ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

შოტლანდიელთა მტრობა ინგლისში - პრემიერლიგა. XXIX ტურის წინ

შოტლანდიელთა მტრობა ინგლისში - პრემიერლიგა. XXIX ტურის წინ

მიზეზი: "მანჩესტერ იუნაიტედი" მე-19 ტიტულს უმიზნებს, ეს კი "ლივერპულის" რეკორდის დამხობას ნიშნავს
სამშაბათს "მანჩესტერ იუნაიტედის" დამარცხებით "ჩელსიმ" საჯაროდ გამოაცხადა, რომ ბედს არ შერიგებია და ამ სეზონში კიდევ აპირებს ჩემპიონის ტიტულისთვის გაბრძოლებას.

და აი, ლონდონელების შემდეგ მანჩესტერელთათვის თავისი ძალის ჩვენებას "ლივერპული" შეეცდება. შეხვედრა, რომელიც კვირას "ენფილდ როუდზე" გაიმართება, რასაკვირველია, საყოველთაო ყურადღების ცენტრშია. ჩვენც, ნება გვიბოძეთ მასზე შევჩერდეთ.

მოგეხსენებათ, მანჩესტერელთა მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი ცბიერი კაცია და ყოველი დიდი თამაშის წინ პრესაში ისეთ რამეს ამბობს, მეტოქე, რომ დააბნიოს ან გააბრაზოს და მოთმინება დააკარგინოს. ეს მისი ჩვეული ხერხია, მაგრამ "ლივერპულის" თავკაცი კენი დალგლიში ამბობს, რომ მასთან ფერგის ეს ნამდვილად არ გაუვა:

"ჩვენ, ორივენი, მოკლე შარვლებს კარგა ხანია აღარ ვიცვამთ. ჩემთვის გონების არევა ძალიან ძნელი საქმეა. ვიცი, ალექსს დიდი მატჩების წინ მოწინააღმდეგის დაბნევა უყვარს, მაგრამ ჩემს შემთხვევაში არ ვურჩევ, რადგან პასუხად იმავეს მიიღებს."

და თქვენ გგონიათ დალგლიში ფერგიუსონს მხოლოდ დაემუქრა? მან თავად იეშმაკა - ენდი ქეროლის ამბით იქით გაუჩინა "იუნაიტედის" თავკაცს თავსატეხი. ბოლო წამამდე გაუგებარია გამოჯანმრთელდა თუ არა ქეროლი, ითამაშებს "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ თუ ვერა... მოგეხსენებათ, "ნიუკასლისგან" 35 მილიონ ფუნტად ნაყიდი თავდამსხმელი უკვე შეუდგა სრულყოფილ ვარჯიშებს და კიდევ ერთ ახალწვეულ ლუის სუარესთან ერთად კომბინაციებსაც კი ამუშავებდა.

დალგლიში: "დარწმუნებული ვარ ფერგის ერთი სული აქვს გაიგოს, ითამაშებს მის წინააღმდეგ ქეროლი თუ ვერა. რა გითხრათ? ჩვენ თავად არ ვიცით. თუ ითამაშებს, კარგი ბიჭი იქნება."

აი, ასე აგიჟებს ორი შოტლანდიელი ერთმანეთს. როგორც ჩანს მათ ეროვნულ თვისებასთან გვაქვს საქმე. ხოლო იმას, რომ "ლივერპულისთვის" "მანჩესტერ იუნაიტედის" შეჩერება ძალიან მნიშვნელოვანია, მკითხველისთვის შეხსენება არც უნდა. მერსისაიდელებს "იუნაიტედის" გარდა ნებისმიერი სხვა გუნდის ჩემპიონობა აძლევთ ხელს. მიზეზი: "მანჩესტერ იუნაიტედი" მე-19 ტიტულს უმიზნებს, ეს კი "ლივერპულის" რეკორდის დამხობას ნიშნავს. სხვა სიტყვებით, კითხვაზე, ვინ არის ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ტიტულიანი გუნდი? პასუხი "ლივერპული" აღარ იქნება.

ქიშპობა ჯერ კიდევ 1986 წლიდან იღებს სათავეს. ეს ის წელიწადია, როდესაც ფერგიუსონი "იუნაიტედის" მწვრთნელად დანიშნეს და მან გამოაცხადა, რომ მიზნად "ლივერპულის" ტახტიდან ჩამოგდებას ისახავს. აი, მას მერე 25 წელიწადი გავიდა - საქმე საქმეზეა მიმდგარი.

თავში მოგახსენეთ, რომ მერსისაიდელებს სამშაბათს "ჩელსიმ" გული გაუკეთა. ახლა, თავად მათზეა. რასაკვირველია, ფანების დაჟინებული მზერა "არსენალისკენაც" არის მიმართული. ლონდონელები, მართალია, "იუნაიტედს" 4 ქულით ჩამორჩებიან, მაგრამ თამაშით ნაკლები აქვთ. დღეს ისინი "სანდერლენდს" მასპინძლობენ და, ალბათ, ტრადიციულად სწორი განწყობის პოვნის პრობლემა აქვთ. მოგეხსენებათ, რამდენიმე დღეში მათ ჩემპიონთა ლიგაში, "კამპ ნოუზე", "ბარსელონასთან" ელით დიდი მატჩი და შესაძლოა გონება მთლიანად იმ შეხვედრით აქვთ დაკავებული.

არადა, პრემიერლიგაში ქულის დაკარგვა არსენ ვენგერის გუნდისთვის სერიოზული დარტყმა იქნება. თუმცა, არაფერი გაგიკვირდეთ, ეს ხომ "არსენალია", ტიტულებზე დამშეული გუნდი, რომელიც "ქარლინგის" თასის ფინალში გავიდა და იქ "ბირმინგემთან" წააგო. ის კი არა, ფახბურთის ასოციაციის თასზე "ლეიტონ ორიენტთანაც" კი გადათამაშება დასჭირდა და ეს ყველაფერი "ბარსელონას" ძლევასთან ერთად.

თან, "მეთოფეებს" დაშავებულთა სიაც საკმაოდ გრძელი აქვთ... და თავის მხრივ, არც "სანდერლენდია" ჯაბანი - სტივ ბრუსის გუნდმა ამ სეზონში დაამარცხა "ჩელსი" და "მანჩესტერ სიტი", ხოლო "მანჩესტერ იუნაიტედთან", "ლივერპულთან" და თავად "არსენლათან" ფრედ ითამაშა.

დღესვე თამაშობს მესამე ადგილზე მყოფი "მანჩესტერ სიტი", "უიგანს" მასპინძლობს. მეხუთე, "ტოტენჰემი" ხვალ "ვულვერჰემპტონს" ეთამაშება, ხოლო "ჩელსი" ორშაბათს "ბლექპულს" ხვდება.

მაგრამ, მოდი, "ლივერპულისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" შეხვედრას დავუბრუნდეთ. ამ სეზონში ხვალინდელმა მეტოქეებმა უკვე ორჯერ ითამაშეს და ორივეჯერ "ოლდ ტრეფორდზე". პრემიერლიგის შეხვედრა "იუნაიტედმა" 3:2 მოიგო, ფეხბურთის ასოციაციის თასისა კი - 1:0. თუმცა, არსებობს სხვა სტატისტიკაც: "ენფილდ როუდზე" "იუნაიტედმა" ბოლო ორი ვიზიტი წააგო.

მანჩესტერელებს დაცვის ცენტრში არ ეყოლებათ ნემანია ვიდიჩი, რომელმაც "ჩელსისთან" შეხვედრაში წითელი ბარათი მიიღო, თუმცა კრის სმოლინგს შესაძლოა გამოჯანმრთელებული რიო ფერდინანდი შეუწყვილდეს. თუ ფერდინანდის მდგომარეობა ფერგიუსონს მაინც საეჭვოდ ეჩვენა, მაშინ მოედანზე ვეს ბრაუნს უნდა ველოდეთ.

"სამშაბათის დამარცხებამ, რასაკვირველია, უკან დაგვწია, მაგრამ კვირამდე გონს უნდა მოვეგოთ", - თქვა სერ ალექსმა, ნახევარმცველმა მაიკლ ქერიკმა კი დასძინა, რომ მის გუნდს სწორედ ეს არ ესწავლება - წაგების შემდეგ საქმეში გაორმაგებული ძალით დაბრუნება მათთვის ჩვეული საქმეა:

"სამშაბათის თამაშის შემდეგ იმედგაცრუებულები ვიყავით, მაგრამ კვირისთვის კვლავ საბრძოლო განწყობაზე ვიქნებით. "ჩელსისთან" წაგება უნდა დავივიწყოთ, ვითომც არ ყოფილა. კვირას "ენფილდზე" დიდი მატჩი გველის და მას მზად უნდა შევხვდეთ."

დღეს

ბირმინგემი-ვესტ ბრომვიჩი 16:45

დისკვალიფიკაცია: დელფუენსო (ბირმ)

ტრავმა: ჰლები, დანი - იბანიესი

არსენალი-სანდერლენდი 19:00

ტრავმა: ფაბრეგასი, უოლკოტი, ვან პერსი, ფაბიანსკი, ვერმაელენი, ფლიმპონგი - უილბეკი, მეილერი, კატერმოული, ტერნერი, ფ. კემპბელი

ბოლტონი-ასტონ ვილა 19:00

დისკვალიფიკაცია: მაკუნი (ასტონ ვილა)

ტრავმა: რიკეტსი, ნაითი, სემუელი - კუელარი, ლ. იანგი, უაიმენი

ფულჰემი-ბლექბერნი 19:00

ტრავმა: სენდეროსი - ნილსენი, ჰოილეტი, ჯონსი

ნიუკასლი-ევერტონი 19:00

დისკვალიფიკაცია: რ. ტეილორი (ნიუკ)

ტრავმა: გოსლინგი, გათრი, ამეობი, აირლენდი, სმიტი, ბენ არფა - ფელაინი, ტ. კეჰილი, ბეკფორდი, ბარკლი

ვესტ ჰემი-სტოკი 19:00

ტრავმა: აპსონი, კინი, კურუჟი - ეზერინგტონი, ფეიე, სიდიბე

მანჩესტერ სიტი-უიგანი 21:30

დისკვალიფიკაცია: რაზაკი (მანჩ)

ტრავმა: გივენი, რიჩარდსი, კომპანი, დე იონგი, ა. ჯონსონი - ბოისი

ხვალ

ლივერპული-მანჩესტერ იუნაიტედი 17:30

დისკვალიფიკაცია: ვიდიჩი (მანჩ)

ტრავმა: კელი, აგერი, აურელიო, შილვი - ოუენი, ანდერსონი, პარკ ჯი-სუნგი, ჰარგრივზი, ევანსი, ვალენსია

ვულვერჰემპტონი-ტოტენჰემი 20:00

ტრავმა: ჰანტი, ნაითი - ვუდგეიტი, ჩორლუკა, კაბული, კინგი, ჰადლსტოუნი

ზეგ

ბლექპული-ჩელსი 24:00

დისკვალიფიკაცია: კემპბელი, ადამი (ბლექ)

ტრავმა: ტეილორ-ფლეტჩერი, გრენდინი, რაჩუბკა, გილკსი, კრეინი, ბეშამი, კლარკი - ალექსი, ბენაიუნი

1. მანჩესტერი 28 17 9 2 62:27 60

2. არსენალი 27 17 5 5 57:27 56

3. სიტი 28 14 8 6 44:25 50

4. ჩელსი 27 14 6 7 48:23 48

5. ტოტენჰემი 27 13 8 6 38:31 47

6. ლივერპული 28 11 6 11 36:35 39

7. ბოლტონი 28 9 10 9 39:38 37

8. სანდერლენდი 28 9 10 9 33:35 37

9. ნიუკასლი 28 9 9 10 43:39 36

10. სტოკი 28 10 4 14 32:33 34

11. ევერტონი 27 7 12 8 35:36 33

12. ასტონ ვილა 28 8 9 11 35:47 33

13. ფულჰემი 28 6 14 8 29:29 32

14. ბლექბერნი 28 9 5 14 35:46 32

15. ბლექპული 28 9 5 14 42:55 32

16. ბირმინგემი 26 6 12 8 25:35 30

17. ვესტ ბრომვიჩი 28 7 8 13 36:53 29

18. ვულვზი 28 8 4 16 31:46 28

19. ვესტ ჰემი 28 6 10 12 33:49 28

20. უიგანი 28 5 12 11 27:49 27.

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა

ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა

დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა