სეზონი 26 თებერვალს, სუპერთასის მატჩით გაიხსნება, რომელშიც ერთმანეთს ჩემპიონი "სამტრედია" და თასის მფლობელი "ტორპედო" შეხვდებიან
ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომაზე 2017 წლის ეროვნული ჩემპიონატის, დავით ყიფიანის სახელობის თასისა და ასაკობრივი ლიგების დებულებები დაამტკიცეს. სფფ-ის ლიცენზირების მენეჯერმა აღმასკომის წევრებს ამა წლის ლიცენზირების პროცესის შედეგები გააცნო.

"2017 წლის სეზონი 4 მარტს დაიწყება. დამტკიცდა თასის გათამაშების ფორმატიც, რომელიც 2 მარტს დაიწყება. პირველი საკვალიფიკაციო ნაწილი 3 ეტაპისგან შედგება და მასში 60 გუნდი ითამაშებს. მატჩები 2, 6 და 10 მარტს ჩატარდება და იმ 12 გუნდს გამოავლენს, რომელიც 15 მარტიდან 1/16-ფინალურ ეტაპზე პირველი და მეორე ლიგების 20 გუნდთან ერთად ჩაერთვება. გასული სეზონის მსგავსად, შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გუნდები ერთმატჩიანი დაპირისპირებით გამოვლინდებიან", - თქვა სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა.

სეზონი კი 26 თებერვალს, საქართველოს სუპერთასის მატჩით დაიწყება. ფედერაციამ თამაში მარტვილში, მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე დანიშნა. შეგახსენებთ, რომ სუპერთასისთვის ერთმანეთს ქვეყნის ჩემპიონი "სამტრედია" და დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი ქუთაისის "ტორპედო" დაუპირისპირდებიან.

საინტერესოა, რატომ მაინცდამაინც მარტვილში? ამას ფეხბურთის ფედერაცია 3 ფაქტორით ხსნის:

პირველი - "მურთაზ ხურცილავაზე" საკმაოდ კარგი ხელოვნური საფარია, რაც თამაშის მაღალ დონეზე ჩასატარებლად აუცილებელია;

მეორე - მარტვილი ორივე გუნდისთვის მისაღებია, რადგან ქუთაისიდან და სამტრედიიდან ახლოსაა და თამაშზე დასწრებას მაქსიმალურად მეტი გულშემატკივარი შეძლებს;

და მესამე - ეს გადაწყვეტილება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის იმ ინიციატივის ფარგლებში ჯდება, რომლის მიზანიც მნიშვნელოვანი თამაშების დედაქალაქის გარეთ ჩატარება და ფეხბურთის პოპულარიზაციაა.

გეხსომებათ, ეროვნული თასის ბოლო ფინალი 22 ნოემბერს ზესტაფონში გაიმართა და ტრიბუნები არა მხოლოდ შეივსო, საღამოს განათების ფონზე თამაში იმდენად ეფექტურ გარემოში ჩატარდა, დღემდე გამართულ ფინალებს შორის ერთ-ერთ გამორჩეულად მიიჩნევა.

- მერანი-ტორპედო 1:2 - "ტორპედომ" თასი გაასამა [VIDEO]

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

daviti
უკბილო არგუმენტებია,ჯერ ერთი რეგიონში თამაშზე თუ ვსაუბრობთ სხვაგან მოგეძებნათ..მერე კარგი ხელოვნურიაო,გასახდელები ნახეთ ნახევარი გუნდი იცვლის ნახევარი გარეთ ელოდება,მაყურებლის უსაფრთხოება კიდე ან სესასვლელი ნახეთ ან გამოსასვლელი სტადიონიდან..შეიძლება განზრახ არა მაგრამ მასე კი გამოვიდა,რადგან სამტრედია ხელოვნურზე თამაშობს და შეჩვეულია და ეს იმტაც დასტურდება რომ მარტვილიც კი ხელოვნურზე ამარცხებს უმაღლესი ლიგის გუნდებს,ანუ ხელოვნურს თავის სპეციპიკა აქვს..მერე კიდე 22 ცჰამოდის ტორპედო,ნამგზავრ გუნდს დასვენება არ ექნებათ მოსწრებული რომ მინდორზე უნდა გამოვიდნენ,ესეც სამტრედიის უპირატესობაა,რატომ აკნინებთ და საჭორაოს ხდით თემებს,არ შეიძლება უფრო ღრმად შეისცავლოთ საკითხი?!
უშანგი გაბადაძე-საბუდარადან
ეს უკვე "კარგი" სიახლეა!! განსაკუთრებით მესამე ფაქტორი "მომეწონა" - ეს გადაწყვეტილება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის იმ ინიციატივის ფარგლებში ჯდება, რომლის მიზანიც მნიშვნელოვანი თამაშების დედაქალაქის გარეთ ჩატარება და ფეხბურთის პოპულარიზაციაა". კომენტარის გარეშე. თუმცა მაინც დავამატებდი. დედაქალაქში ფეხბურთის საყურებლად იმდენი ხალხი დადის სტადიონებზე (განსაკუთრებით დინამოზე), რომ აუცილებელია განტვირთვა და თამაშების რეგიონებში ჩატარება. ბრავო თქვენ!!!
giga
barem exlave miecit supertasi samtredias
givi
სად უნდა დაჯდეს მერე ათასობით გულშემატკივარი ? ნაძვის ხეების ძირში? ალბათ ამის გამო ბევრი არ წავა საყურებლად :(((
დათო
ერთი ფაქტორი მაინც თუ არის სუპერთასის არსებობისათვის?
beqa
ფეხბურთს პოპულარიზაცია თბილიში უფრო ჭირდება ვიდრე რეგიონებში.
საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"სამწუხარო რეალობა გვაქვს" - მუჯირის განცხადება კვარაცხელიაზე...
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
VAR-ის სისტემა ეროვნული ლიგის მატჩებზე - სიახლე მიმდინარე წლიდან იგეგმება
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები "დინამო არენას" უბრუნდება - რამდენი სექტორი იქნება დაკეტილი სომხეთთან მატჩზე
"სპაერმა" "ტორპედო" დაამარცხა და სუპერთასის ფინალში ითამაშებს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
28 ივნისს სუპერთასის ნახევარფინალური მატჩები გაიმართება
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა
[VIDEO] გოლი-სასწაული! აუცილებლად ნახეთ, რა ბურთი გაიტანა დავით მუჯირმა ჩემპიონის კარში!
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
სუპერთასი 2025 | "ტორპედომ" მესამე ადგილისთვის მატჩში "იბერია 1999" დაამარცხა
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
2023 წლის სუპერთასის გათამაშება 30 ივნისს დაიწყება
"დილა" საქართველოს სუპერთასის გამარჯვებულია
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა