ექვსი ერის გათამაშებაში მეორე ტურის შემდეგ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი თავის ადგილზე დადგა
ექვსი ერის გათამაშებაში მეორე ტურის შემდეგ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. როგორც მოსალოდნელი იყო, ირლანდიამ დიდი ანგარიშით სძლია სტუმრად იტალიას. ინგლისი ისევ განაგრძობს წაუგებელ სერიას. პირველი მატჩი მოიგო საფრანგეთმა.

"სამყურები" იტალიაში რომ აუცილებლად მოიგებდნენ, ამაში ეჭვი არავის ეპარებოდა, თუმცა, 53-ქულიანი სხვაობით მათ გამარჯვებას ძნელად თუ ვინმე იწინასწარმეტყველებდა. ირლანდიის ნაკრებმა "სტადიო ოლიმპიკოზე" მასპინძლებს ცხრა ლელო გაუტანა და 63:10 მოუგო.

თამაში ახალი დასრულებული იყო, როცა ტვიტერის საკუთარ გვერდზე ფრანგმა არბიტრმა რომენ პუატმა დაწერა -"იტალია არაფრის მაქნისია. მოდი, მივცეთ შანსი, ითამაშოს საქართველომ ექვს ერზე მომავალ სეზონში.

პუატის აზრს ბევრი სპეციალისტი თუ უცხოელი ჟურნალისტი იზიარებს. დარწმუნებულნი ვართ, ამ კვირაში ბრიტანული პრესა ისევ ექვსი ერის გაფართოებაზე აჟრიამულდება. ეს ძალიან კარგია. თუნდაც წყლის წვეთის პრინციპით, კედელი უნდა დავანგრიოთ და "ბორჯღალოსნებს" განვითარების საშუალება უნდა მიეცეს.

უმძიმესი გამოდგა მატჩი კარდიფში, სტადიონ "პრინციპალეზე", როგორც ახლა ყოფილ მილენიუმს ჰქვია, უელსის ნაკრებმა ინგლისის ეროვნულ გუნდს ფიცხელი ბრძოლა გაუმართა. 76-ე წუთისთვის 16:14 იგებდა კიდეც, მაგრამ "პომების" კონტრშეტევა მარცხენა ფრთაზე გამოეპარათ და გარემარბმა ელიოტ დეილიმ გამარჯვების ლელო მიითვალა, რომელიც ოუენ ფარელმა გარდასახა - 21:16.

არანაკლებ დაძაბული იყო შეხვედრა პარიზში. "სკოტებმა" "სტად დე ფრანსზე" შეკრებილ მაყურებელს კიდევ ერთხელ დაუმტკიცეს, რომ აღმავლობის გზას ადგანან. "ლე ბლომ" გადამწყვეტი უპირატესობა დასკვნით რვა წუთში მოიპოვა. ამ დროისთვის ანგარიში საყაიმო იყო - 16:16. ფრანგთა მგეზავმა კამილ ლოპესმა ორი საჯარიმო ზუსტად დაარტყა და საფრანგეთი ექვსი ერის პირველობისთვის ბრძოლაში დააბრუნა - 22:16.

ექვსი ერი. II ტური

უელსი-ინგლისი 16:21

უელსი: ლ - ლ. ვილიამსი. 3ს.გ - ჰალპფენი

ინგლისი: 2ლ - იანგზი, დეილი. 3ს,გ - ფარელი

იტალია-ირლანდია 10:63

იტალია: ლ - საჯარიმო. გ,ს - კანა

ირლანდია: 9ლ - გილროი (3), სტანდერი (3), ირლზი (2), რაინგროსი. 9გ - ჯექსონი

საფრანგეთი-შოტლანდია 22:16

საფრანგეთი: ლ - ფიკუ. 5ს,გ - ლოპესი

შოტლანდია: 2ლ - ჰოგი, სვინსონი. 2ს - რასელი

სატურნირო მდგომარეობა

ა გ თ მ ფ წ ბ ქ პ

1. ინგლისი 2 2 0 0 +8 8 0

2. ირლანდია 2 1 0 1 +48 6 2

3. უელსი 2 1 0 1 +21 5 1

4. საფრანგეთი 2 1 0 1 +3 5 1

5. შოტლანდია 2 1 0 1 -1 5 1

6. იტალია 2 0 0 2 -79 0 0.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ირაკლო
როდის არი 6 ერის სხვა მაჩები რაგბში
pele
დღეს გამოქვეყნებულ მსოფლიო რეიტინგში საქართველოს ქულები (74,14) არ შეცვლილა. ვინმეს თუ შეუძლია განმარტოს თუ როგორ ხდება სარეიტინგო ქულების გამოთვლა. ცოტა უცნაური კი არის, რომ გუნდი დამაჯერებლათ იგებს მსოფლიოში 26-ე ადგილზე მყოფ ნაკრებთან და მას 0,01 ქულაც არ ემატება.
იტალიელმა მორაგბეებმა გაიხარეს - გამარჯვება 7 წლის შემდეგ [VIDEO]
ექვსი ერი. ბოლო ტური: რეკორდი არ შედგა
ექვსი ერი. V ტურის წინ: უელსი მოსაგებად მზადაა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
6 ერი + საქართველო - ინგლისი მხარს დაგვიჭერს?
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
საქართველოს კარგი სარაგბო გენები აქვს - კომპლიმენტი ინგლისის ნაკრების თავკაცისგან
"ვიცი, ექვსი ერის მესვეურებს ნერვებს მოგიშლით, მაგრამ მიეცით საქართველოს შანსი!"
BBC: საქართველო ექვსი ერის ქვეყანაა?
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
ექვსი ერი მსოფლიო რაგბის მიერ შემოთავაზებულ "მსოფლიო ლიგის" ფორმატის განხილვას დათანხმდა
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
სავსე ტრიბუნების დროა!
საქართველო ექვს ერშია - ჯერ მხოლოდ ერთი მსაჯით!
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო