შაბათს, საქართველოს ჩემპიონატი მე-12 ტურის მატჩებით განახლდება
შაბათს, საქართველოს ჩემპიონატი მე-12 ტურის მატჩებით განახლდება. რეგულარული გათამაშების დასრულებამდე შვიდი ტურით ადრე სატურნირო ცხრილში ორხელისუფლებიანობაა. ლიდერები ქვეყნის ჩემპიონი თბილისის "ლელო" და ვერცხლის პრიზიორი თბილისის "ლოკომოტივი" არიან.

4 თებერვალს "ლელო" "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" "არმიას" დაუპირისპირდება, რომელიც 22 ქულით მე-7 ადგილზეა და ჯერ კიდევ აქვს შანსი, პლეი ოფში მოხვდეს. პირველ წრეში ამ გუნდების დაპირისპირებამ მძაფრ ბრძოლაში ჩაიარა და "ლელომ" მხოლოდ ორი ქულის სხვაობით შეძლო გამარჯვება - 15:13.

რკინიგზელები ამ დროს "ავჭალის სარაგბო სტადიონის" სათადარიგო მოედანზე" თბილისის "აკადემიას" ეთამაშებიან, რომელიც "არმიას" ორი ქულით უსწრებს და მე-6 ადგილზეა. ანუ ისიც პლეი ოფში მოხვედრისთვის იბრძვის და, სავარაუდოდ, ყველა ღონეს იხმარს, რათა შანსი ხელიდან არ გაუშვას. პირველ წრეში "ლოკომოტივმა" მეტოქე 25:14 დაამარცხა.

სხვა მატჩებიდან გამოვყოფდით გორის "ჯიქის" საშინაო მატჩს ქუთაისის "აიასთან". გასული ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორები ახლა 33 ქულით მეხუთე ადგილზე არიან და მეტოქეს ორი ქულით ჩამორჩებიან. შესაბამისად, ბრძოლა დაძაბული და საინტერესო უნდა გამოდგეს.

დიდი 10. XII ტური

ლოკომოტივი-აკადემია, ლელო-არმია, ყოჩები-ბათუმი, ჯიქი-აია, ბაგრატი-არმაზი

სატურნირო მდგომარეობა

ა გ თ მ ფ წ ბ ქ პ

1. ლელო 11 7 2 2 +71 37 5

2. ლოკომოტივი 11 8 1 2 +69 37 3

3. ბათუმი 11 8 0 3 +106 35 3

4. აია 11 8 0 3 +43 35 3

5. ჯიქი 11 6 1 4 +93 33 7

6. აკადემია 11 5 0 6 -6 24 4

7. არმია 11 5 0 6 -36 22 2

8. ბაგრატი 11 3 0 8 -122 17 5

9. არმაზი 11 2 0 9 -121 10 2

10. ყოჩები 11 1 0 10 -107 7 3.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა