ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

ჯაბა დვალი: უკვირთ, დანიაში რატომ წავიდაო?! უნდა წასულიყო..

ჯაბა დვალი: უკვირთ, დანიაში რატომ წავიდაო?! უნდა წასულიყო..

31 წლის ფორვარდი ჯაბა დვალი ჯერაც უგუნდოდაა, თუმცა საქმეს ისეთი პირი უჩანს, ახალ კლუბს მალე იპოვის
31 წლის ფორვარდი ჯაბა დვალი ჯერაც უგუნდოდაა, თუმცა საქმეს ისეთი პირი უჩანს, ახალ კლუბს მალე იპოვის. ბოლოს ის "ცხინვალში" თამაშობდა, სადაც გუნდის გამოკვეთილი ლიდერი გახლდათ, თუმცა კლუბმა უმაღლეს ლიგაში ადგილი ვერ შეინარჩუნა.

გუშინ "ლელო" დაუკავშირდა დვალს, რომელსაც არაერთ ქართულ კლუბში უთამაშია, თუმცა საუკეთესო პერიოდი "ზესტაფონსა" და თბილისის "დინამოში" ჰქონდა...

- თავდაპირველად წინა სეზონი შევაფასოთ. რამ განაპირობა "ცხინვალის" გავარდნა უმაღლესი ლიგიდან?

- კარგად იცით, თითქმის მთლიანად შეიცვალა გუნდის ძირითადი ბირთვი, თან ახალი სეზონისთვის მოსამზადებლად დროც არ იყო საკმარისი. ამასთან, აუცილებლად უნდა გავუსვათ ხაზი მოკლე სათადარიგო სკამის პრობლემასაც... სხვა რა გითხრათ... ძალიან გულდაწყვეტილი ვარ იმით, რაც მოხდა.

- თქვენს პირად სტატისტიკას კი "ურიგოს" ნამდვილად ვერ ვუწოდებთ...

- ჩემთვის ყოველთვის გუნდური ინტერესებია წინა პლანზე. მერჩივნა, არც ერთი გოლი არ გამეტანა, ოღონდ "ცხინვალი" დარჩენილიყო უმაღლეს ლიგაში. მე 10 თამაშში 7 გოლი გავიტანე, მაგრამ საკუთარი თავით არ ვარ კმაყოფილი - მეტი შემეძლო.

- საინტერესოა, კიდევ გაკავშირებთ კონტრაქტი მოლდოვურ "დაჩიასთან"?

- კონტრაქტი მაქვს, მაგრამ მოლდოველებთან მოლაპარაკებები დავიწყე. დარწმუნებული ვარ, კლუბის პრეზიდენტთან შევთანხმდები იმაზე, რომ კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყდეს.

- ჯერაც არ გიპოვიათ ახალი კლუბი. როდის გაირკვევა თქვენი მომავალი?

- არაერთი გუნდი დამიკავშირდა. პირადად ჩემთვის სასურველია ისეთ კლუბში თამაში, სადაც საფეხბურთო გარემოა, ვარჯიში და თამაში გიხარია. რევაზ ჩელებაძე მელაპარაკა და "შუქურაში" თამაში შემომთავაზა...

ალბათ, მას შემდეგ, რაც "დაჩიასთან" საკონტრაქტო საკითხებს მოვაგვარებ, სწორედ "შუქურაში" ვითამაშებ.

- რას იტყვით საქართველოს ჩემპიონატზე, სადაც არაერთ გუნდში გითამაშიათ? საით მივდივართ?

- რა და როგორ იყო ბოლოს ჩვენს ჩემპიონატში, ყველამ კარგად ვიცით. თექვსმეტგუნდიანი პირველობის პირობებში ბევრ გუნდს არ ჰქონდა ელემენტარული პირობები. ის კი არა, თამაშზე გამგზავრების პრობლემაც იქმნებოდა. ყველა ვხედავთ - ფეხბურთის ფედერაცია და სახელმწიფო ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ვითარება გაუმჯობესდეს. გარდამავალი ჩემპიონატი ძალიან დაძაბული იყო. თითოეული ადგილისთვის ბოლომდე მიდიოდა ბრძოლა. ათგუნდიან პირველობას დიდი იმედით ვუყურებ. უკეთესობას ნამდვილად ვხედავ.

- ხშირად გაიგონებთ, ფეხბურთელები არ გვყავსო...

- კატეგორიულად არ ვეთანხმები! ჩემთვისაც ხშირად უთქვამთ ეს. უბრალოდ, სწორი მიდგომაა საჭირო. ავიღოთ ხორვატიის მაგალითი. ამ ქვეყნის გამორჩეული ფეხბურთელები ახალგაზრდულ ასაკშივე მიდიან საზღვარგარეთ. რამდენი ხორვატი თამაშობს დღეს მაღალ დონეზე? თითქმის ყველა მათგანმა ახალგაზრდულ ასაკში დატოვა ქვეყანა, ხორვატიის ჩემპიონატი კი თავის დონეს მაინც ინარჩუნებს. მიმაჩნია, რომ თუ ფეხბურთელი გამორჩეულია, მისთვისვე ჯობია, ახალგაზრდულ ასაკშივე წავიდეს საქართველოდან... ძალიან კარგი ფეხბურთელია ბუდუ ზივზივაძე.

უკვირთ, დანიაში რატომ წავიდაო?! უნდა წასულიყო, აბა, რა უნდა ექნა? საქართველოს ჩემპიონატიდან პირდაპირ "რეალში" ვერ წახვალ, ეტაპობრივად უნდა გადადგა ნაბიჯი.

- კი მაგრამ, ვინღა ითამაშებს საქართველოს ჩემპიონატში, თუ ყველა წავა?

- როცა აიწყობა სისტემა, უცხოეთში წასულების შემცვლელებიც გამოჩნდებიან. ისევ ხორვატიის მაგალითს მოვიყვან - ზაგრების "დინამო" სულ ყიდის გამორჩეულ ფეხბურთელებს, მაგრამ შემცვლელებს პოულობს, სისტემატურად თამაშობს ჩემპიონთა ლიგაში...

- ამის წინაპირობა საქართველოშიც ჩანდა - იყო დრო, ერთბაშად ორი გუნდი გვყავდა ევროპალიგის პლეი-ოფში...

- კარგად მახსოვს, "ზესტაფონში" რომ ვიყავი და "ბრიუგეს" ვეთამაშობდით, "დინამო" კი აეკ-ს ხვდებოდა. ბელგიელებთან თბილისური მატჩი რომ მორჩა, გამოვდივარ მინდვრიდან და ჟურნალისტი მეკითხება - შედეგით კმაყოფილი ხარო? კი, იყო უკმაყოფილების გრძნობა, მაგრამ მეორე მხრივ, ორი გუნდი გვყავდა ჯგუფური ეტაპის ზღვარზე...

მინდა, "ზესტაფონზე" ვთქვა. მე ამ გუნდში ჩემთვის დაუვიწყარი პერიოდი გავატარე. ჩემთვის ძალიან ძვირფასია ამ კლუბის თითოეული ქომაგი. ცოტა ხნის წინ პირადად წამოვიწყე ფეხბურთელებში აქცია, რომლის მიზანიც ქართულ ფეხბურთში "ზესტაფონის" დაბრუნება იყო.

რამდენიმე ათეულმა ფეხბურთელმა მიიღო მასში მონაწილეობა. ჩემი აზრით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისათვისაც უმნიშვნელოვანესი უნდა იყოს "ზესტაფონის" სრულფასოვანი დაბრუნება ქართულ საფეხბურთო ოჯახში.

ყოველდღე მირეკავენ, მეკითხებიან, როდის დაბრუნდება "ზესტაფონიო"? ეს კლუბი ბევრს დააკლდა, არამარტო ზესტაფონელ ქომაგს. თან დღეს ქართულ ფეხბურთში კერძო ინვესტიციის დიდი დეფიციტია...

ვერ ვისაუბრებ იმაზე, რა და როგორ მოხდა წინა ფედერაციის დროს. მაშინ მე მოლდოვაში ვთამაშობდი, მაგრამ ერთს კი ვიტყვი: მჯერა, "ზესტაფონი" დაუბრუნდება ქართულ ფეხბურთს და გულშემატკივარსაც ძველებურად გაახარებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• luka

ბაბაია-ს. ბაბუ, ნუ მიწყენ და წინა საუკუნეში ხართ ჩარჩენილი. მე ერთი ნაღდად ვიცი, რომ 1981 წელს დინამო ნაღდად ვერ მოიგებდა ევროპის თასს ყიფიანის, გუცაევის, შენგელიას, ჩივაძის, დარასელიასა და სხვა ვარსკვლავების გარეშე, მაგრამ ისიც კარგად ვიცი, რომ უფლება რომ ქონოდათ, მაშინდელი დინამოს თითქმის ყველა ფეხბურთელი, ევროპულ გრანდებში გადავიდოდა აუცილებლად. ასე, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში დროში ხართ ცოტა აცდენილი ჩემო ბაბაია. ამასთან, რომ ამბობთ, რომელიმე პოსსაბჭოთა ქვეყანასთან (რატომრაც რუსეთი "გამოგრჩა") გაერთიანებით ჩავატაროთ ჩემპიონატიო, რას ეფუძნებით? არსებობს კი ევროპის რომელიმე რეგიონში ასეთი პრეცედენტი? მე ასეთ არ ვიცნობ.

• temo

მართალი კაცია ყველაფერში ვეთანხმები

• dato

ჯაბა ჯიგარი ხარ

• gio

კარგი ფეხბურთელია ძაან

• ბაბაია

სისტემატიურად ლიგაზე თამაში და ჯგუფში ჩარჩენა კარგი შედეგიააა?? მე არანაირად არ მიმაჩნია კარგ შედეგათ. ეგრე რომ გაეშვათ დინამოდან ფეღბურთელები 1981 ში დინამო თასს ვერ მოიგებდა პირიქით მემგონია რომ უფრო უნდა შეიზღუდოს გასვლა საქართველოდან თუ გვინდა რომ ჩვენმა გუნდებმა რამე ქნან. რამე უნდა მოვიფიქროთ პოსტ დაბჭითა ქვეყნებიდან აზერბაიჯანთან უკრაინასთან უნდა გავაერთიანოთ ჩემპიონატი და დონეც ამაღლდება როგორც საბჭოეთის დროს იყო ისე. იყოერთი პერიოდი ლაპარაკები მაგაზე და რატომღაც ხმას არავინ აღარ იღებს. თუ ყველა უცხოეთში გაიხიზნება ქართული გუნი ვერადროს ვერაფერს ვერ მოიგებს. თუ ეგ გვინდა მაშინ ვიყოთ ესე ერთი ნაბიჯი წინ ორი უკან

მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" ქვედალიგურ გუნდს პენალტების სერიაში სძლია

[VIDEO] გოჩოლეიშვილს შეეძლო მატჩის გმირი გამხდარიყო - "ჰამბურგი" თასზე "ჰოლშტაინთან" პენალტების სერიაში დამარცხდა

[VIDEO] ალისონის განსხვავებული შეფასებები - "ლივერპული" "სანდერლენდთან" წაგებას გადაურჩა

"ჩემი საქციელისთვის ბოდიშს ვიხდი" - ედვარდსენმა შტილერს ცხვირზე დაცინვის გამო მოუბოდიშა

ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს

[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა

პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა

[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ

[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ

სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან

"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს

[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო

20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"

"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს

"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა

მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა

"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა

იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე

რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს

"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა

"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა

დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს

ლუის ენრიკეს ახალი გეგმა - რა განუცხადა მან პსჟ-ის ფეხბურთელებს "მონაკოსთან" მარცხის შემდეგ

სასიამოვნო სიახლე: "ზესტაფონმა" ეროვნული ლიგისკენ 1 ნაბიჯი გადადგა

ჯაბა დვალთან ერთად - "ზესტაფონი" წინსვლისთვის ბრძოლას იწყებს

უკეთესი შემოთავაზება აქვს - ჯაბა დვალმა ბოლნისის "სიონი" დატოვა

"ზესტაფონი" საფეხბურთო აკადემიას თბილისში ხსნის

საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო

ეროვნული ლიგა 2. IX ტური: "თელავმა" "ზუგდიდს" მოუგო და ლიდერ "მერანს" 2 ქულით ჩამორჩება

პსჟ-ს შემტევების გატანის დროა - დემბელე სასტარტოში ბრუნდება

ეროვნული ლიგა 2. VII ტური: "ქამბექი", რომელიც "მანჩესტერ იუნატედსაც" შეშურდებოდა

ზივზივაძე შეცვლაზე შევიდა - "ჰაიდენჰაიმმა" სახლში მარცხი განიცადა

ზივზივაძე ტრავმის გამო "ჰაიდენჰაიმს" "უნიონ ბერლინთან" ვერ დაეხმარება

"ზესტაფონისა" და "დინამოს" ექსფეხბურთელი "პორტუში" გადადის

მსაჯის შეურაცხყოფისთვის ოქრიაშვილი გააძევეს - "სამგურალმა" "საბურთალოს" მოუგო [VIDEO]

ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" ბერლინში თითქმის წაგებული მატჩი მოიგო

ჯაბა დვალი "სიონიდან" "თელავში" გადავიდა

ჯაბა დვალმა კარიერა დაასრულა

ლეგიონის უქმეები: დვალი ჩემპიონობის მოლოდინში, ვოლკოვის გოლი, მჭედლიძის საგოლე, ჩაკვეტაძე ძირითადში [VIDEO]

სფფ-ის აღმასკომზე "ცხინვალის" შესახებ იმსჯელეს

"ცხინვალი" მესამე ლიგაშიც კი ვეღარ იასპარეზებს

ეროვნული ლიგა 2. III ტური: ორი მატჩი და ორი ფრე

[VIDEO] პირველი გოლი ახალ სეზონში - ზივზივაძემ "აინტრახტს" გაუტანა

ეროვნული ლიგა 2. V ტური: "სამტრედია" და "თელავი" წაუგებლად წინ მიიწევენ

[VIDEO] ზივზივაძის სადებიუტო გოლი ბუნდესლიგის ახალ სეზონში - "ჰაიდენჰაიმმა" "აინტრახტთან" ქულა მოიპოვა

კაშიას გოლი, ჩაკვეტაძის საგოლე პასი - "სლოვანმა" ჩერჩესოვის "ფერენცვაროშს" გასვლაზე სძლია [VIDEO]