4 მოგება, 3 ფრე და 4 წაგება მივიღეთ.

შემდეგ იყო ივო შუშაკი (2 მატჩი), მერაბ ჟორდანია (3), გოჩა ტყებუჩავა (3) და... ალან ჟირესი, რომლის ხელმძღვანელობით ნაკრებმა ზუსტად 10 მატჩი ჩაატარა - 2 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და 6 წააგო.

2005 წელს ნაკრები გაიოზ დარსაძემ ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით ნაკრებმა 7 მატჩი გამართა, საიდანაც ორი მოიგო.

ამის მერე კი ეროვნულ გუნდის სათავეში ზედიზედ 3 უცხოელი მწვრთნელი ვიხილეთ... 2006 წლის მარტში ფედერაციამ მთავარი მწვრთნელის პოსტზე გერმანელი კლაუს ტოპმიოლერი დანიშნა. 7 მოგება, 4 ფრე, 13 წაგება - ასეთი სტატისტიკა ჰქონდა გუნდს მისი ხელმძღვანელობის პერიოდში. რაც შეეხება პირველ 10 მატჩს, ტოპმიოლერის გაწვრთნილი ნაკრების ანგარიშზე 3 მოგება და 7 წაგება იყო.

2008 წლის მაისში ნაკრებში პეტარ სეგრტი გამოჩნდა, რომელმაც სულ ორ შეხვედრაში უთავკაცა გუნდს (თითო ფრე და წაგება).

იმავე წლის აგვისტოში კი ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი ექტორ კუპერს ჩააბარეს და ამ პერიოდს ემთხვევა საქართველო-რუსეთის ომიც... ტრაგიკულმა მოვლენებმა ითამაშა დიდი როლი ნაკრების წარუმატებლობაში თუ სხვა მიზეზებმა, ფაქტია, რომ არგენტინელის მიერ გაწვრთნილი ჩვენი ნაკრები არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი იყო - 16 მატჩში მხოლოდ 1 გამარჯვება და ისიც სადებიუტო შეხვედრაში სტუმრად იმავე უელსის ნაკრებთან (2:1). მომდევნო 9 თამაშიდან გუნდმა 6 წააგო, 3 კი ფრედ დაასრულა, სულ კი - 11 წააგო და 4 ფრე.

მას მერე, რაც უცხოელმა სპეციალისტებმა ვერ გაამართლეს, ისევ ქართველის ჯერი დადგა - 2010 წლის დასაწყისში ნაკრებს უკვე მწვრთნელის სტატუსით თემურ ქეცბაია დაუბრუნდა. ქეცბაიას გუნდი რომ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იყო, ამას ისიც ადასტურებს, რომ 2010 წელს საქართველო ევროპაში ერთადერთი ნაკრები იყო, რომელსაც წლის განმავლობაში მარცხი არ ჰქონდა. ასეთი შედეგი ჩვენი ნაკრებისთვის მართლაც საოცარი იყო. ქეცბაიამ საქართველოს ნაკრები ყველაზე მეტჯერ გაიყვანა მოედანზე და ყველაზე მეტი მოგებაც ნაკრებს სწორედ მისი მწვრთნელობის პერიოდში ჰქონდა - 40 მატჩში 13 მოგება, 9 ფრე და 18 წაგება.

პირველ 10 მატჩში ქეცბაიას გაწვრთნილმა ნაკრებმა 5 თამაშში იმარჯვა (აქედან ყველაზე დასამახსოვრებელი 2011 წლის 26 მარტს ხორვატიასთან - 1:0), 5 მატჩი კი ფრედ დაასრულა.

შემდეგ დადგა კახა ცხადაძის დრო, რომელმაც ჟირესის მსგავსად, ნაკრები მოედანზე 10-ჯერ გაიყვანა - 3 მოგება, 1 ფრე და 6 მარცხი.

თუ გავეცნობით იმ მწვრთნელების სტატისტიკას, ვინც 10-მატჩიან ნიშნულს ვერ მიაღწია, ვნახავთ, რომ უმრავლესობას 1-ზე მეტი მოგება მაინც ჰქონდა: ანატოლი ნორაკიძე - 4 მატჩში 2 მოგება; დავით ყიფიანი - 7 მატჩში 4 მოგება; გაიოზ დარსაძე - 7 მატჩში 2 მოგება...

ვლადიმირ ვაისის ფორმაციის ნაკრების მონაგარი კი 10 მატჩში 5 წაგება , 4 ფრე და ერთადერთი გამარჯვებაა.

ფაქტია, სტატისტიკით ნაკრების ამჟამინდელი თავკაცი ნამდვილად ვერ დაიკვეხნის და მის მთავარ წარმატებებად ესპანეთთან ამხანაგურ მატჩში გამარჯვება და მუნდიალის მიმდინარე შესარჩევში უელსთან სტუმრად ფრე რჩება... თუმცა არის კიდევ ერთი, უმნიშვნელო, მაგრამ მაინც პოზიტივი - სლოვაკმა სპეციალისტმა საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში 122-ე ადგილზე (283 ქულა) მყოფი ჩაიბარა, ბოლო მონაცემებით კი ჩვენი გუნდი იმავე რეიტინგში 121-ეა (281 ქულით). როგორც ხედავთ, ვაისის გუნდს წინსვლა ერთი ნაბიჯით მაინც აქვს!

ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით ჩატარებული საქართველოს ნაკრების 10 მატჩი

- იორდანია-საქართველო 1:0 [VIDEO+PHOTO]

- საქართველო-უზბეკეთი 2:2 [VIDEO+PHOTO]

- საქართველო-მოლდოვა 1:1 [VIDEO+PHOTO]

- უელსი-საქართველო 1:1 [VIDEO+PHOTO]

- ირლანდია-საქართველო 1:0 [VIDEO+PHOTO]

- საქართველო-ავსტრია 1:2 [VIDEO]

- ესპანეთი-საქართველო 0:1 [VIDEO+PHOTO]

- რუმინეთი-საქართველო 5:1 [VIDEO]

- სლოვაკეთი-საქართველო 3:1 [VIDEO]

- საქართველო-ყაზახეთი 1:1 [VIDEO+PHOTO]

Jeims
Yvelazezd didi shecdoma boskampis gashveba iyo da meore zozushvilran ertad yifianis danishvba. Magram yvelaze didi brali fdxburtetelebis ambiciam da arafrofesionalizma da ertmandtis gautanlobam daaklo
დათო
როცა შედარებით კარგი შედეგები გვქონდა, ისიც თქვით ფეხბურთელები ვინ გვყავდა და ახლა ვინ გვყავს. ამჟამად რეალურად 3 კარგი ფეხბურთელი გვყავს ვისაც თამაშის პრაქტიკა აქვს, კაშია, მჭედლიძე და ოქრიაშვილი. მჭედლიძემაც ეხლა დაიწყო თამაში
Tb
Haha ჭკვიანი კაცი ხარ შენ. და ქეცბას რაც შეეხება თაობა შეიცვალა და მაგიტო დალაგება უნდოდა გუნდს. მაგრამ ჩვენ ხომ სამ დღეში გვინდა მსოფლიო ჩემპიონობა. გუნდი როგორიც საქართველოა 1 და 5 წელიწადში არ შენდება. გულშემატკივარიც ჩამოუყალიბებელია ჯერ ლორია ლორიას ყვირის 10 წუთში აგინებენ. ასეა პოლიტიკაშიც. ზვიადი ზვიადი. დავუჩოქოთ. მიშა მიშა. ბიძოოოოო.
achi
სანამ პოლიტიკა ერევა ჩვენს ფეხბურთში არაპერი არ იქნება კარგი ეს ერტი და მეორე ის რო ქეცბაიას დაცვითი სტილის პეხბურთია სწორი, მესამე ვაისი რასაც ავალებს კარგია მაგრამ აგყვას ისეტი ფეხბურთელები მინიმუმ 65 წუთი ირბინოს....
haha
ვინ თქვა ფეხბურთელები გვყავსო? გვყავს არა კვახი. ყაზაიშვილი პოლონეთში გაასხვისეს, სადაც არ თამაშობდა, ოქრი მუდმივი ზაპასი იყო კრასნოდარში, კვერკველია ამოაგდეს ძირითადიდან, ჭანტურიას ურალის დუბლებში გაქონდა. აი ლობჟანიძეს და დვალიშვილს ქონდათ მუდმივი პრაქტიკა დინამოში. არ მინდა ჩამოთვლა. მაკარიძე ახლა ათამაშდა, რაღა დროს გოგუა მერებაშვილია. კაკაბაძე დუბლებში იყო, და ა>შ. მაგრამ მთავარი მიზეზი მასობრივად ტაქტიკურად უვიცი ფეხბურთელებია. ბურთის უაზროდ ტარება, ბურთს რომ მიიღებს არ იცის რა ქნას, ბურთის დამუშავებას მრავალი შეხებით აკეთებს, შედეგად იკარგება ტემპი, მომენტი, სივრცე. თუ ჩემი არ გჯერათ წაიკითხეთ ინტერვიუები გროზნისთან ან იგივე ვაისთან. პრობლემაა ბავშვთა აღზრდა. 17 წლის კიდევ ქაჩავს, 19-ის ემოციების ხარჯზე ჩალიჩობს თანაც მოწინააღმდეგეც ჯერ არ არი ბოლომდე ჩამოყალიბებული. 21-ანები ვეღარაფერს შვებიან-ნოლია. ჰოდა პირველი ნაკრებისგან შედეგს რა ნამუსით ველით? ვინც გინდა დანიშნე შედეგი მაინც ზეროა.
კატა
ბაჩო გ-ს. არა ჩემი ,,,ნ, მაყურებელი ვაისაა ტო!!! რა გეგუცა ჩემი..... ტო!!!
ბაჩო გ
ყველა ასაკობრივი ნაკრების მაყურებელი გეგუჩაძე არ არის თუ მეშლება? გიააა?...
ბაჩო გ
giorgi არ გაგვიტანია 2 გოლი და ბარემ ისიც თქვი რომ არც გაგვიშვია და უფრო სამართლიანად ჩაგეთვლება.ხოლო მას მერე ქეცბამ დატოვა ნეკრები ხო გაგვაქ 4-5 გოლი თითო თამაშში?...
ბაჩო გ
ვეთანხმები beqaს
Dato
დააცადეთ რა ამ ადამიანს. პირველი მწვრთნელია, ვის ხელშიც მეტ-ნაკლებად ათამაშდა გუნდი. თუნდაც უელსთან თამაში გაიხსენეთ ან მოქმედ ევროპის და მსოფლიოს ექს-ჩემპიონთან რომელმა სხვა მწვრთნელმა მოგაგებინათ? თან ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ესეთი სუსტი და უვარგისი შემადგენლობა ჯერ არ ჰყოლია ნაკრებს, არც ერთი არ თამაშობს გრანდში ან ძლიერი რომ ეწოდებოდეს ისეთ კლუბში, და ამასთანავე ერთი-ორი მოთამაშის გარდა, ყველა სათადარიგოთა სკამს ხეხავს. პ.ს. ერთადერთი რაც უნდა მოვუწოდოთ, არის ის რომ მაკარიძეს მისცეს შანსი (მა ორ ამხანაგურზე არ გამოუშვა კლუბმა და ვაისი ვერ მოიტაცებდა პორტუგალიიდან. მომავალ თამაშებამდე დრო არის ჯერ კიდევ და ვნახოთ საქმეში ყველა).
dato
კარგი სტატიაა მაგრამ ბოლო წინადადება მარტლაც არაპროფესიონალიზმის პიკია, საერთოდ რა ჯობია აბა ყოველ ხუთ თამაშში შეიცვალოს მწვრტნელი თუ რაარის ? ყველა მთავრობა რო თავისი მწვრთნელით მოდის ეგარის კარგიი ? არაპერი გვეშველება
michael jordan
სწორი გზავნილია ჟურნალისტის მხრიდან.. დიახ დროულია ვაისის გაკრიტიკება, მას ჰქონდა საკმარისი დრო გულშემატკივარს დადებითი დაენახა მის საქმიანობაში.. 10 თამაში არარის ცოტა , არდაგავიწყდეთ 1 თამაშს საქართველოს ნაკრები წელიწადში უმწვრთნელოდ რომ შეუშვა მაინც თამაშობს , ასე იყო აქამდეც და ასე მოხდა უელსთან.. სხვა რომელ კარგზეა საუბარი როცა გადატენილი დინამოს სტადიონზე ვერუგებ მოლოვის ნაკრებს.. მწვრთნელის არასწორად სერჩეული სასტარტო 11-ეული.. ტაქტიკურად გაუმართავი გუნდი.. თამაშს იგებ და ხსნი გვილიას რომელსაც შეუძლია შეტევის დაწყება და ტოვებ მოედანზე დაუშვილს, რომელიც სრულიად უკლასო ფეხბურთელია, როცა რამის ამბიცია გაქვს 1-0 ზე მოლდოვასთან უკან არუნდა ჩაჯდე ეს არარის ესპანეთი და საფრანგეთი რო გოლის არგაშვებაზე იფიქრო, ცალკე თემაა რატომ არაყენებს მაკარიზეს რომელიც ფორმის პიკშია, არიძახებს მერებაშვილს, არუნახია საქმეში გოგუა რომელიც ძალიან გამოადგება ჩვენს ნაკრებს ძალიან!! ნავალას შეცდომები მრავლად გამოჩნდა მისცეს შანსი ცისკარიზეს, ქიმაძეს.. აგერ სერბეთთან მოგვადგა კარს თამაში და ვნახავთ ყველანი რადონის არის მწვრთნელი და რაშეუძლია ვაისს.. არავინ თქვას არაგვყავს ფეხბურთელებიო, ფეხბურთელს უნდა სწორი მიდგომა და გამართული ტაქტიკა, რომელიც მოერგება გუნდს.. ვაისმა ეს ჯერ ვერ შეძლო.. მომავალში რაიქნება ვნახოთ! წარმატებები ნაკრებს. მაკარიძეს დაუძახეთ სანამ აქცია გავმართე ...
beqa
ქეცბაია ყველაზე მაგარი იყო.უბრალოდ ბოლოს ყველამ ზურგი შეაქცია და მარტო ქეცბაიაზე დარჩა მთელი პასუხისმგებლობა.ფეხბურთელები არ ჩამოდიოდნენ ნაკრებში ყველას მაშინ ახსენდებოდა დასვენება და ეს ჩვენი ვაი ჯურნალისტები კიდე იმათ უმზადებდნენ ალიმენტებს.სანამ ყველა ჩამოდიოდა შედეგიც იყო.სამწუხარო აქ ისაა რომ მარტო ქეცბას დაბრალდა ეს
გოგი ქუთაისელი
ჯგუფში გავალთ ბოლო ადგილზე, სად არის ახლა ყაველაშვილი!
CHEROELI
ესპანეთთან მოგება უფრო წონადია ვიდრე სხვა ყველა ერთად აღებული.
levani
ძალიან არაობიექტური სტატიაა. ბოლო წინადადება კი საერთოდ არაპროფესიონალიზმოს პიკია
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
ესპანეთთამ მოგების მერე აქ ისეთი ამბავი იყო და ახლა ყველაზე ცუდი შედეგი ყოფილა
xorxe
ამხანაგურ თამაშებს რო არ ყიდულულობს იმიტომ, თორე სტატისტიკა კაი იქნებოდა
giorgi
ვერ დავეთანხმები მოსაზრებას თითქოს ქეცბაიას დროს ნაკრები ყველაზე წარმატებული იყო. ხორვატიასთან მოგების შემდეგ ნაკრებმა 3 წლისა და 6 თვის განმავლობაში მხოლოდ ერთი ოფიციალური თამაში მოიგო ბელარუსთან. და 5 წლის განმავლობაში არცერთ ოფიციალურ თამაშში ერთ თამაშში 2 გოლი არ გაგვიტანია გარდა გიბლარტარისა.
giga
ყველაზე ცუდი ის რის რომ ,ბოლო 1ცლის პერიოდში ახალგაზრდულმა ნაკრებებმა ძაან ცუდათ იასპარეზეს ,ესეტი ცუდი შედეგი არ ქონიათ ,ბოლო ცლები ძაან ცარმატებულად გამოდიოდნენ და აქედან გამომდინარე დამაფიქრებელია ეს შედეგები
გიორგი
ჩქარობთ ჟურნალისტებო ჩქაროოოობთ როგორც ხშირაად ხდება ხოლმეეე...
Tb
ქეცბა ყველაზე მაგარი იყოო. რა ცხადაძე და რა ტოპმიოლერი
lashamax
მსგავსი განუკითხაობა რაც ქართულ ფეხბურთშია არამგონია სადმე იყოს კიდევ. ჩამოიყვანენ ვიღაც უსაქმურს, დაუნიშნავენ ხელფასს( ამ ხელფასს თავისთავად ცხადია ინაწილებენ მათი ჩამომთრევლები) ისეთს ევროპის წამყვანი სპეციალისტები რომ ოცნებობენ იმდენს, შედეგი არავითარი, გამასხარავებული გულშემატკივარი და პასუხისმგებლობა ნოლი. აღარ უნდა დასრულდეს ეს ამ ქვეყანაში?
GEO TEAM: ხიზანიშვილმა სანიოლის თანაშემწის პოსტი დატოვა
თურქების მეტოქეები გაირკვა - რა გზა ექნებოდა საქართველოს ნაკრებს მუნდიალამდე, ჯგუფში მეორე ადგილი, რომ დაეკავებინა
ავა ვინმე სანიოლის ნაცვლად ეშაფოტზე? - გულშემატკივარი სფფ-სგან მეტ პატივისცემას იმსახურებს
"ჩემი საქციელისთვის ბოდიშს ვიხდი" - ედვარდსენმა შტილერს ცხვირზე დაცინვის გამო მოუბოდიშა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს
ლუის ენრიკეს ახალი გეგმა - რა განუცხადა მან პსჟ-ის ფეხბურთელებს "მონაკოსთან" მარცხის შემდეგ
ავა ვინმე სანიოლის ნაცვლად ეშაფოტზე? - გულშემატკივარი სფფ-სგან მეტ პატივისცემას იმსახურებს
38 წელი ისტორიული გამარჯვებიდან: 1981 წლის 13 მაისი, "დინამო" – "კარლ ცაისი" 2:1 [VIDEO]
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
თურქების მეტოქეები გაირკვა - რა გზა ექნებოდა საქართველოს ნაკრებს მუნდიალამდე, ჯგუფში მეორე ადგილი, რომ დაეკავებინა
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
GEO TEAM: ხიზანიშვილმა სანიოლის თანაშემწის პოსტი დატოვა
ვლადიმერ გუცაევი: ცხოვრებაში რაც მინახავს, ყველაზე დიდი უსამართლობა ეს იყო...
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
Mundo Deportivo: შენგელია თბილისში მაინც გაფრინდება - ეს სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარული და ერთგულებაა
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
ალექსანდრე ჩივაძე 65 წლის გახდა!
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
"დინამო არენაზე" 13 მაისს "დინამო"-"კარლ ცაისის" მატჩის ჩვენება გაიმართება
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
ვლადიმერ გუცაევი: დიდი პატივისცემის მიუხედავად, პირდაპირ უნდა ვთქვა ჩემი აზრი
15 ფეხბურთელი, რომლითაც კავკასია ამაყობს
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
"როდესაც გადაწყვიტეს, რომ გამხდარიყვნენ მწვრთნელები, თავიანთ განვითარებაზე უნდა ეზრუნათ...მათ დიდი წვლილი, პასუხისმგებლობა მიუძღვით, აი, იმ თაობის სათანადოდ ვერგამოყენებაში..." - რა განაცხადა გიორგი გველესიანმა ალექსანდრე ჩივაძესა და დავით ყიფიანზე?
საქართველოს ნაკრებმა ფიფას რეიტინგში რეგრესი განიცადა
"დინამო არენას" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალქესანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა
"დინამო არენის" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალექსანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
სანიოლის კაპიტულაცია
საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...
გუცაევი რეალში არშემდგარი ტრანსფერისა და კვარაცხელიას შესახებ EFE-ის ესაუბრა