ყველაზე ცუდი ტენდენცია, რაც ამ ტურნირმა დაგვანახა, შემდეგია: ყველა პირადი შეხვედრა ლამის პირწმინდად და უშანსოდ წავაგეთ იაპონიასთან
დღეს ისევ ვუბრუნდებით პარიზში ჩვენი ძიუდოისტების გამოსვლას, რომლებმაც იქ 4 მედალი მოიპოვეს: 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო.

- პარიზის გრან სლემი: ზებედა რეხვიაშვილის რიხიანი დაბრუნება

რაღაც დაუწერელი კანონით, ჩვენებს ყოველთვის უჭირდათ ამ ტურნირის მოგება. თუმცა ბოლო წლებში კი გავუთამამდით, მაგრამ წლეულს უსიამოვნო ტრადიცია მაინც ვერ დავარღვიეთ.

არადა, სპორტში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ძლევამოსილად დაბრუნებულ ზებედა რეხვიაშვილს (81) ერთი მოგება დააკლდა, რომ შენგელი ფიცხელაურის, ამირან ტოტიკაშვილის, გიორგი რევაზიშვილის, გია გუგავას, დავით ასუმბანის, ვალერი ლიპარტელიანის და ავთანდილ ჭრიკიშვილის შემდეგ გამხდარიყო პარიზული ტურნირის მერვე ქართველი გამარჯვებული.

წლევანდელი "მუზარადის" ბრინჯაოსმედალოსნები ამირან პაპინაშვილი (60), ვაჟა მარგველაშილი (66) და ლიპარტელიანი გახდნენ.

საერთო გუნდურ ჩათვლაში ჩვენები მერვეზე გავიდნენ, მხოლოდ ვაჟებში კი - მეხუთეზე. თუმცა ამაში დიდი როლი ოქროს გარეშე დარჩენამ ითამაშა, თორემ ეს ნუსხა რაოდენობრივად რომ ჯამდებოდეს, პირველ ნომინაციაში მეხუთე, მეორეში კი მთლად მეორე ადგილზე ვიქნებოდით.

ოქროს გარეშე დარჩენის მიუხედავად, ჩვენი ნაკრების გამოსვლა გუშინვე დადებითად შევაფასეთ. ამის საბაბს შემდეგი გარემოებები გვაძლევს: ნაკრებისთვის პირველი ტურნირი იყო; თანაც, ძირითად შემადგენლობას ვარჯიში არც ისე დიდი ხნის დაწყებული აქვს; იყო საკადრო გადაადგილებები წონებში, როცა რამდენიმემ წონა შეიცვალა; ახალგაზრდების ერთმა ჯგუფმა საკმაოდ საიმედოდ იასპარეზა; გამოიკვეთა გუნდის ხელწერა: ფიზიკური მომზადება, სუნთქვა, გამძლეობა აღარ იყო ძველებურად კატასტროფული და ცალკეული გამონაკლისების მიუხედავად, უმეტესობა ამ კომპონენტში საკმაოდ ნორმალურად გამოიყურებოდა.

ირაკლი ცირეკიძის ფორმაციის ნაკრები აღარ იქნება გაფრთხილებებზე და ტაქტიკურად მოჭიდავე გუნდი. ის შეუტევს (ოღონდ გეგმაზომიერად, დაცვითი რედუტების გათვალისწინებით) და სიამოვნებას მიანიჭებს მაყურებელს. შესაშური ტექნიკური არსენალი გამოავლინეს მარგველაშვილმაც, რეხვიაშვილმაც, უმეტეს შეხვედრებში - ბექა ღვინიაშვილმაც (90) და, რაღა თქმა უნდა, გურამ თუშიშვილმაც (+100).

ტრადიციულად, დახვეწილად და უაღრესად გააზრებულად ჭიდაობდა ლიპარტელიანიც, ეს კი ერთი გუნდისთვის ცოტა არაა.

გუნდმა პარიზში წასვლამდე ფიზიკურადაც ივარჯიშა თბილისში და ერთგვარ შიშს ესეც აჩენდა - "მძიმე" წვრთნების გამო ხომ არ იქნებოდა ნაკრები გადაღლილი და გაუხეშებული, თუმცა შეჯიბრებამ საპირისპირო დადებითი სურათი დაგვანახა. ეს იყო ახლებური ფიზიკური ვარჯიშები, რომელიც სპეციფიკურია საჭიდაო სახეობებისთვის და მან თავისი შედეგი გამოიღო. ამის ყველაზე ცხადი მაგალითი ისევ რეხვიაშვილია, ვისთვისაც "ფიზიკა" მუდამ "აქილევსის ქუსლი" იყო.

ნაკრების ჭიდაობის გაუმჯობესებული ხარისხიც ფიზიკური კონდიციების მოწესრიგების დამსახურებაა - როცა სპორტსმენი ჯანზეა და გრძნობს თავის სიძლიერეს, მაშინ უფრო თამამადაც ირჯება და ყველაფერიც გამოსდის. ალბათ, ამას უნდა მივაწეროთ პაპინაშვილის ფსიქოლოგიური მდგრადობაც, თორემ ბოლო წლებში ამ კუთხით ჰქონდა პრობლემები.

უმედლოდ დარჩენილთაგან ყველაზე მეტად თუშიშვილს გამოვარჩევთ, ვინც ძალიან ტექნიკური ჭიდაობა აჩვენა. მას ქართული ჭიდაობის მადლიც უხვად სცხია და ახალი წესებიც აძლევს გასაქანს, რაც დიდწილად გამოიყენა კიდეც. მარტო ის რად ღირს, რომ პირველ შეხვედრაში ფრანგ ნაბილ ზალაგს ოთხი ვაზარი აართვა ოთხი სხვადასხვა ილეთით! მერე ძლიერი ჰოლანდიელი როი მეიერიც კარგად დააგდო.

ის ჯგუფში იაპონელთა მომავალ ჩემპიონ ტაკეში ოჯიტანისთან დამარცხდა, თუმცა მისი უმედლოდ დარჩენის მიზეზი მაინც არასტაბილურობა გვგონია - ტურნირზე რაღაც მომენტში მაინც მოუკლებს. სამწვრთნელო შტაბის მთავარი ამოცანაც ამ ხარვეზის გამოსწორება უნდა იყოს (დაახლოებით იმავეს ვიტყვით ღვინიაშვილზეც), თორემ პარიზში, მგონი, ყველაზე ნათლად გამოჩნდა, რომ თუშიშვილს მართლაც შეუძლია ლეგენდარული ტედი რინერის დაგდება.

ლიდერთა საკმაოდ დიდი ჯგუფისგან უფრო უკეთეს გამოსვლას ველოდით, მაგრამ, ვნახოთ, მომავალი წინაა, ევროპირველობამდე კი საკმაო დრო რჩება. ვფიქრობთ, ამ პერიოდში ლაშა შავდათუაშვილიც (73) მოახერხებს მობილიზებას და პარიზულ მარცხს ჩამოირეცხავს. მას რომ ფენიქსივით შეუძლია რეაბილიტირება, ეს წინა ოლიმპიურ ციკლშიც დაამტკიცა.

ასევე გვეიმედება, რომ მომდევნო შეჯიბრებებში იმედს გაგვიმართლებენ ახალგაზრდები - ფრიდონ გიგანი (73) და თამაზ კირაკოზაშვილი (81), თორემ პარიზის სიძლიერემ და "დიდ ბიჭებში" გარევამ დებიუტანტებზე ცუდად იმოქმედა.

ყველაზე ცუდი ტენდენცია, რაც ამ ტურნირმა დაგვანახა, შემდეგია: ყველა პირადი შეხვედრა ლამის პირწმინდად და უშანსოდ წავაგეთ იაპონიასთან. არადა, ახალი წესები ჩვენც გვიზრდის შანსს და სამწვრთნელო შტაბმა ამაზეც უნდა იზრუნოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჯირო
მოკლედ და კონკრეტულად!ნაკრებში არაა კონკურენცია აქედან გამომდინარე მოდუნებულია უკლებლივ სუყველა.დატოვე სახლში მუქთამჭამელები და წაიყვანე ახალგაზრდები.აი გამოსავალი
გრანპრი
ან ამ ტურნირისთვის არ უყურებია ავტორს, ან თვალში ნაცარს გვაყრის. ცეცხლი თივაში არ დაიმალება და პრობლემის არ დანახვა, სირაქლემის პოზიციაა ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანს
judo99
,,თორემ პარიზში, მგონი, ყველაზე ნათლად გამოჩნდა, რომ თუშიშვილს მართლაც შეუძლია ლეგენდარული ტედი რინერის დაგდება.,,ტაში კუკურიიიიი...........
judo99
ავტორ,ღადაობ ტო?
მერაბი გ.
აშკარად არ უვარგოდათ სუნთქვა, განსაკუთრებით ღვინიაშვილს რაც შეეხება სტილს, ახალი წესებიდან გამომდინარე გაფრთხილებებზე ჭიდაობა შეუძლებელია
ქართველი
არა ვარ ძიუდოს ექსპერტი, მაგრამ მოყვარული და ქომაგი ვარ დასაბამიდან ქარტული ძიუდოსი. სტატიის ავტორს ვერ დავეთანხმები კმაყოფილების ტონში, აშკარად ფედერაციის ხათრით ან შეკვეთით დაწერილი სტატიაა და ალბათ თვითონაც რცხვენია. ერთადერთი რასაც სწორად წერს იაპონელებთან სრული კრახია. საცოდაობა იყო ჭრიკიშვილის ჭიდაობის ყურება, აშკარად შეგულიანება, ,,ჟილკა"ან ფსიქოლოგი ჭირდება.ღვინიაშვილი მეორე ქინქლაძეთ არ გვექცეს.თუშიშვილზე გული მომიბრუნდა. ბექას ხელების შლა არ ეკადრება.ცირეკიძე ნირწამხდარს გავდა.
avlip qizikski
Mixedet nakreeeebs!!!
zaza
Lsd ასიანი ხარ ! ძიუდო იაპონიაში ფილოსოფიაა,რელიგიურ დონეზე აქვთ ატანილი -- მარცხი თითქმის ხარაკირს ნიშნავს.
levani56
სუსტი ნაკრები გვყავს მეორე დგეს ზებერამ აცვენა უკეტესი ჰედეგი ყველამ მოუკლო
jumber
მიუხედავად დროის შემცირებისა.ისევ ადვილად იღლებიან.ეგონათ აღარ გაგვიჭირდებაო და მოუკლეს ეტყობა ვარჯიშს.პირიქით ნაკლებ დროში მეტი გამზლეობაა საჭირო.მითუმეტეს გაფრთხილებების იმედზე ვეღარ იქნები.თანაც ერთი პრობლემა .ასე მგონია რომ უცხოელებისგან განსხვავებით ზოგჯერ ღვინოსაც მიირთმევენმრაც პირდაპირ კავშირშია გამძლეობასთან.
შიო
Irakli apkhaidze-ს. ეს როგორ!! სხვა გუნდებს, ვინც პარიზის ტურნირზე იჭიდავა, ოლიმპიადაზე არ მიუღია მონაწილეობა? ეს რა ლოგიკაა!!!
გულო გულორდავა
"არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი". შე დალოცვილო, იძახით, რომ პირველი ტურნირია და მზად არ ვიყავით ბოლომდეო. ხომ იცოდით ამ ტურნრში რომ უნდა მიგეღოთ მონაწილეობა? იცოდით ხომ! მაშინ რატომ დროზე არ დაიწყეთ მომზადება? მოკლედ, ამ ჯერზე მაგრად ჩ--------ეთ.
vava
ეს დაგლილი ხალხი რამ ცაგაგვანინად ერტი ცუტის მერე პეხზე ვერა დგებიან კველა სახეობაჰი ერტი და იგივე პრობლემა როგორაააააა
გულშემატკივარი
ზედმეტად სუბიექტურია სტატიის ავტორი. რომელ ფიზიკურ გამძლეობაზე საუბრობთ ?? სპორტსმენები 2 წუთის მერე ფეხზე ვეღარ იდგნენ. მოდი განვიხილოთ თითოეული: პაპინაშვილი - ამირანს ყოველთვის უჭირს გადამწყვეტ მომენტში მობილიზება მაღალი სინჯის მედლისთვის ლუხუმი - გამოცდილების ამბავია მარგველაშვილი - მოქმედი ევროპის ჩემპიონისთვის შეიძლება დაბალი შედეგია, თუმცა, მაინც გამოცდილებას უნდა დავაბრალოთ შავდათუაშვილი - გასაფრთხილებელი იყო და გააფრთხილეს. შემტევი ჭიდაობითაც არ გამოირჩეოდა გიგანი და კირაკოზაშვილი - ახალბედები არიან ზებედა - ძალიან კარგად იჭიდავა. მშვენიერი დაბრუნება ჰქონდა. ჭრიკიშვილი - ფორმაში საერთოდ არაა და ილეთებს ვეღარ აკეთებს ძველებურად ღვინიაშვილი - მემგონი ზედმეტად თავდაჯერებულია და არც ეგრე აქვს საქმე, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ წონის ლიდერების უმეტესობა საერთოდ არ მონაწილეობდა ტურნირში. ერთი გვაკი იყო და იმასთანაც წააგო. სუნთქვის სერიოზული პრობლემა აქვს და მეტი ვარჯიში მართებს და სხვანაირი განწყობა. იოლი მეტოქე არ არსებობს და ყველა ანგარიშგასაწევია. ილეთებიც არ უკეთებია და არც გამოსდიოდა. ლიპარტელიანი - წონის შეცვლის მიუხედავად სტაბილურად ჭიდაობს და ამჯერადაც მშვენივრად იასპარეზა. უფრო მაღალ შედეგებს დადებს ამ წონაში მძიმე წონაზე ვერაფერს ვიტყვი, მომავალი უკეთესად გვაჩვენებს. ზოგადად მეტ შედეგს ველოდი იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთს და იაპონიას პირველი ნომრები არ ყავდათ. იაპონელები ცალკე განხილვის ღირსები არიან - მეორე და მესამე ნაკრებით ამდენი მედალი აიღეს და ოლიმპიური ჩემპიონები ალბათ გადაუვლიან ყველას. სტატიის ავტორი კიდე წინა წლების ჩანაწერებს უყურებდა ალბათ
es ra xdebaa???
ცირეკიძეს და ქევხიშვილს ნუ დააღუპინებთ ამ შემდგარ და ძალიან მაგარ, ფეხზე დამდგარ გუნდს!!!
Irakli apkhaidze
ყველაფერი გამოსწორდება, ოლიმპიადის მერე პირველი შეკრების ფონზე არა უშავს, მომავალ ოლიმპიადაზე ღვინიაშვილიც და თუშიშვილიც ოქროებს წამოიღებენ!
iraklia tavadzes
ფიზიკურად კარგად იყვნენ მომზადებულებიო!!! კარგით რა, ღვილიაშვილი ძლივს იდგა ფეხზე. რომელ ფიზიკურ მომზადებაზე აპელირებ ავტორ!!!!
zaza
ჩვენი ძიუდოისტების პარიზულ გამოსვლას აქვს მხოლოდ ერთი სახელი და მას რუსულდ "სლაბაკი" ქვია. რათ უნდა ამას მიკიბ მოკიბვა. მთავარია გუნდის მესვეურებმა გაითვალისწინონ ეს გაკვეთილი და უფრო სერიოზულად მიუდგნენ საქმეს. ან რატომ გაუშვეს ნოზაძე!!! რატომ! შედეგი არ ქონდა თუ რაშია საქმე!!
ხვიჩა
ჩვენმა ძიუდოსტიებმა პირწმინდად წააგეს ერთი ერთზე იაპონელებთანო, კი ეს ასეა და აქედან გამომდინარე შესასწავლია იპაონიის ძიუდოს სკოლა პირწმინდად ასე ვთქვათ, გასაგზავნია იაპონიაში ჭკვიანი კაცი რომელიც კარგად შეისწავლის იაპონიის ძიუდოს სკოლას, ამის გამკეთებელი ვინმე არი საერთოდ? მეეჭვება რაღაცა.
givi
შეცდომაა - "დიდი მუზარადი", "დიდი ფაფახი", "დიდი ჩექმი" დ.ა.შ. სწორია - "დიდი სლემი"!!!!!
giorgi
მგონი, ცირეკიძეც ასტრალშია. დალოცვილო, სდიე ნაკრების წევრებს ღამის კლუბებში, გააგდებინე სიგარეტი და ჭიქა! ააგლიჯე სექსმუშაკებს 10 წუთის შემდეგ!

მართალია glaxuna! ძირს ღ რ უ ს ე თ ი!
amoran
ჩემი აზრით ვარლამის გარდა ფიზიკურად ყველა მოიკოჭლებდა.აბა ბექა 100 კგ-ში რომ ჭიდაობდა მაშინ არ იღლებოდა ეხლა კი აშკარად გაუჭირდა.ამის დაუნახაობა არ იქნება მათთვის კარგი!
dudu
ავტორს აშკარად არ უცქერია ამ ტურნირისთვის და ისე წერს. ვისი ფიზიკური მომზადება მოეწონა ვერ ვიგებ 2-3 წუთის მერე ვერცერთი ვეღარ სუნთქავდა. უცხოელი წამყვანებიც კი ჩვენ დაგვცინოდნენ ქართველების თხოვნით შეამცირეს საჭიდაო დრო 4 წუთამდე და მაგასაც ვერ ძლებენო.
mesidona
ავოტორი აშკარად სხვა ტურნირზე წერს მგონი. ასეთი სუსტი ნაკრები და ფიზიკური მომზადება არასდროს მინახვს.
glaxuna
რაც დაწერეთ უ კ უ ღ მ ა ა მაგ უკუღმა! სუსტი გამოსვლა იყო (!) მიზანი უნდა დადგეს - ყოველგან ჩემპიონობა ყველა წონაში- იაპონელების მოგებისათვის ყველა წონაში სპეციფიკური ვარჯიშები-ყველა წონაში უ ნ დ ა მოუგოთ იაპონელებს,ანუ მხოლოდ მოგებისათვის!
Lsd
ქართულ ხიუდოს აკლია თვითონ ძიუდოს იაპონური არსი და ფსიქოლოგია. ჩვენ ძიუდო მოქართულებულ მოკაიკაცურებული გვაქვს. კი ბიჭები მაგრები არიან. მაგრამ ძიუდო აგმოსავლური ორთაბრძოლაა და ამას თუ გავითავისებთ ბადალი არ გვეკოლება
ფაქტი
რომელ ტურნირზე წერს ვერ გავიგე! ეტყობა სხვა ტურნირს ვუყურე...ფიზიკურად ისე ცუდად აღარ გმოიყურებოდნენო ვიზე წერს?! ჭრიკიშვილზე საერთოდ ერთი წინადადებითაც არ წერია...ჟურნალისტს:თავს ნუ მოიტყუებთ და გუპშემატკივარსაც ნუ შეიყვანთ შეცდომაში! ამ სტატიის დედა აზრი მხოლოდ ფედერაციას აწყობს და არა ქართულ ძიუდოს!
ფულადი ჯილდო და ეროვნული ორდენები - პრემიერმა ძიუდოისტთა ნაკრები დააჯილდოვა
"ქართველები და საუკეთესოები ვართ!" - ბექაურის კომენტარი და ოლიმპიადის საიტი საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობაზე
"ყველანი მეუბნებოდნენ, ქალს რა უნდა ძიუდოში, ეს კაცების სპორტია და თავი დაანებეო" - ინტერვიუ ძიუდოში პირველ ქართველ მსოფლიო ჩემპიონ ქალთან
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა
ლუის ენრიკე რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს - იქნება კვარაცხელია სასტარტოში?
გამარჯვება იპონით - ღვინიაშვილი თელ-ავივის გრანდ სლემზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა [VIDEO]
დღეს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი იწყება - წილისყრამ ქართველები დაინდო
მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება! - დღეს 2 ქართველი ძიუდოისტი გამოვა
დიუსელდორფის გრანდ სლემი: ქართული შვიდეულის გერმანული ხვედრი
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა
ძიუდოს ახალი რეიტინგი: თუშიშვილი ყველგან პირველი
[VIDEO] არის! საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა იაპონია დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოსთვის ცნობილია
[VIDEO] ისტორიული დღე - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია!
თბილისის გრან პრის საქართველოს ნაკრების ოთხი ლიდერი დააკლდება
პაპინაშვილი და მხეიძე მე-3 ადგილისთვის იჭიდავებენ(განახლებადი)
[VIDEO] დასანანი მარცხი ფინალში - თუშიშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
ზურაბ ზვიადაური: დავით ქევხიშვილი უნდა გადადგეს
მსოფლიო ჩემპიონატი სამშობლოში - ქართველ ძიუდოისტებს იაპონელებთან დიდი ბრძოლა ელით!
ირაკლი ცირეკიძის ინტერვიუ და ევროპის ჩემპიონატის შეფასება, სანამ ნაკრებიდან გაათავისუფლებდნენ
5 ქართველი ძიუდოისტი ჰააგის გრან პრიზე იასპარეზებს
ოლიმპიური თამაშები იწყება - უგულშემატკივრეთ ქართველებს! [VIDEO]
IJF-მ საუკეთესოები გამოავლინა: მწვრთნელი - გუჯეჯიანი, კაცი ძიუდოისტი - გრიგალაშვილი, წლის იპონი - ღვინიაშვილი
ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე იაპონიაში დააკავეს?
მსოფლიოს ჩეპიონატისთვის საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების განაცხადი ცნობილია
10-11 თებერვალს ქართველი ძიუდოისტები პარიზის გრანდ სლემზე იასპარეზებენ
ბექაური წლის შემაჯამებელი ტურნირიდან მოეხსნა
[შეჯამება] დაცალკევებული ნაკრები, ოქროს ტურისტი და მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოს სამშობლოში
[მსოფლიო ჩემპიონატი] წილისყრა დასრულდა - ქართველი ძიუდოისტების ბადე ცნობილია
მინსკი 2019. ლუკა მაისურაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ლაშა შავდათუაშვილი მედლის გარეშე დარჩა
ბექა ღვინიაშვილი: ჩემი აზრით, ამისგან ტრაგედიის შექმნა არ შეიძლება
"შავდათუაშვილი მაგრად უცემიათ" - რა მოხდა ოსაკაში ქართველ ძიუდოისტებს შორის?
თელ-ავივის გრან-სლემზე საქართველოს სახელით 6 ძიუდოისტი იჭიდავებს
ზებედა რეხვიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატზე უმედლოდ დარჩა
ძიუდოს მსოფლიო რეიტინგი: ქართველები ტოპებში
[VIDEO] არის! გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა
ბექა ღვინიაშვილმა წონა შეიცვალა - 16-18 ივნისს ასტანის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ქართველი ძიუდოისტების ბედისწერა ოლიმპიადაზე და ოქროს "დაწესებული" რაოდენობა - ბექაური, რომელსაც სწამს!..
დავით ქევხიშვილმა ძიუდოს ნაკრების მწვრთნელობის ერთ-ერთი კანდიდატი დაასახელა
იერუსალიმის მასტერსზე სულამანიძემ ოქროს, მაისურაძემ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]
[VIDEO] გურამ თუშიშვილმა ტედი რინერს ხელი არ ჩამოართვა