თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა ვიაჩესლავ გროზნიმ უკრაინულ Футбол NEWS-თან ისაუბრა
თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა ვიაჩესლავ გროზნიმ უკრაინულ Футбол NEWS-თან ისაუბრა.

გროზნი გამოტყდა, რომ დონეცკის "შახტარის" მცველის, ტარას კაჩარაბას გადმობირება სურს. "დინამოს" თავკაცმა სხვა თემებზეც ილაპარაკა...

"პირველ ივლისს დასრულდა ჩემი კონტრაქტი "ჰოვერლასთან". ამის შემდეგ მქონდა წინადადებები, რისთვისაც ყველას მადლობელი ვარ. ამასთან, "ლეგიას" გარდა, არც ერთი კლუბიდან არ გასულა ინფორმაცია. დიახ, მე უნდა მემუშავა პოლონურ გრანდში, თანაც ეს გუნდი ახლახან ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშობდა...

ასე რომ, "სპორტინგთან", "დორტმუნდთან" და "რეალთან" მატჩებზე უნდა წავსულიყავით...

იყო წინადადება ძლიერი გუნდისგან, მაგრამ ახლა არ გავაკეთებ ამის აფიშირებას, სიტყვა მივეცი და არ ვაპირებ პირობის დარღვევას...

სხვათა შორის, ეს ვარიანტი შეიძლება კიდევ იყოს რეალური...

სიმართლე გითხრათ, ბოლო დრომდე იმედი მქონდა, რომ "ჰოვერლა" ლიცენზიას მიიღებდა. მე არ ვაპირებდი ამ გუნდის მიტოვებას. ამ რეგიონში მუშაობა ჩემთვის კომფორტული იყო. ჩემს სამუშაოში არავინ ერეოდა. ხუთმა ფეხბურთელმა, უკეთ რომ ვთქვათ, იმ ხალხმა, ვინც მათთან იყო, შეუძლებელი გახადა ლიცენზიის მიღება...

რაც შეეხება წინადადებებს, მქონდა რამდენიმე საინტერესო შეთავაზება... ერთ დღესაც დამირეკა თბილისის "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ. ადრე ის სარატოვის "სოკოლის" პრეზიდენტი იყო. მე მოსკოვის "სპარტაკიდან" მიცნობს...

ფიფიამ მთხოვა, რომ ორი თვის განმავლობაში ჩამეტარებინა აკადემიის ნიჭიერი ფეხბურთელების აუდიტი, მემუშავა მათთან პირველ გუნდში... ჩვენ ვცადეთ, ფეხბურთისადმი დამოკიდებულება შეგვეცვალა ქართული მენტალიტეტის მქონე მოთამაშეთა მხრიდან...

ისინი ცუდად არ მუშაობენ ბურთთან, არიან საკმაოდ ტექნიკურები და ინტელექტუალურები, კულტურულები... ამავე დროს, უნდა გვახსოვდეს, რომ მატჩის მსვლელობის დროს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელიც კი ბურთს სამ წუთზე მეტხანს არ ფლობს.

მე არ ვიმუშავებ მხოლოდ ახალგაზრდა ფეხბურთელებთან, რადგან ეს თბილისის "დინამოა". შემადგენლობაში უნდა იყოს 20 წელზე უფროსი ასაკის 5-6 ფეხბურთელი...

ჩვენ საკმაოდ სერიოზული ურთიერთობა გვაქვს კიევის "დინამოს" ხელმძღვანელობასთან. ისინი აკვირდებიან ჩვენს ფეხბურთელებს. შესაძლოა, ზოგიერთი მოთამაშე იქიდან ჩვენთანაც გამოჩნდეს. "შახტარიდანაც" სიამოვნებით ავიყვანთ ფეხბურთელებს, თუ მოგვეცემა ამის საშუალება. პირდაპირ გეტყვით - მინდა ტარას კაჩარაბას წამოყვანა თბილისის "დინამოში". ვფიქრობ, ეს სასარგებლო იქნება როგორც ტარასისათვის, ისე "შახტარისთვის"...

მინდა, უკრაინაში სიმშვიდე იყოს, მათ შორის - ფეხბურთშიც. მინდა, დავუბრუნდეთ იმ ფეხბურთს, რომელიც იყო ადრე. მინდა, იყოს სავსე სტადიონები, როგორც ინგლისშია... მჯერა, ეს ასეც იქნება", - თქვა გროზნიმ.

ვინ არის ტარას კაჩარაბა?

ვინ არის თბილისის "დინამოს" პოტენციური ახალწვეული ტარას კაჩარაბა, ვისი ჩამოყვანაც სურს ვიაჩესლავ გროზნის? თუ მის ბიოგრაფიას ჩავუღრმავდებით, ვნახავთ, რომ საქმე გვაქვს საკმაოდ სერიოზულ ფეხბურთელთან.

კაჩარაბა 22 წლის ცენტრალური მცველია. მისი სიმაღლე 1,89 სანტიმეტრია. დაიბადა ლვოვის რეგიონში. დღემდე ირიცხება დონეცკის "შახტარში", თუმცა, ძირითადად, მეორე და მესამე გუნდებში აქვს პრაქტიკა. ეს გასაკვირი სულაც არ არის - დონბასურ გრანდში ხომ ძალიან დიდი კონკურენციაა, თუნდაც - დაცვაში.

გროზნი კაჩარაბას ძალიან კარგად იცნობს. ის მის გაწვრთნილ "ჰოვერლაში" თამაშობდა და ძირითადის ფეხბურთელიც იყო. მას შემდეგ, რაც უკრაინულმა კლუბმა ლიცენზია ვერ მიიღო, კაჩარაბა ისევ "შახტარს" დაუბრუნდა.

უთამაშია უკრაინის ყველა ასაკობრივ ნაკრებში, მათ შორის - ახალგაზრდულ ნაკრებში, რომლის შემადგენლობაშიც 9 მატჩი ჩაატარა. კაჩარაბამ, როგორც უკრაინის ერთ-ერთმა ყველაზე პერსპექტიულმა მცველმა, "შახტართან" კონტრაქტი 2012 წელს გააფორმა.

რატომ უნდა აძლევდეს ხელს კაჩარაბას თბილისის "დინამოში" თამაში? საქმე ისაა, რომ მას უკრაინულ გრანდში, დიდი ალბათობით, კვლავ არ ექნება სათამაშო პრაქტიკა, თბილისის "დინამოს" კი სჭირდება გამოცდილი ფეხბურთელი, რომელიც გუნდის უკანა ხაზს განამტკიცებს...

ვნახოთ, შედგება თუ არა ეს ტრანსფერი. ნებისმიერ შემთხვევაში, კაჩარაბა საინტერესო ფეხბურთელია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

mamuka
არ იყო შედეგი ერთი და იგივე
14 k

bajo
ყოველ ინტერვიუზე კიევის დინამოს რო ახსენებს ვერ ვხვდები რას ნისჰნავს გვინახია ჰვენ ესპანენელების ჰამოყვანაც მაგრამ სჰედეგი ერტიდა იგივე იყო
gela
სასწრაფოდ ჩამოიყვანეთ კაჩარბა!
გურამი
მემგონი ოდნავ გეშლება. ბოლოადგილოსანთან არ წაუგია. მეორეც თამაში არ გინახავს და ისე მსჯელობ და თუ ესე კარგად ერკვევი მანამდე სამი მატჩი ითამაშა დინამომ და იმაზეც გეთქვა. ახალგაზრდული გუნდია და მიაღწევენ საწადელს
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
როდესაც უკრაინის ბოლოადგილოსანი მოუგებს საქართველოს ჩემპიონს ასეთ ჩემპიონატში მეოთხეადგილოსან გუნდში გადმოსვლა რატომ უნდა იყოს ფეხბურთელისთვის მომგებიანი ვინმემ იცის?
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 4-1 სამგურალი. ნამდვილი ლიდერი - "სპაერი" პლუს ოთხით!
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
"ძალიან სარისკოა იქ თამაში, ჩემს შემდეგ "ჩელე არენაზე" ოთარ კობახიძემ მიიღო მძიმე ტრავმა"
გროზნი: თბილისის "ლოკომოტივი" თავს ზემოთ გადახტომას მოინდომებს
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
[VIDEO] 2:7 - თბილისის "დინამო" "შახტართან" დამარცხდა
თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
17 წლის ხარებაშვილმა თურქულ კლუბთან გააფორმა კონტრაქტი
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
თბილისის "დინამოს" ექსთავკაცი ვიაჩესლავ გროზნი ყაზახეთში დასაქმდა
"ცხინვალში" კაჭარავა გოჩა ჩიქოვანმა შეცვალა - სელექცია გრძელდება შეიძლება, ლეგიონერებიც მოვიდნენ...
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
ლუკა ლოჩოშვილი: მინდა, კახა კალაძის გზა გავიარო
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
ცხადაძეს "ორდაბასიში", სავარაუდოდ, თბილისის "დინამოს" ყოფილი მწვრთნელი შეცვლის
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა